Home რუბრიკები საზოგადოება Deutsche Welle: ისლამოფობია ევროპაში

Deutsche Welle: ისლამოფობია ევროპაში

614

გერმანიის მოქალაქეები დარწმუნებულნი არიან, რომ მუსლიმთა რაოდენობამ ქვეყანაში 21 პროცენტს მიაღწია, მაშინ, როცა მათი რაოდენობა მოსახლეობის 5 პროცენტს ოდნავ აჭარბებს. ასეთია Spsos-ის კვლევის შედეგები. ანალოგიური ვითარებაა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, სადაც გადაჭარბებით აფასებენ მაჰმადიანთა შემოჯარვას. სხვებზე მეტად ეს საფრანგეთს ეხება.

 

ფრანგები მიიჩნევენ, რომ მუსლიმთა წილი მათ ქვეყანაში 31 პროცენტია, სინამდვილეში კი მხოლოდ 7,5-ია.

Spsos-ის მონაცემებით, რუსეთში მაჰმადიანთა რაოდენობა 10 პროცენტია. მაგრამ რუსებს მიაჩნიათ, რომ მოსახლეობის საერთო რაოდენობის თითქმის მეოთხედი ისინი არიან.

2011 წლიდან მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობამ 1,2 მილიონით მოიმატა.

ამ მონაცემებს აქვეყნებს მიგრაციისა და ლტოლვილების საქმეთა ფედერალური უწყება.

2015 წლის 31 დეკემბრისთვის გფრ-ში 4,4-დან 4,7 მილიონამდე მაჰმადიანი ცხოვრობდა, ანუ მოსახლეობის საერთო რაოდენობის 5,4-დან 5,7 პროცენტამდე.

ამასთანავე, 2008 წლიდან თურქული წარმოშობის მუსლიმთა რაოდენობა გერმანიაში 68 პროცენტიდან 51 პროცენტამდე შემცირდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here