Home რუბრიკები პოლიტიკა ლატენტური ნაცი ადამიანი-საცობი

ლატენტური ნაცი ადამიანი-საცობი

891

წელი ახლახან დაიწყო და უკვე დანაკლისს ვიმკით: ნიკა გვარამიას მამა აღარ ჰყავს, საზმაუს _ დედა. “გრეჩიხა”-ჯუნიორს დედაც ჰყავს, მამაც და ბიძაც, მაგრამ რად გინდა _ მაინც ჩააყუდეს. სხვათა შორის, იმისთვის, რასაც, მაგალითად, კაკო ბობოხიძე ხშირად სჩადიოდა და ჟურნალისტებსაც მოხვედრიათ მისი ხელი, კაკო არ ჩაუყუდებიათ, მაგრამ ძველმა თანამებრძოლებმა ახლა შეახსენეს ცემატყეპის მავნე ჩვევა; ახლა, რადგანნაცმოძი” “ბოლშევიკებადდამენშევიკებადგაიყო. რომელი რომელია, ამას 20 იანვრისგრანდიოზულიყრილობის შემდეგ შევიტყობთ, მანამდე კი თავი იმით ვინუგეშოთ, რომერთიანი ნაციონალური მოძრაობისნაცვლად ორინაცმოძიგვეყოლება და ორივე _ პარლამენტში.

ამ საახალწლო ჟრიამულში ყველაზე უიღბლო მაინც საზოგადოებრივი მაუწყებელი აღმოჩნდა. “გრეჩიხასაც” გამოუშვებენ, ნიკა გვარამიასაც ეშველება და დეპუტატებიც შეირგებენ მანდატებს, საზმაუს კი მომავალი ექვსი წლის განმავლობაში ვასილ მაღლაფერიძე შერჩება გენერალურ დირექტორად. კაცი, რომელიც ყველა მმართველ პარტიაში თან იყო და თან არ ყოფილა; პერსონა, რომელსაც ყველა პორტირებულ თუ ლატენტურ ნაცზე მეტად შეეფერება მეტსახელი ადამიანისაცობი.

ვაზელინის მოყვარულ ადამიანებს რა დალევს და ვასიკოც, ეს პირწავარდნილი ლატენტური ნაცი, უმალ შერაცხეს ჟურნალისტიკის მამად და ტელევიზიის დედად. ჟურნალისტიკა გაზეთ “კავკასიონის” პერიოდს მოიცავს, რომელიც არც ისე დიდხანს და არც ისე დასამახსოვრებლად გამოდიოდა. სხვათა შორის, ამავე გაზეთს უკავშირდება მაღლაფერიძისა და სოზარ სუბარის ახლობლობა, რომელიც უკვე ათწლეულებს ითვლის. ვასიკო ყოველთვის ეხმარებოდა სოზარს, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა მისი გვარი, სუბარი კი არა, სუბელიანი იყო. ხელი ხელს რომ ბანს, ეს ცნობილი ამბავია და სოზარიც არაერთხელ დახმარებია ვასიკოს, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ, ახლა კი “ნაცმოძივით” ორად გაყოფილი მედიაექსპერტების შეფასება ვნახოთ:

ზვიად ქორიძე: “საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ დღეს მკვეთრად გამოკვეთილი, პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია გენერალურ დირექტორად, ადამიანი, რომელიც გასაუბრებისას ღიად საუბრობდა თავის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე, რომელიც მას არ უქმნის უხერხულობას. დღეს აღმოჩნდა, რომ ეს საბჭოსაც არ უქმნის უხერხულობას. ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ფაქტის წინაშე, რომ გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიული კუთვნილებით”.

ირაკლი ტაბლიაშვილი, კიდევ ერთიკავკასიონელი”: “ვასილ მაღლაფერიძეს, დიდი ხანია, ვიცნობ. არასოდეს, არც ერთ თემაზე ერთმანეთს არ დავპირისპირებივართ… ის ჩემი ერთ-ერთი პირველი რედაქტორი იყო _ გაზეთ “კავკასიონში” 1995-96 წლებში ვმუშაობდი. მოკლედ, არასოდეს გვქონია მცირე გაუგებრობაც კი. დღეს მე საზ. მაუწყებელში ვმუშაობ… პროექტი მაქვს _ “ვექტორი”. არ ვიცი, რას დაუპირებს ახალი გენ.დირი ამ პროექტს… ანუ მიხურავს თუ არა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მგონია, რომ ახლა დადუმება, აზრის არ გამოხატვა და ა.შ. ჩემგან არასწორი იქნება… ჰოდა, შესაბამისად, ბორდის წევრებო, რიტორიკულად გკითხავთ: გჯერათ, რომ ჩვენც გვჯერა, რომ დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილება?.. რეალურად ეს გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო და, მიუხედავად იმისა, როგორი დირექტორი იქნება მაღლაფერიძე, მაუწყებელში ყოველთვის იქნება განცდა, რომ ის მოიყვანეს, თანამშრომლებს თავზე დაასვეს და ა.შ.”

ტაბლიაშვილს ყველაზე მეტად საკუთარივექტორისბედი აწუხებს, თორემ მკვდარი იდეის მოკვლა რა მოსატანია?! ნატოში უკვე პერსონალურად შესული ირაკლი ტაბლიაშვილი, ნაკლებ სავარაუდოა, იმას ელოდეს, რომ მაღლაფერიძე მაინცდამაინც ნატოს ერთგულების პროპაგანდას დაეჯახება, თუმცაობიექტურობისწარმოჩენის საბაბი გამოჩნდა და რატომაც არა?!

აბა, გამოიცანით, ვინ გამოესარჩლებოდა მაღლაფერიძეს? _ რა თქმა უნდა, სოზარ სუბარი. მან საზეიმოდ განაცხადა, რომ ხელისუფლება საზმაუს გენერალური დირექტორის არჩევაში არ ჩაერევა. “მე ვის ვუჭერ მხარს და ვის _ არა, ეს არაფერ შუაშია, ამ შემთხვევაში ბორდი იღებს გადაწყვეტილებას”, _ თქვა სუბარმა. საზმაუს ბორდის წევრებს კი, თუ შარშან, იანვარში საერთო ჰონორარი 22 367 ლარი ჰქონდათ, დეკემბრამდე იმატა, იმატა და გაორმაგდა _ 54 800 ლარი გახდა! არ ჩარეულან, არაფრის კეთებაში ჰონორარი გაუორმაგეს მხოლოდ!

ბიძინა ივანიშვილი “ჯი-დი-ეს”-ის დახურვას და მთელი სატელევიზიო სივრცის ერთიანი კონტროლისთვის დაქვემდებარებას რომ აპირებდა, ჭორი ამის შესახებ, უკვე კარგა ხანია, დადიოდა. ამ ჭორებს თუ დავუჯერებთ, “მაესტროც” ამავე ჰოლდინგის ხელში გადავა და “განახლდება”. ზოგიერთი ანალიტიკოსი იმასაც პროგნოზირებს, რომ “ჯი-დი-ეს”-ის დახურული პროექტის – “20/30”-ის და “59 წამის” თანამშრომლები უმუშევარი აღარ დარჩებიან და საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადავლენ. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრლომლების რაოდენობა განახევრდება.

რა გაუჭირდა სამაგისო ივანიშვილს?” _ ისმის კითხვა. გასაჭირი რა მოსატანია, უბრალოდ, მხოლოდ სულელი გადაიხდის საკუთარი ჯიბიდან იმას, რაც შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაიხადოს. სხვანაირად მილიარდებს ვერც აგროვებენ და ვერც ინარჩუნებენ!

რაც შეეხება მაღლაფერიძეს, მას ვალოდია ჯინჭარაძის ნიჭი აღმოაჩნდა _ “მოქალაქეთა კავშირში” იყო და თითქოს არც ყოფილა; “ნაციონალურ მოძრაობაშიც” იყო და თითქოს არც ყოფილა; პრეზიდენტის რწმუნებულიც იყო და მოგვიანებით 2007 წლის 4 ნოემბერს შსს-ში ჩატარებული წინასადარბევო შეხვედრის სკანდალურ დეტალებზეც წერდა, ოღონდ თვითონ 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ კარგა ხანს დარჩა პრეზიდენტის რწმუნებულად და მხოლოდ 2008 წელს გადადგა. მაღლაფერიძემ 2014 წელს _ 7 წლის შემდეგ(!) განაცხადა, რომ ტექსტის წერისას არ იცოდა, კონკრეტულად ვისთვის აპირებდა მის მიწოდებას. აბა, გამოიცანით, ვის მიაწოდა მან ეს “სტენოგრამა”? _ რა თქმა უნდა, სოზარ სუბარს. ეს გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, როცა დარწმუნდა, რომ სუბარი ერთადერთი სახელმწიფო თანამდებობის პირი იყო, რომელიც ჩანაწერებს ადეკვატურად გამოიყენებდა. ამდენი წლის ურთიერთობის შემდეგ რაში უნდა დარწმუნებულიყო, გაუგებარია.

თუმცა ახალი დროების ვალოდია ჯინჭარაძის ნიჭი და უნარი სრულად მაინც პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების იდუმალებით მოცულ ამბავს უკავშირდება. იქაც თითქოს იყო და თითქოს არც ყოფილა. კონსპირაციული ბინა, რომელშიც ჟვანია და ქვემო ქართლის ვიცეგუბერნატორი რაულ უსუფოვი გარდაცვლილები იპოვეს, სწორედ ვასილ მაღლაფერიძემ დაიქირავა. მიუხედავად ამისა, დაცვის წევრებს დღესაც ახსენებენ ამ ამბავს, მაღლაფერიძე კი აღარავის ახსოვს. სამაგიეროდ, ზურაბ ჟვანიას დაღუპვის შემდეგ, 2005 წელს, ვასილ მაღლაფერიძე მცხეთამთიანეთში პრეზიდენტის რწმუნებულად დაინიშნა. ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! კობა ხარშილაძის გამგებლის მოადგილეობა ყველას ახსოვს, მაღლაფერიძის გუბერნატორობა კი _ არავის!

დღეს აღარც იმას ახსენებენ, რომ ვასილ მაღლაფერიძე ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო (1999_2008 წწ.), 2000–2004 წლებში ეროვნული თანხმობის საპარლამენტო დროებით კომისიას თავმჯდომარეობდა, 2004_2008 წლებში კი _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას. ეროვნული თანხმობა გინახავთ? აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობა? არა, ხომ? მერე რა?!

არც “მე-9 არხი” აუშენებია (გენერალური დირქტორის მოადგილე იყო), არც “ჯი-დი-ეს”-ის გადაცემა “საზოგადოება 20/30” დაუმშვენებია (მთავარი პროდუსერი იყო) და ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩააბარეს.

ვასილ მაღლაფერიძის ხასიათი კარგად ჩანს მის ერთ-ერთ ინტერვიუში, როცა ზურაბ ჟვანიას შესახებ დასმულ შეკითხვას ისე უპასუხა, რომ თვითონ ჟვანია ერთხელაც არ უხსენებია! აი, ისიც:

ეს იყო აბსოლუტურად ერთი და იგივე გუნდი: ერთი მიზნებისა და ინტერესების მქონე. პოლიტიკური ცხოვრებაა და რაღაც ეტაპზე ზოგიერთი იყონაციონალურ მოძრაობაშიდა ზოგიც _ დემოკრატებში. ტაქტიკის გამო ვიყავით გადანაწილებული. პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი ამბავია ისიც, ერთ არჩევნებში ცალცალკე რომ ვიყარეთ კენჭი. საპარლამენტო არჩევნებში ტაქტიკამ მოიტანა და ერთმანეთის კონკურენტები იმიტომ აღმოვჩნდით. მეგობრები ჭადრაკს რომ თამაშობენ, მათ შორისაც არის კონკურენცია. მეგობრობის გამო წინასწარ ყაიმზე ხომ არ შეთანხმდებიან?! გივი თარგამაძე და მე საბურთალოზე კონკურენტები ვიყავით, მაგრამ ჩვენ შორის ასეთი რამეც ხდებოდა: ამომრჩეველს ვეუბნებოდი, რომ, თუ მე არ მაძლევ ხმას, გივისთვის დაეჭირა მხარი და პირიქით _ გივიც ასე მიმართავდა ამომრჩეველს. წლების წინათ ვთქვი, რომ ეს ორი გუნდი აუცილებლად გაერთიანდებოდა. მას მერე, რაც დემოკრატები დანაციონალური მოძრაობაერთ გუნდად ჩამოყალიბდა, აბსურდია იმის თქმა, რომ ყოფილი დემოკრატები შევიწროვებული იყვნენ. მე მგონი, დღეს აღარავის ახსოვს ვინ დემოკრატი იყო და ვინ _ ნაციონალი”.

როგორც ირკვევა, მაღლაფერიძეტაქტიკის გამო”, სადაც დასჭირდება, იქგადანაწილდება”. დღეს ივანიშვილთანააგადანაწილებულიდა დღესაც სწამს, რომ აღარავის ახსოვს, ვინ სად იყო, რას აკეთებდა და რას აშავებდა, ამიტომაც აცხადებს ასე თავდაჯერებულად: “რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას “ქართულ ოცნებასთან”, მე ახლა ვიღაც წევრებს ვიცნობ “ქართულ ოცნებაში”, მაგრამ არც არასდროს ვყოფილვარ “ქართული ოცნების” წევრი. არც ვალი მაქვს მე “ქართული ოცნების”, ისევე, როგორც არც ერთი სხვა პარტიის(!)”.

სამართლიანობისთვის ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ანაზღაურება, მხოლოდ ბორდის წევრებს კი არა, მთლიანად საზოგადოებრივ მაუწყებელს გაეზარდა. 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი საზოგადოებრივ მაუწყებელს 46.4 მილიონი ლარით დააფინანსებს. ეს, 2016 წელთან შედარებით, 2.4 მილიონი ლარით, 2015 წელთან შედარებით კი 5 მილიონით მეტია. თუ ვასიკო კარგად მოიქცევა, ამ მილიონებს სწორედ ისე გადაანაწილებს, როგორც იმ კაცს უნდა, რომლის პარტიის ვალიც მაღლაფერიძეს არ აქვს.

მაღლაფერიძე ამთავითვე ამბობს, რომ გადაცემები საზმაუს “გარეთ” უნდა მომზადდეს და საზმაუმ ისინი უნდა იყიდოს: “მიმაჩნია, რომ უნდა შესრულდეს კანონის მოთხოვნა და გადაცემები გავიდეს გარეთ და მათი შესყიდვა უნდა ხდებოდეს კონკურსის მიხედვით”.

აბა, გამოიცანით, ვისგან შეისყიდის მაღლაფერიძე “რეიტინგულ” პროგრამებს? _ იმ “ჯი-დი-ეს”-ისგან, რომელმაც უკვე შეწყვიტა საინფორმაციო პროგრამების მომზადება.

თუმცა, დიდძალ ფულს დიდი ძალა აქვს და ახლა მთავარია, მაღლაფერიძემ იმ ერთ კაცსაც არ უთხრას, შენი ვალი აღარ მაქვსო.

ნიკა კორინთელი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here