Home რუბრიკები პოლიტიკა დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

584

ოპერაციაგლადიოდა ტერორიზმი დასავლეთ ევროპაში

ამერიკის ჯარებს, რომლებმაც გაათავისუფლეს იტალია და ფაშისტური დიქტატურის წნეხში მყოფი ქვეყანა დემოკრატიულად აქციეს, ადგილობრივი მოსახლეობა დროშებით, პურითა და ღვინით შეხვდა. მაგრამ მოკავშირეებისულ უფრო ნერვიულობდნენ იტალიური პოლიტიკის გამო, კერძოდ კი, იმიტომ, რომ ქვეყანაში ძლიერდებოდა კომუნისტების გავლენა და შიში, რომ შეიძლება გამეორებულიყო საბერძნეთისა და იუგოსლავიის სიტუაცია”. ამიტომ იყო, რომ მოკავშირეებმა შეგნებულად შეცვალეს პოლიტიკა: ლონდონმა და ვაშინგტონმა შეწყვიტეს იტალიელი პარტიზანების მომარაგება, რომელთა უმრავლესობა კომუნისტები იყვნენ და რომლებმაც ფაშისტების წინააღმდეგ თავდადებული ბრძოლით იტალიელი ხალხის უდიდესი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურეს.

“პოლიტიკის ამგვარმა ცვლილებამ დამთრგუნველად იმოქმედა ბრიტანელ და ამერიკელ ოფიცრებზე, რომლებიც მტრის ზურგში კომუნისტებთან ერთად ებრძოდნენ მუსოლინისა და ჰიტლერს, აგრეთვე, თვითონ იტალიელებზე… კრიზისი გაღრმავდა, რადგან იტალიელი კომუნისტები მოწმენი შეიქნენ იმისა, როგორ აკომპლექტებდა ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფო უშიშროების ორგანოებს დამარცხებული ფაშისტებითა და მემარჯვენეებით”…

“შესაძლებელი იყო, რომ ზოგიერთი მემარჯვენე ჯგუფი გადაებირებინათ საიდუმლო არმიებში, რადგან ისინი მართლაც გააფრთხილებდნენ ხალხს ომის დაწყების შემთხვევაში, _ იტყვის მოგვიანებით “გლადიოს” შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში რეი კლაინი, ცსს-ის დირექტორის მოადგილე 1962 წლიდან 1966 წლამდე, _ ამ მიზნით მემარჯვენეების გამოყენება ნორმალურია. თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ მათ არა პოლიტიკური, არამედ დაზვერვის მიზნებისთვის გამოიყენებთ”. მაგრამ ხელისუფლებისკენ მათ გზა გაუხსნეს არა იმიტომ, რომ იტალიელი მემარჯვენეების გავლენა ინფორმაციის შესაგროვებლად გამოეყენებინათ: კომუნისტებისგან დასაცავად ამერიკელებმა დააარსეს ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც “სავსე იყო კოლაბორაციონისტებით, მონარქისტებითა და ჩვეულებრივი ფაშისტებით”. ამ პარტიის წევრი ალჩიდე დე გასპერი გაამწესეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე, რომელიც 1945 წლიდან 1953 წლამდე რვა მინისტრთა კაბინეტს ედგა სათავეში. “სერიოზული წმენდა არ ჩაუტარებიათ, რის გამოც ფაშისტური ბიუროკრატია გადარჩა სიკვდილს”. პრემიერმინისტრი გასპერი შინაგან საქმეთა მინისტრ მარიო შელბასთან ერთად პერსონალურად კურატორობდა “ადრინდელ სამუშაოზე იმ პერსონალის აღდგენას, რომელიც ფაშისტური რეჟიმით იყო სახელგატეხილი”.

პრინცი ვალერიო ბორგეზე, რომელსაც შავ პრინცად მოიხსენიებდნენ, იყო ერთ-ერთი იმ ყბადაღებულ ფაშისტთაგანი, რომლებიც ამერიკელებმა გადაიბირეს. იგი ხელმძღვანელობდა სისხლიან ანტიკომუნისტურ ოპერაციას მუსოლინის დიქტატურის პერიოდში. ბორგეზე სათავეში ედგა სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომლებიც შეიქმნა 1941 წელს და აღიარებული იყო ნაცისტების უმაღლესი სარდლობის მიერ. ეს გაერთიანება, რომელიც 4000 ჯარისკაცს ითვლიდა, დახელოვნებული იყო იტალიელი კომუნისტების გამოვლენასა და მკვლელობაში. ომი მთავრდებოდა, როცა ბორგეზე ხელთ იგდეს პარტიზანებმა და დააპირეს მისი ჩამოხრჩობა, მაგრამ 1945 წლის 25 აპრილს ოკუპირებულ იტალიაში ამერიკის კონსულმა და ბორგეზეს ოჯახის ახლო მეგობარმა, ადმირალმა ელერ სტოუნმა დაავალა თავის თანამშრომელს, შემდგომში ცსს ფართოდ ცნობილ აგენტ ჯეიმს ანგლეტონს, გადაერჩინა ბორგეზე. ანგლეტონმა ბორგეზეს შეერთებული შტატების ჯარისკაცის უნიფორმა ჩააცვა და გაგზავნა რომში, სადაც მას ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო პასუხი უნდა ეგო სასამართლოს წინაშე. შეერთებული შტატების დახმარებით ბორგეზე გაამართლეს. ცსს აგენტმა ანგლეტონმაგანსაკუთრებულ დამსახურებათა გამოამერიკის არმიისგან მიიღო საპატიო ლეგიონის ორდენი და თავის კარიერაში ცსს კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის თანამდებობას მიაღწია. მას მოიხსენიებენ ამერიკის საკვანძო ფიგურად, რომელიც ომისშემდგომ პერიოდშისრულად აკონტროლებდა იტალიის მემარჯვენე ფრთას და ნეოფაშისტურ გასამხედროებულ ჯგუფებს”. მისი, როგორცცივი ომისთავგამოდებული მომხრის, კარიერა კანონზომიერად ვითარდებოდა, რადგან მუსოლინისა და ჰიტლერის განადგურების შემდეგ ჯიმ ანგლეტონისთვის მხოლოდ მტერი შეიცვალა, _ აღნიშნავდა მისი ბიოგრაფი, _ ნამგალი და ურო ჩაენაცვლა ფაშისტურ ჯვარს”.

“ძლიერი კომუნისტური პარტიის შეტევებით დასუსტებული იტალია” ვერ გახდა მსოფლიოში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ფარული და გამოუცხადებელი ომის პირველი ქვეყანა-სამიზნე. ცსს-ს ამოცანა მარტივი იყო: ხელი შეეშალა იტალიელი მემარცხენეებისთვის, გაემარჯვათ ომისშემდგომ საყოველთაო არჩევნებში 1948 წლის 16 აპრილს. პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს ეს საკითხი ძალიან აწუხებდა, რადგან ევროპაში უდიდესი კომუნისტური პარტია და იტალიის სოციალისტები არჩევნების წინ გაერთიანდნენ და შექმნეს სახალხო-დემოკრატიული ფრონტი (სდფ). ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს ფრონტი იტალიის პარლამენტში მოიპოვებდა უმრავლესობას, რადგან მუნიციპალურ არჩევნებში, რომლებიც წინ უსწრებდა ეროვნულ არჩევნებს, სახალხო-დემოკრატიულმა ფრონტმა თავისი ძალა მაქსიმალურად წარმოაჩინა და მეორე ადგილზე დატოვა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია (ქდპ). ამიტომ პოლიტიკური კონსულტაციების ბიურომ (პკბ), ცსს-ს საიდუმლო ოპერაციების განყოფილებამ, რომელმაც ფრენკ ვიზნერის ხელმძღვანელობით შექმნა საიდუმლო არმიები “გლადიო” დასავლეთ ევროპაში, 10 მილიონი დოლარი გამოუყო ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტიას. პარალელურად კომუნისტებისა და სოციალისტების წინააღმდეგ აამოქმედეს შავი პიარი. სხვა სიბინძურეებთან ერთად ცსს-მ გამოსცა ანონიმური პამფლეტები კომუნისტური პარტიის კანდიდატების პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე, თანაც, ბრალი დასდო ფაშისტურ, ანტიქრისტიანულ განწყობილებაში. ეს ტაქტიკა, რომელიც ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიისთვის კონტროლის გადაცემას ითვალისწინებდა და არა სრულ გამარჯვებას, წარმატებული გამოდგა. არჩევნების საფინალო ეტაპზე ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ 48 პროცენტით გაიმარჯვა და იტალიის პარლამენტში 307 ადგილი მიიღო, ხოლო სახალხო-დემოკრატიული ფრონტის კოალიციამ მოულოდნელად ხმების მხოლოდ 31 პროცენტი და 200 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა. მოსახლეობისა და მემარცხენეების პროტესტი დაუნდობელ წინააღმდეგობას წააწყდა, რომელსაც “დემონსტრაციებისას მსხვერპლის დიდი რაოდენობა მოჰყვა”.

აშშის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი ისეთი კმაყოფილი იყო შედეგით, რომ ფარული ოპერაციების მხურვალე მიმდევარი გახდა. საყოველთაო განხილვის საგნად ქცეულტრუმენის დოქტრინაში” (1947 წლის მარტი) იგი დაჟინებით მოითხოვდა, რომჩვენ უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერი მთავრობის ცნობაზე, რომელიც თავს მოახვია ნებისმიერ ქვეყანას უცხოეთის რომელიმე სახელმწიფომ”, ამით ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ეფუძნებასიმართლესა და სამართლიანობას: არავითარი კომპრომისი ბოროტებასთან!” იტალიის არჩევნებში გაიმარჯვა არა მხოლოდ აშშის მიერ მხარდაჭერილმა ქრისტიანულდემოკრატიულმა პარტიამ, არამედ, ამერიკელებისავე მცდელობით, საბერძნეთის მსგავსად, ქვეყანა სამოქალაქო ომის წინაშე დადგა. არჩევნებისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში იტალიის საზღვაო აკვატორიაში იმყოფებოდა ამერიკის სამხედრო ხომალდები და არც აშშის ჯარებს დაუტოვებია იტალიის ტერიტორია. ჯორჯ კენანი აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკური დაგეგმვის განყოფილების უფროსი, აშშის საგარეო პოლიტიკის ხანგრძლივვადიანი განვითარების პროგრამებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციას სთავაზობდა იტალიელი კომუნისტების გამარჯვების შემთხვევაში განეხორციელებინა ქვეყნის პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია. პრეზიდენტმა ფრანჩესკო კოსიგამგლადიოსმხილების შემდეგ დაადასტურა, რომ 1948 წლის არჩევნების მიმდინარეობისას ქრისტიანულდემოკრატიული პარტიის გასამხედროებული განყოფილება კომპარტიის გამარჯვების შემთხვევაში მზად იყო ინტერვენციის განსახორციელებლად. კოსიგა პირადად იყო გასამხედროებული რაზმის წევრი. “კბილებამდე ვიყავი შეიარაღებულ, და მხოლოდ მე არ ვიყავი ასეთი”. ქრისტიანულდემოკრატიული პარტიის შეიარაღებული ფორმირების წევრებს ჰქონდათ იარაღი, რომელიცნაყიდი იყო პარტიის საჭიროებისთვის მიღებული ფულით”.

მას შემდეგ, რაც იტალიის კომპარტია ქვეყნის მთავრობიდან მოიცილეს, 1949 წლის 4 აპრილს იტალიას ნება დართეს, გაერთიანებულიყო ახალშექმნილი ნატოს ერთ-ერთ დამფუძნებელ წევრად. რამდენიმე დღით ადრე, 1949 წლის 30 მარტს იტალიაში ცსს-სთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა პირველი ომისშემდგომი სამხედრო საიდუმლო სამსახური “სიფარი”, რომელიც თავდაცვის სამინისტროში განლაგდა, პირველ დირექტორად ჯოვანი კარლო დანიშნეს.

იტალიის პირველი რესპუბლიკის პერიოდში სიფარი იტალიის პოლიტიკური ცხოვრების მანიპულირებით იყო დაკავებული და თავისი ერთ-ერთი განყოფილების _ “ბიურო P”-ის საშუალებით ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ანტიკომუნისტურ საიდუმლო არმია “გლადიოს”. “ნატოში შესვლისა და სადაზვერვო პოტენციალის გაძლიერების ერთდროულობა იყო უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ დამთხვევა, _ სამართლიანად აღნიშნავდა სპეცსამსახურების საქმიანობის სპეციალისტი ფილიპ ვილანი, _ და სწორ წარმოდგენას გვიქმნის ომისშემდგომი იტალიური სპეცსამსახურების ძირითად მიზნებსა და მათ განზრახვაზე, ვინც ამ სამსახურების შესაქმნელად იღვწოდა”.

საიდუმლო სამსახური “სიფარი” იმთავითვე აწესრიგებდა მოძრაობას “გაძლიერებულად გასაიდუმლოებული ოქმის მიხედვით, რომელიც შეერთებული შტატების მიერ იყო შემუშავებული; ეს ოქმი ნიშნავდა რეალურად და სრულად იტალიის სუვერენიტეტზე უარის თქმას”. ამ დოკუმენტის თანახმად, რომელიც ნატოს გეგმებს უპასუხებდა, “სიფარის” ურთიერთობა აშშ-ში განლაგებული შტაბბინასთან ითვალისწინებდა დაზვერვის მიერ მოპოვებული მონაცემების ხელმისაწვდომობას და აშშ-ის გარანტირებული კონტროლის უფლებას. უფრო მეტიც, ასევე ითვალისწინებდა “სიფარის” თანამშრომლების შერჩევას, რომლებსაც ყველა შემთხვევაში უნდა მიეღოთ ცსს-ს ნებართვა სამსახურის დასაწყებად. სიფარიიყო იტალიის სამსახური, რომელიც ცსს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ან როგორც 1955-58 წლებში იტალიის თავდაცვის მინისტრი პაოლო ტავიანიგლადიოსსაქმის გამოძიებისას ამბობდა, “იტალიის სპეცსამსახურების სათავეში იდგნენ და აფინანსებდნენ ვია ვენეტოს ბიჭები, სხვა სიტყვებით, _ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, რომელიც რომის შუაგულში, ამერიკის საელჩოში იყო განლაგებული”.

იტალიის სენატორებს არ შეეძლოთ, არ შეემჩნიათ ცსს-ს დომინირებული პოზიცია, და ამიტომაც აღნიშნეს, რომ “გლადიოს” არმიები შექმნილი იყო ორი სპეცსამსახურის შეთანხმებით: პირველი, უაღრესად მნიშვნელოვანი, ამერიკისა იყო, მეორე, ნაკლებად გავლენიანი _ იტალიის”.

1951 წელს გენერალი უმბერტო ბროკოლი “სიფარის” დირექტორად დაინიშნა. იგი, როგორც “საიდუმლო კომიტეტის” წევრი, რეგულარულად ხვდებოდა ევროპის სამხრეთში იტალიის არმიის, ფლოტისა და საჰაერო ძალების, აგრეთვე, ცსს-ისა და ნატოს სარდლობის წარმომადგენლებს. “სიფარს” იტალიის სტაბილურობა უნდა უზრუნველეყო, რადგან ნატოს ეშინოდა ამ ქვეყნის ძლიერი კომუნისტური პარტიის. “გლადიოს” არმიები ამ დაპირისპირების ცენტრალური ელემენტი იყო. 1951 წლის 8 ოქტომბერს ბროკოლიმ მისწერა იტალიის თავდაცვის მინისტრ ეფიზიო მარასს დიდ ბრიტანეთში “გლადიატორების” მომზადებისა და იარაღითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით ცსს-ს მიერ მათი მომარაგების შესახებ. წერილში ბროკოლი აღნიშნავდა, რომ ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურმა შესთავაზა “გლადიოს” საიდუმლო ქვედანაყოფების ოფიცრების მომზადება იმ პირობით, თუ იტალია იარაღს დიდი ბრიტანეთისგან შეიძენდა. ამასთანავე, ცსს-მ შესთავაზა, რომ იარაღით უფასოდ მოამარაგებდა, მაგრამ მას (ცსს-ს) არ ჰქონდა სწავლების ის გამოცდილება, რომელსაც ბრიტანელები ფლობდნენ. იტალიელებმა გადაწყვიტეს, ორივე მხარისგან საუკეთესო შეთავაზება აერჩიათ: “გლადიო-სიფარის” ოფიცრები სასწავლებლად ბრიტანეთის სპეციალური მომზადების პრესტიჟულ სკოლაში გაგზავნეს, იარაღი კი შეერთებული შტატებიდან მიიღეს.

1953 წელს ბრიტანელები მიხვდნენ, რომ გააცურეს და საყვედური უთხრეს მუსკოს, რომელმაც ბროკოლი შეცვალა “სიფარის” ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ნატოს ანტიკომუნისტური პოლიტიკისთვის ხელშესაწყობად “სიფარის” წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობდნენ ნატოს საკომანდო ცენტრის საიდუმლო თათბირებში…

გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე იტალიის პრეზიდენტმა კოსიგამ დიდ სატელევიზიო ინტერვიუში განმარტა, რომ იმით შეშფოთებულმა, რაც შეიძლება დამართოდა ევროპას საბჭოთა კავშირისშემოჭრისშემთხვევაში, 1951 წელს იტალიაში შექმნაგლადიოსსაიდუმლო არმიები. “გადაწყვეტილი იყო, რომ სამი ქვეყანა _ აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი _ იქნებოდა მუდმივი წევრები ამ ორგანიზაციის, დანარჩენები კი _ მისი ასოცირებული წევრები. ესენი იყო დანია, ნორვეგია, ჰოლანდია, ბელგია, ლუქსემბურგი, საბერძნეთი და თურქეთი”, _ განაცხადა მან და დაიმოწმა ნატოსთან დაკავშირებული “გლადიოს” საკომანდო ცენტრი. “იტალიას ორგანიზაციის ასოცირებული წევრობა შესთავაზეს. იტალიამ უარი თქვა ამ წინადადებაზე და მუდმივი წევრობა მოითხოვა, მაგრამ იმ მომენტისთვის გარკვეული პასუხი ვერ მიიღო. 1956 წელს ორგანიზაციას გერმანია შეუერთდა”.

პრეზიდენტი ამ ოპერაციების მოწყობის დროს განსაკუთრებული საიდუმლოების დაცვას მოითხოვდა. ასეთი იყო ნატოს სტანდარტული პოლიტიკა _ უარეყოთ ყველაფერი, რისი გასაიდუმლოებაც გადაწყვეტილი ჰქონდათ”.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სრულიად გასაიდუმლოებულ დოკუმენტში, რომელსაც ტრუმენმა 1950 წლის 21 აპრილს მოაწერა ხელი, პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ იტალია ამერიკული უსაფრთხოების საკვანძო ქვეყანაა, და ამიტომ “აშშ-მა უნდა გამოიყენოს მთელი თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური და, თუ საჭირო იქნება, საბრძოლო ძლიერება” იმისთვის, რომ შეაჩეროს იტალიის კომუნისტური პარტიის საქმიანობა. “იმ შემთხვევაში, თუ კომუნისტები ხელისუფლებაში მოვლენ კანონიერი გზით, ან იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ვერ შეძლებს იყოს ძლიერი ოპოზიცია საშინაო თუ უცხოეთის კომუნისტური საფრთხის მიმართ, აშშ მზად უნდა იყოს, განახორციელოს კონტრზომები”, აგრეთვე, მაშინაც, თუ “იტალიის ცალკეული რაიონები კომუნისტების კონტროლს დაექვემდებარება შეიარაღებული აჯანყების შედეგად”.

იტალიის არჩევნების მიმართ აშშ-ის საომარი დაგეგმვა პირველ ეტაპზე ითვალისწინებდა “ხმელთაშუა ზღვის ზონაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას. მეორე ეტაპზე აშშ-ის ძალები შევლენ იტალიაში “იტალიის მთავრობის თხოვნით, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონსულტაციას გაივლიან დიდ ბრიტანეთთან და ნატოს წევრ სხვა ქვეყნებთან”. ჯარების შეყვანა განხორციელდებოდა მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებულ ზონებში, ძალის დემონსტრაციის მიზნით”, ბოლოს, მესამე ეტაპზე, “განგაშის სიგნალის” მიცემისთანავე “შეიარაღებული ძალები საკმარისი რაოდენობით… უნდა გადასხდნენ სიცილიაში ან სარდინიაში, ან ორივე რეგიონში ერთდროულად” იმისთვის, რათა “დაიკავონ ტერიტორია, კომუნისტური წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებამდე”.

ვაშინგტონის შიში გაძლიერდა მას შემდეგ, რაც არჩევნების დღეს, 1953 წლის ივნისში, ცსს მიერ განხორციელებული საიდუმლო ოპერაციების მიუხედავად, აშშის მიერ მხარდაჭერილმა ქრისტიანულდემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტში 43 ადგილი დაკარგა. სოციალისტებისა და კომუნისტების კოალიციამ კი პარლამენტში ხმათა 38 პროცენტით განიმტკიცა პოზიცია.

ცსს-მ გაააქტიურა თავისი საიდუმლო ქმედება, რადგან “ჰქონდა შეშფოთების მიზეზი: თუ 1948_1953 წლების არჩევნების ტენდენცია გაგრძელდება… გაერთიანებული კომუნისტებისა და სოციალისტებისთვის მიცემული ხმების რაოდენობა იმატებს და კომუნისტები იტალიაში უმსხვილეს პოლიტიკურ ძალად იქცევა”, _ ასე პროგნოზირებდა უილიამ კოლბი, პრეზიდენტ ნიქსონისდროინდელი ცსს-ს დირექტორი.

უწინარეს ყოვლისა, საჭირო იყო “სიფარის” ხელმძღვანელად უფრო აგრესიული ლიდერის დასმა. 1955 წელს იტალიაში ჩავიდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მაღალი თანამდებობის თანამშრომელი, ცსს-ს მოქმედი დირექტორის ალენ დალესის უახლოესი თანამებრძოლი კარმელ ოფი და შეერთებული შტატების საელჩოში ცსს-ს რეზიდენტურის უფროს ჯერი მილერთან ერთად მომხიბლავ ამერიკელ ქალბატონ კლერ ბუტ ლუისს დაავალა, “ემუშავა” იტალიის თავდაცვის მინისტრ პაოლო ემილიო ტავიანისთან გენერალ ჯოვანი დე ლორენცოს დასაწინაურებლად. და 1956 წელს გენერალი დე ლორენცო, ვაშინგტონისკაცი”, მტკიცე ანტიკომუნისტი, სათავეში ჩაუდგასიფარსდა მის საიდუმლო არმიაგლადიოს”.

ულვაშები, სათვალეები, მკაცრი მხედრული გამართულობა დე ლორენცოს ძველი სკოლის ტიპიურ გენერლად წარმოაჩენდა. 1956 წლის 26 ნოემბრის ზესაიდუმლო დოკუმენტით, რომელსაც მან ხელი მოაწერა, გენერალმა დაადასტურა ძველი ხელშეკრულებების არსებობა ცსსსა დასიფარსშორის და ხაზი გაუსვა, რომ ოპერაციაგლადიოკარგად ვითარდებოდა. დოკუმენტი შეიცავდა უკიდურესად მნიშვნელოვან და დელიკატურ ინფორმაციას, რომელიც დამალეს მაშინ, როცა იტალიის სენატი განახორციელებდა საპარლამენტო გამოძიებას. “1956 წლის შეთანხმება “სიფარსა” და ცსს-ს შორის საიდუმლო არმიების ორგანიზაციების შესახებ, არ შეიძლება, ჯერჯერობით მაინც, გასაჯაროვდეს, რადგან ეს ორმხრივი შეთანხმებაა, რომელიც “სრულიად საიდუმლო კატეგორიას გენეკუთვნება”, _ განმარტა “სიფარის” მოქმედმა უფროსმა, ადმირალმა ფულვიო მარტინიმ, _ დოკუმენტის განსაიდუმლოებისთვის, როგორც 1990 წლის 13 დეკემბერს მე უკვე ვთქვი, აუცილებელი იყო შეთანხმება, რადგან მასში ჩართული იყო სხვა მხარეებიც”.

“სიფარის” უმნიშვნელოვანეს პროექტებში დირექტორი დე ლორენცო საიდუმლო არმიის ახალ შტაბ-ბინებსაც განიხილავდა, რომელთა ასაშენებლად ცსს-მ 300 მილიონი ლირა გამოჰყო. “სიფარი” და ცსს შეთანხმდნენ, რომ “გლადიოს” ცენტრი გასაიდუმლოებისა და ფუნქციური სპეციფიკიდან გამომდინარე მატერიკზე კი არ უნდა აგებულიყო, არამედ ხმელთაშუაზღვის ერთ-ერთ დიდ კუნძულზე. არჩევანი სარდინიაზე შეჩერდა, სადაც ამ მიზნით მიწა შეისყიდეს. “სიფარის” პოლკოვნიკ რენცო როკას, რომელიც “ბიურო P”-ს ხელმძღვანელობდა და “გლადიოზე” იყო პასუხისმგებელი, დაევალა გაეკონტროლებინა ახალი ბაზის მშენებლობა, სადაც ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტები შეაიარაღებდნენ და გაწვრთნიდნენ საიდუმლო რაზმებს.

გლადიოსშტაბბინა განლაგებული იყო სოფელ ალგეროს მახლობლად, კაპო მარარგუიში. მაღალი კედლების, ელექტრონული ღობეების მიღმა მოაწყვეს პატარა ყურე, გათხარეს მიწისქვეშა ბუნკერები, დაამონტაჟეს ძლიერი რადიოგადამცემი დანადგარები, გაიყვანეს მიწისქვეშა გვირაბები მყვინთავიმზვერავებისთვის, დააგეს თვითმფრინავების ასაფრენი ზოლები და ვერტმფრენების მოედნები. ააშენეს რამდენიმე ნაგებობა სროლაში სავარჯიშოდ და ასაფეთქებელი მოწყობილებების გამოყენების ასათვისებლად. აქვე ტარდებოდა ლექციები.

“კაპო მარარგუიში პირველად 1959 წელს მოვხვდი”, _ იხსენებდა “გლადიატორი” ენიო კოლე საიდუმლო არმიების მხილების შემდეგ. 1990 წლის 27 ნოემბერს კოლემ მიიღო ინფორმაციისა და სამხედრო უშიშროების სამსახურის დირექტორის წერილი, აუწყებდნენ, რომ “საიდუმლო ქვედანაყოფების სტრუქტურა, რომლებსაც მტრის ზურგში უნდა ემოქმედა, ლიკვიდირებული იყო”. “გლადიატორ” კოლეს თქმით, საიდუმლო ნაწილის წევრებს წარმოდგენა არ ჰქონდათ საერთაშორისო მასშტაბების საქმიანობაზე, რომელსაც ეს ორგანიზაცია განახორციელებდა. არც ის იცოდნენ, სად ტარდებოდა მათი წვრთნა: “მე არ ვიცოდი, სად ვიმყოფებოდი, რადგან გადავყადით ჩამუქებულილუმინატორებიანი თვითმფრინავებით”.

იტალიური “გლადიოს” ბაზის _ CAG-ის ინსტრუქტორმა დეციმო გარაუმ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ იტალიელი “გლადიატორები” “ჩამოჰყავდათ შენიღბული თვითმფრინავებით, მათ ხვდებოდა გრიმწასმული ინსტრუქტორი. “ახალწვეულებს” აბინავებდნენ ყაზარმებში და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდნენ ვარჯიშს”.

“მარტივად რომ ვთქვა, ჩემი საქმე იყო, არ დამეშვა იტალიის ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლა 1958 წლის არჩევნების შედეგად”, _ განმარტავდა ცსს-ს აგენტი უილიამ კოლბი თავის მემუარებში. 1953 წლის შემოდგომაზე იგი ჩავიდა რომში და დაიწყო მუშაობა ცსს-ს რეზიდენტურის უფროსის _ ჯერი მილერის ხელმძღვანელობით.

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here