Home რუბრიკები საზოგადოება რუხი მიტროპოლიტი

რუხი მიტროპოლიტი

2048

ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვარს სააკაშვილის ფოტო საკურთხეველში ეკიდა. უფრო მეტიც, სალხინოში, დადიანების სახლმუზეუმში მალავდა ძებნილ ძმებ ახალაიებს

მეუფე პეტრეს თავი უკვე პატრიარქად წარმოუდგენია

უკვე რამდენიმე კვირაა, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაპირისპირება ყბადაღებულ თემად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ცდილობენ, ამ თემაზე საუბრისგან შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ, სინოდში განხეთქილება საზოგადოების განხილვის თემააახალი ამბავი არავისთვის არის, რომ არიან მეუფეები, რომლებიც საჯაროდ უპირისპირდებიან საქართველოს პატრიარქს და მხარს უჭერენ .. ლიბერალურ ძალებს. ზოგიერთ ეპარქიას ხელმძღვანელობენ ისეთი პირები, რომლებსაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ფოტოები დღემდე აქვთ გამოფენილი საკურთხეველში. მარტვილის ეპარქიიდან დაგვიკავშირდა ბერი, რომელმაც ჭყონდიდის მონასტერში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, მაგრამ ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა და გვთხოვა, ამ პრობლემებზე სასაუბროდ სოფელ სალხინოს საკრებულოს წევრ გია ჯეჯელავას შევხმიანებოდით.

_ ბატონო გია, რა ხდება მარტვილის ეპარქიაში? რატომ გაურბის მრევლი მეუფე პეტრეს?

_ XI საუკუნის უდიდესი მონასტერი სრულიად გადაკეთებულია, მიწა _ ჩამოჭრილი. ეზოში აშენდა შენობა, რომლის დანიშნულებაც ჩვენთვის, ადგილობრივი მცხოვრებლებისა და მრევლისთვის, უცნობია.

მარტვილი მეუფე პეტრეს შპს იქცა _ შეუვალია, დახურული და მისი ნებართვის გარეშე თითსაც ვერავინ გაანძრევს. ჭყონდიდის მონასტერში წვერიანი ბიზნესმენები გაჩნდნენ, იქ მრევლისა და მორწმუნე ხალხის ადგილი აღარ დარჩა.

წვერიანთა ხელშია მიწები, ქვიშის კარიერები, ხეტყე

_ მარტვილს თვითმმართველობა ხომ ჰყავს? ადმინისტრაცია არ მუშაობს?

_ მარტვილსა და აბაშას ადმინისტრაცია არ ჰყავს, მეუფე პეტრე ამ ორ რაიონს სრულად აკონტროლებს. მის ხელშია ტრაქტორები, მიწების დახვნა, მისია ოჯალეშის ჯიშის ვენახები. სააკაშვილმა გადასცა ერთ ლარად კოლმეურნეობა, სადაც ახლა სასტუმროებია. მეუფეს ეკუთვნის ყველა შენობანაგებობა, რომლებიც კი ამ ორ რაიონში არსებობს.

ჭყონდიდის ეპარქიიდან 17 ბერი გაიქცა. ყველა, ვინც მეუფე პეტრეს არ ემორჩილება, განწირულია. ერთ-ერთი ბერი ისეთ დღეში ჩააგდო, რომ მან წვერი გაიპარსა, ცოლი შეირთო და ეკლესიას ახლოსაც აღარ ეკარება. ენით გამოუთქმელი საშინელებები ხდება.

მთელი ჩემი ოჯახი მორწმუნე იყო, ან როგორ შეიძლება გიორგი ჭყონდიდელის მშობლიურ კუთხეში ცხოვრობდე და მორწმუნე არ იყო, მაგრამ დღეს მარტვილის ეკლესიისკენ აღარც კი ვიხედებით.

გარდა ამისა, მეუფე პეტრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უპირისპირდება და ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში გაჩუმება ღალატის ტოლფასია.

_ ადგილობრივები ამბობენ, რომ მეუფე პეტრე წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ უდიდეს სიმპათიას იჩენს და წინასაარჩევნოდ მრევლს ნაციონალების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა

_ დიახ, ეს ცნობილი ფაქტია. მეუფე პეტრე სააკაშვილის მხარდამჭერია. წინასაარჩევნოდ დავუპირისპირდით _ პირდაპირ განვუცხადეთ, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის და ჯობია, მრევლს მიხედოს. ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვარს სააკაშვილის ფოტო საკურთხეველში ეკიდა. უფრო მეტიც, სალხინოში, დადიანების სახლმუზეუმში მალავდა ძებნილ ძმებ ახალაიებს.

მეუფე პეტრემ ჭყონისა და ტეხურის დამაკავშირებელი 60-ტონიანი ხიდი დაჭრა და ჯართად გაყიდა, შემდეგ კი გამოგვიცხადა, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჩავაწყე საქმეო. ჩვენი დაპირისპირებაც აქედან დაიწყო. წყლის პირას ისეთი ჩხუბი მოხდა, მეგონა, ძველი ბიჭები იყვნენ. დაჭრა და გაანადგურა სოფლის სასაფლაოს მიწები, მათი სრულად ათვისება უნდა. აშენებს შენობებს, არ ვიცით, რა დანიშნულებით. გვეუბნებიან, მორჩილები გვყავსო, მაგრამ ძალიან საეჭვოა.

_ ვინ მფარველობს ამ კაცს?

_ ნაცების მმართველობის პერიოდში ვიცოდით, რომ სააკაშვილი წყალობდა ძალიან, სანდრა რულოვსის კარის მოძღვარია, მაგრამ დღეს ვინ აძლევს ასეთ განუსაზღვრელ ძალაუფლებას, ნამდვილად არ ვიცი.

_ ამჟამად რა ვითარებაა, ანუ მას შემდეგ, რაც მეუფის საქმეები გამოაშკარავებულია, რას ამბობს ადგილობრივი მრევლი?

_ ყველას ეშინია. ხომ გეუბნებით, განუსაზღვრელია მეუფე პეტრეს ძალაუფლება. მას შეუძლია, ნებისმიერი დანაშაული დაგაბრალოს და ისეთი გავლენა აქვს, “ბრალდებაში” ეჭვს სამართალდამცავებიც არ შეიტანენ _ როგორი მართალიც უნდა იყო, დანაშაული მაინც შენ დაგბრალდება. ასე იყო ადრე, ასეა დღესაც.

მეუფე პეტრეს ყველაფერი თავისი საკუთრება ჰგონია. აბაშის გამგებელი ძალიან წუხს, გამოსავალს ვერ პოულობს. მეუფე პეტრე ერისკაცობაშიც ცუდი კაცი ყოფილა. საშინელებებს ყვება ხალხი, _ უდიდეს აფერებში იყო გახლართული და მერე ეკლესიას შეაფარა თავიო.

სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტები ყველა მეუფემ ჩაიგდო ხელთ. მის გარეშე თანამდებობაზეც ვერავინ დაინიშნება. სანამ კაცს სადმე დანიშნავენ, მეუფესთნ უნდა გაიაროს კონსულტაცია. მეც დამიბარეს, მაგრამ არ მივედი. მოგვიანებით შევიტყვე, ჩემზე უთქვამს, ახალგაზრდა კაცია და ასე რამ გააბოროტაო. დედის საფლავი დამირბია და როგორ არ გავბოროტდები.

იბრძვის მეუფე პეტრე ძალაუფლებისთვის, თავი პატრიარქად წარმოუდგენია უკვე. ზომები აუცილებლად გასატარებელია, მაგრამ არ ვიცი, როგორ. ამას წინათ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მასზე სიმართლე დაწერა, მერე შეხვედრია და არაქალი უწოდებია მისთვის.

უფლის სახელით გველაპარაკება, ეს კი ხალხს აშინებს.

მე კი, ვფიქრობ, სიმართლისათვის უფალი არ დამსჯის და ამიტომ არ მეშინია, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. ძალიან, ძალიან გამწვავებულია ვითარება მარტვილში.

ცნობისთვის: ჭყონდიდის ეპარქია მოიცავს მუნიციპალიტეტებს: მარტვილს, აბაშასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის საკათედრო ტაძარი მარტვილში მდებარეობს. ქრისტიანობის ქადაგებას ამ მხარეში წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს მიაწერენ.

პირველი ეკლესია წმინდა მოციქულს ეგრისში მუხის ხის (მეგრულად _”ჭყონი დიდი”) მასალისგან აუგია. გადმოცემით, სახელწოდებაჭყონდიდისწორედ აქედან მომდინარეობს.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. gaognebuli vart am faqtit mteli ojaxi, mtavrobashi dakarguli samartali eklesiamac sheisislxorca ,eklesia romelic wyaroa chveni sulieri simshvidis aqac eshmakma kera daido .am faqttan dakavshirebit mtavrobas vtxovt yuradgeba gaamaxvilon iuridiul faqtebtan dakavshirebit rac am incidentshi natlad chans. qristian xalxs ufaltan misvlis gza dagvitovet .

  2. იმის გამო, რომ მეუფე პეტრე საპატრიარქოში უსამართლობას ებრძვის უკვე წლებია, პერიოდულად მასზე ავრცელებდნენ სხვადასხვა ცილისწამებებს, მინდა გითხრა, რომ თვითონ გიორგი ანდრიაძემ, რომელიც შორენა თეთრუაშვილის მარჯვენა ხელია, თუ შორენაა მისი მარჯვენა ხელი მათ უნდა ვკითხოთ, პირად საუბარში აღიარა და დაგვემუქრა ასეთი ინფორმაციების გავრცელებით, ისე რომ გირჩევთ მეუფე გაიცნოთ და მერე შეაფასოთ მისი პიროვნება და ამ ყვითელი პრესით ნუ დაგველაპარაკებით ცილისმწამლებლებს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე.

  3. ოლიკო დანელია ესე თუ შეგტკივათ გული მოდით და იკითხეთ!ჭორების აყოლა არ გარგებთ!

  4. meri is eklesiis msaxuri ki ara satanis msaxuria rogor amden mrevls es erti eshmakiseuli satana rogor unda sjobdes vinc ginda ifaravdes is vigac ufalze zevit xom ar dgas gaertiandit yvela da im eklesiidan gaazevet sadac mrevls shesvla agar sheuzlia

  5. ეს სტატია აბსურდი და ტყუილია. მარტვილის ეპარქიაში ყველა ბერს ვიცნობ და ასეთი რამეები ნამდვილად არ გამიგია. მეუფე პეტრემ აღადგინა მარტვილის ეპარქია, რეზიდენცია, ტაძარი, დადიანების სასახლე, ინჩხური, აბაშის ტაძარი, სადაც ისეთივე ოქროცურვილი მოხატულობაა, როგორიც აია სოფიას აქვს. ეს არის სიმართლე. პატრიარქს მეუფე ძალიან უყვარს და ხშირად სტუმრობს მას. საიდან მოგაქვთ ასეთი აბსურდი, რაც ამ სტატიაშია? მეუფე უპირისპირდება შორენას და ითხოვს ღია საეკლესიო სასამართლოს აღდგენას. მეუფე პეტრესთან ერთად შორენას უპირისპირდება პატრიარქის ძმიშვილი – მეუფე დიმიტრი, სინოდის 90%, პატრიარქის დაცვის შეფი – ოხანაშვილი და მთელი შავი სამღვდელოება, იმიტომ რომ ეს ქალი მართლა რუხი კარდინალი და ცნობილი კრიმინალია, რომელიც ბავშვებითა და საეკლესიო ქონებით ვაჭრობდა.

  6. ხომ არ აჯობებდა, ამ ინფორმაციის მიმწოდებელი თავის რწმენაში გარკვეულიყო? რა სისულელეა ,,ყველა შეშინებულია?\\\’\\\’ თქვენი არ ვიცი და მე და ბევრი ჩემნაირი არავის შეუშინებივართ, ან რა ტაძრის გადაკეთებაზე საუბრობთ? მეუფე პეტრეს მარტვილში მოსვლამდე დადიოდით საერთოდ ტაძარში? გავლენიანიაო საუბრობთ, არა მგონია ეს ნაკლი იყოს, და რაც მთავარია, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს ეპარქიაში მოსვლის შემდეგ მარტო მარტვილისთვის გაკეთებული სიკეთის არ დანახვა უმადურობაა. თუ დაგიშავათ რამე , ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყება და არა გაზეთში უარგუმენტო ლაპარაკი.

  7. წლების წინ მარიაობას შევხვდი მარტვილის ტაძარღი, ჩემი თვალით ვიხილე ის დიდი სიყვარული და პატივისცემა, რასაც მრევლი გრძნობდა მეუფის მიმართ, ის დღე დაუვიწყარია ჩემთვის..მჯერა, მეუფე პეტრე არის ღირსეული წინამძღვარი ეპარქიისა

  8. ramdeni weli imsaxura meufem yazbegshi da mxolod didi rhvawli datova da mrevlis siyvaruli amitom daujerebelia komentaridan ki mivxvdi rom virhaca shorenas ewinaarhmdegeba da ara patriarqs.

  9. იხალხო ნუ ხართ სირაქლემას როლში. ბევრი გააკეთა ეპარქიის ათვისება ცხადია მაგრამ საკითხავია საიდან???? ეს ყველაფერი ბევრი ნებით ბევრი კი ძალით გააკეთებინა ბიზმესმენებს,ისიც ფაქტია გაექცა ეპარქიიდან მღვდლები და ბერები,ისიც კარგად ვიცით ყველამ რომ ერევა ისეთ საქმეებში რაც არ ესაქმება, უდავოა რომ ახალაიების დახმარებით ,,აჩმორებდა\\\” როგორც ბიზმესმენებს ასევე საჯარო მოხელეებს. მოდელი ეს ადამიანი უზომო ძალაუფლების მოყვარულია და მიილტვის იმისკენ ისეთ და ყველაზე დიდი ჯბედურება ისაა რომ, მას იყენებს არასწორად.

    მე მიკვირს იმ ჭკუამოკლე ადამიანების რომ იციან ყოველივე მაგრამ უსირცხვოთ არ უნდა მისი გაგონება.

  10. გიჟის ბოდვაა ეს სტატია, მეტი არაფერი… მეუფის ღვაწლს ვისაც თვალი აქვს ყველა ხედავს…

  11. და შენ გითხრა რომ პატრიარქობა წყურია? მაშინ სად იყავი შენც და სალხინოელებიც,მთელი ეს დადიანების ტერიტორია უპატრონოდ რომ იყო მიტოვებული და ვისაც მოესურვებოდა ყველა რომ დაბ დღეებს იხდიდა მარანში? თუ რომ არ გაქვთ ეხლა მუქთახორებს თქვენ გემოზე პარპაშის უფლება მაგან გაგამწარათ? მოვლილი მაქვს მთელი საქართველოს ეპარქიები და არცერთი არ არის ისეთი აყვავებული როგორც მარტვილის ეპარქია და მადლობის მაგივრად შე ინტრიგანო რეებს ჯღაბნი.

  12. გიორგი ჭყონდიდელის, ამბროსი ხელაიას კუთხეში საეჭვო პირროვნებები ეკლესიებში წირვას წმინდა მამის სახელით არ უნდა აღავლენდნენ ეს ფაქტია. ასეთები ეკლესიას უნდა მოშორდნენ.ერისგან ამის პატიება შეუძლებელია.სხვანაირად ერი არ გადარჩება.დეტალებზე არ ვსაუბრობ, უბრალოდ სირცხვილია. ვინმეს თუ უნდა სიმართლე სახელი დაგვარი დაწეროს გარკვევით.ყველას პასუხს გავცემ
    საჯაროდ,ზოგ საკითხში პასუხისმგებლობაც კი მოვთხოვო ზოგიერთ კაბიანებს სამართალდამცავ ორგანოებთან.

  13. შორენა თეთრუაშვილის შეთხზულია ყველაფერი. მე თვითონ აბაშაში ვცხოვრობ და მსგავსი არაფერი ხდება ჩვენთან. ეს სტატია მეუფის ერთი თვის წინანდელი ინტერვიუს პასუხია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here