Home რუბრიკები პოლიტიკა The Daily Telegraph: თემთა პალატამ ტერეზა მეის კარტ-ბლანში მისცა “ბრექსიტის” განსახორციელებლად

The Daily Telegraph: თემთა პალატამ ტერეზა მეის კარტ-ბლანში მისცა “ბრექსიტის” განსახორციელებლად

497

ასე აფასებს “ზე დეილი ტელეგრაფი” 9 დეკემბრის გამოშვებაში თემთა პალატაში გამართული კენჭისყრის შედეგებს. 448 დეპუტატმა ხმა მისცა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლის წინასწარი შეთანხმების პროცესი 2017 წლის მარტში ოფიციალურად უნდა დაიწყოს.

წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 75 წევრმა.

ამ კენჭისყრამდე ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ ლეიბორისტული პარტიის წევრები, რომელთა შორის ბევრია ისეთი, ვინც ევროკავშირში დარჩენის მომხრეა, აღნიშნული წინადადების წინააღმდეგ გამოვიდოდა, მაგრამ ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ 20 ლეიბორისტმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ “ბრექსიტი” მიგრანტების რაოდენობას ყოველწლიურად 150 ათასი ადამიანით შეამცირებს, მაგრამ, ამასთანავე, ნეგატიურად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ევროპიდან მიგრაციის შემცირებით 2030 წლისთვის დაბალშემოსავლიანი მუშაკების საშუალო ხელფასი 0,5 პროცენტით გაიზრდება, მაგრამ მშპ ერთ სულ მოსახლეზე მოსალოდნელთან შედარებით 5,4 პროცენტით შემცირდება.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here