Home რუბრიკები საზოგადოება ,,ახლაც ნახავთ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე აფთიაქებს, რომლებიც რეცეპტის გარეშე ყიდიან ნარკოტიკების შემცველ...

,,ახლაც ნახავთ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე აფთიაქებს, რომლებიც რეცეპტის გარეშე ყიდიან ნარკოტიკების შემცველ დამამშვიდებელ საშუალებებს“

481

ჯანდაცვის სისტემაში  მნიშნელოვანი  ცვლილებები განხორციელდა, თუმცა  სისტემაში საკმაოდ ბევრი პრობლემაა, რომელთა მოგვარება  ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიაგარდა იმისა, რომ მთავრობა ორიენტირებულია ბენეფიციარის  მკურნალობაზე, რამდენად მნიშვნელოვანია არსებობდეს დაავადებების თავიდან აცილების პრევენცია? და რა მნიშვნელობა აქვს   საზოგადოებაში ჯანმრთელობითი  განათლების დანერგვას? – ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებულ  პრობლემებზე  გვესაუბრა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პოლიტიკის სპეციალისტი,  ,,ბერგენისუნივერსიტეტის დოქტორი გიორგი ბახტურიძე.

საქართველოში 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ძირითადად  დაავადებების მკურნალობაზეა ორიენტირებული, თუმცა  მთვარობამ  რამდენად უნდა იზრუნოს ისეთი რეფორმის განხორციელებაზე, რომელიც მრავალი დაავადებისაგან დაიცავდა საზოგადოებას?

– საქართველოში რამდენიმე პროგრამა არსებობს ქრონიკური დაავადებების მართვის თვალსაზრისით, რომლის მიხედვით  პაციენტი მედიკამენტებით უზრუნველყოფილია,  თუმცა სახელმწიფო  ნაკლებადაა  ორიენტირებული ქრონიკული დაავადებების  თავიდან აცილებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ველფეარ ფაუნდეიშენმა“  2014-15 წწ-ში  გამოიკვლია  რამდენად   ხარჯდეფექტური იყო  საყოველთაო ჯანდაცვის დანახარჯები.  კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 600 მილიონიანი ბიუჯეტიდან,  სულ მცირე, 200 მილიონი ლარი  თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ იხარჯება.  მთავრობას თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების აღმოფხვრაზე რომ ეზრუნა პირველივე წელს შემცირდებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებთან დაკავშირებული  სასწრაფო-გადაუდებელი შემთხვევების  რიცხვი და სასუნთქ სისტემებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის  გართულებები.გარდა ამისა, ახალგზარდებში ხშრია ისეთი  დაავადების შემთხვევები, რომლებიც  ადრე ზრდასრულ ადამიანს არაჯანსაღი ქცევის გამო უყალიბდებოდა,  რომელთა გამომწვევი მიზეზი სასკოლო ბუფეტებში და სკოლებთან ახლოს მდებარე კვების ან სავაჭრო ობიეტქებში ჯანმრთელობისთვის სახიფათო პროდუქტებს წარმოებაა.

საქარველოში, შექმნილი ეკნომიკური ფონის გათვალისწინებით, ბევრი მოქალაქე წამალს უსახსრობის გამო ვერ ყიდულობს, როცა მათთვის მედიკამენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია…..

მედიკამენტების ფასები საკმაოდ მაღალია.  სამედიცინო პერსონალები ფარმაცევტული კომპანიების  დისტრიბუტორები არიან, ამიტომ   სარგებლის  მიღების  მიზნით  ხშირია არასაჭირო მედიკამენტების გამოწერის შემთხვევაც. აუცილებელია, კონკურენციის სააგენტომ  აღმოფხვრას ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ოლიგოპოლიური დამოკიდებულებები, რაც ბაზარზე ფასების ზრდას იწვევს. გარდა ამისა, თავად ფარმაცევტული დაწესებულებულებები  ფლობენ საავადმყოფოებსა და სადაზღვეო კომპანიებს, რის გამოც ისევ ხალხი ზარალდება.

არაკვალიფიცირებული ექიმების არსებობა საქართველოში ერთერთი მთავარი პრობლემაა. უამრავი ფაქტი არსებობს, როდესაც ექიმის არაპროფესიონალიზმმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოცემული სიტუაცია  სისტემის ბრალია, რომელიც სათანადოდ არ მუშაობს?

საქართველოში მაღალი დონის პროფესიონალი ექიმები არიან, განსაკუთრებით სასწრაფო-გადაუდებელ და ქირურგიულ ნაწილში, რომლებსაც  პრიორიტეტული დაფინანსებისა და განვითარების საშუალება აქვთ.   მედიცინაში  შეცდომის შემთხვევა მრავალია, თუმცა ფიქსირდება ექიმების არასწორად დადანაშაულების ფაქტებიც.

ყველა საკითხს ინდივიდუალური კვლევა სჭირდება, ამიტომ   ზუსტად უნდა დადგინდეს  როგორ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. არსებული პრობლემის მოსაგვარებლად  აუცილებელია ექიმთა სავალდებულო განგრძობითი განათლების სისტემის აღდგენა და  პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობა.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ჯანდაცვასთან დაკავშირებული  პრობლემები?

– სახელმწიფოს  მოვალეობა  ცხოვრების უსაფრთხო და ჯანმრთელი გარემოს შექმნაა.  სერიოზული ინვესტიციის ჩადებაა აუცილებელი ფიზიკურად აქტიური ცხოვრებისთვის, პირველ ყოვლისა, საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, სასმელი წყლის, ჰაერის სისუფთავის, საკვები პროდუქტებისა და ნიადაგის ხარისხის  მონიტორინგია საჭირო.

მოსახლეობის სიკვდილიანობაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წამყვანია, მაგრამ მთავრობას ჯერ კიდევ არ აქვს არტერიული ჰიპერტენზიის მართვის სახელმწიფო  პროგრამა, რომელიც ბევრ ადამიანს მოსალოდნელი საფრთხისგან დაიცავდა. უამრავი დაავადების წინაპირობა თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება,  არაბალანსირებული კვება, ფიზიკურად არააქტიური ცხოვრების წესია,  რომელთა  აღმოსაფრხვრელად პრევენციული ზომების არსებობაა საჭირო.

-2014 წლიდან  ახალი რეფორმა განხორციელდა, რომელიც რეცეპტის გარეშე წამლის გაყიდვის  აკრძალვას ითვალისწინებს,   როგორ ფიქრობთ, მოცემულმა სისტემამ აღმოფხვრა   პრობლემები, რომლებიც  წამლის ურეცეპტოდ გაცემამდე არსებობდა?

-მოცემული რეფორმის განხორციელება პროგრესული ნაბიჯი იყო, თუმცა სისტემამ ფორმალური სახე შეიძინა და ახლა  ექიმთან ვიზიტის გაერეშეც შესაძლებელია ელექტრონული რეცეპტის მიღება.  გარდა ამისა, სისტემამ  ვერ აღმოფხვრა სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემა, რომელზეც მკაცრი კონტროლია აუცილებელი. ახლაც ნახავთ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე  აფთიაქებს, რომლებიც რეცეპტის გარეშე ყიდიან ნარკოტიკების შემცველ დამამშვიდებელ საშუალებებს. აუცილებელია,  გაუქმდეს მოცემული ფორმით წამლების გაყიდვის ნებართვა და დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ახალგაზრდებს, რომლებიც მედიცინის სხვადსხვა დარგს  ეუფლებიანაქვთ საქართველოში პროფესიულად  განვითარებისა და საფუძვლიანი ცოდნის მიღების საშუალება?

-საქართველოში არა მარტო  ქართველ, არამედ უცხოელ სტუდენტებსაც  შეუძლიათ მიიღონ ხარისხიანი  სამედიცინო  განათლება. მე პირადად  სამ სამედიცინო უნივერსიტეტში ვასწავლი, რომელთაც კონტაქტები  აქვთ სერიოზულ მაღალტექნოლოგიურ კლინიკებთან, სადაც  მომავალი ექიმები  გადიან პრაქტიკებს, თუმცა საიჭიროა,  უმაღლესმა სასწავლებლებმა მზარდი კონკურენციის დაძლევის მიზნით მეტი ინვესტიცია  ჩადონ  მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გასაუმჯობესებლად.  სამწუხაროდ,  დღეს სამედიცინო განათლება არა ჯანმრთელობის შენაჩუნებაზე,  არამედ მხოლოდ დაავადებათა მკურნალობაზეა ორიენტირებული.

ესაუბრა ეკა ზარნაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here