Home რუბრიკები საზოგადოება იოსებ არჩვაძე: ფასების მატება რეფერენდუმის გარეშე არ შეიძლება

იოსებ არჩვაძე: ფასების მატება რეფერენდუმის გარეშე არ შეიძლება

ხელისუფლებაში მოსვლამდე და შემდეგაცქართული ოცნებაუამრავ რამეს დაჰპირდა საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა არჩევნებიდან მეორე დღესვე ყველა ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვას. დაპირებათა ჩამონათვალში ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ენერგომატარებლების, მათ შორის _ საწვავის, გაიაფება. საწვავს ერთი ლარით გავაიაფებთ, ერთი ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდაო, _ განმარტავდნენოცნებისლიდერები 2012 წლის არჩევნების წინ. მართლაც დაიწყო საწვავის გაიაფების პროცესი, მაგრამ მალე შეწყდა და ხელისუფლებამ ეს გარეშე ფაქტორებს დააბრალა, მიუხედავად იმისა, რომ ბარელი ნავთობის ფასი 150-დან 40 დოლარამდე დაეცა. 2017 წელს კი საქართველოს ხელისუფლებამ ნავთობზე და არა მხოლოდ ნავთობზე, აქციზის გადასახადის მომატება გადაწყვიტა და მოუმატა კიდეც.

პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა, შემოსავალმა _ არა. ქვეყნის ბიუჯეტში აღარ არის შეტანილი სოფლის მეურნეობის განვითარების ხარჯები. არადა, გასული ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლება წარმატებულ პროექტებში სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტს ასახელებდა და თავსაც იწონებდა. მიწის დახვნის პროექტის დაფინანსების შეწყვეტა პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ ასე განუმარტა მოსახლეობას: “მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, გლეხებს მიწები გადავუხნათ. წინა წლის გადახვნამ თავისი საქმე გააკეთა”…

ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ საწვავის გაძვირების გამო სამომხმარებლო სექტორზე დარტყმა გარდაუვალია. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ნავთობპროდუქტების აქციზის გაძვირება და პროდუქტებზე ფასების მომატება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობის მატებას შეუწყობს ხელს.

ამ პრობლემაზე პროფესორი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში _ იოსებ არჩვაძე გვესაუბრება:

_ რატომ ხდება, ბატონო სოსო, რომ ბარელი ნავთობის ფასი, პირობითად, როდესაც 120 დოლარია, საწვავის ფასზე შესაბამისად აისახება, ანუ ძვირდება, მაგრამ, როდესაც ბარელი ნავთობი 55 დოლარი ღირს, საწვავი არ იაფდება?

_ რატომ იწყებთ ათვლას 120 დოლარიდან და არა 147 დოლარიდან ან რატომ ამბობთ 55 დოლარს, როდესაც 35 დოლარიც კი იყო ნავთობის ფასი?

საქართველოსთვის გასათვალისწინებელია ნავთობის ფასის ზრდა, ასევე გასათვალისწინებელია დოლარის კურსიც.

ჩვენ ახლა აქციზის, დოლარისა და ნავთობის გაძვირების, ანუ სამმაგი გაძვირების პირობებში ვართ, სამი უარყოფითი კომპონენტი მოქმედებს. სამი კომპონენტის დამთხვევა საშინელებაა და ფასების ზრდას წინ ვერაფერი დაუდგება.

_ შეეძლო თუ არა სახელმწიფოს რომელიმე მათგანის თავიდან აცილება, მაგალითად, არ გაეძვირებინა საწვავის აქციზი?

_ ფასების ზრდა რეფერენდუმის გარეშე არ შეიძლება, მაგრამ არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ფასების ზრდას მხარს არ დაუჭერს, ამიტომაც არ ჩატარდა რეფერენდუმი. წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული კანონის თანახმად, მოქმედ ხელისუფლებას მხოლოდ აქციზის გაზრდის უფლება ჰქონდა და გასაძრომიც იპოვა: ნაცვლად იმისა, რომ კანონი შეეცვალა, აქციზი გაზარდა. მოსახლეობის ერთ სულზე თუ ამერიკას ეკონომიკური განვითარების დონით 10-ჯერ ჩამოვრჩებით, აქციზის გადასახადებით ჩამორჩენა 2-ჯერადიც არ არის. მთავრობის ამ პოლიტიკამ ცალმხრივი განვითარების სახე მიიღო. აუცილებელი იყო კანონში ცვლილება და არა ფასების. მოკლედ, აქციზის გაძვირება დაბალი ღობე და მარტივი გამოსავალი იყო, მაგრამ რამდენს გაუძლებს ქვეყანა და მთავრობა, ეს უკვე სხვა საკითხია.

საწვავის გაძვირება იწვევს გადაზიდვების გაძვირებას, რაც აუცილებლად იქონიებს გავლენას პროდუქტების ფასების მატებაზეც.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here