Home რუბრიკები ისტორია სექსები _ ბუჩქებში, კვერცხები _ მუჭებში, ნაგვები _ ქუჩებში, ლარები _ ბღუჯებში...

სექსები _ ბუჩქებში, კვერცხები _ მუჭებში, ნაგვები _ ქუჩებში, ლარები _ ბღუჯებში ანუ გაჟრიალებული საქართველო _ 2016

3064

მართალია, 2017 წელი ახლოვდება და ეს 2016 წლის ბოლო ნომერია, ანუ, წესით, უნდა დამეწყო იანვრიდან და დეკემბრამდე მომხდარი მოვლენები მიმომეხილა, მაგრამ მხოლოდ გასულ კვირაში ისეთი ამბები მოხდა საქართველოში, რომ მთელ წელსაც გადასარევად ასახავს და ათწლეულსაც. უფრო ზუსტად, გასული კვირა ნათლად ასახავს იმ ყოველივეს, რაც ჩვენს ბედკრულ სამშობლოში იმ შავბნელი და საშინელი საბჭოეთის დაშლის შემდეგ ხდება და იმასაც, სად ამოვყავით თავი კომუნისტების კლანჭებიდან თავდაღწეულმადამოუკიდებელმაქართველებმა.

შეუძლებელია, ორი აზრი არსებობდეს, რომ საბჭოეთში საზოგადოება მართლაც იყო დამუხრუჭებული და ინდივიდუალური განვითარების შემზღუდველი, მაგრამ მგონია, რომ მისი დაშლით ასეთი ტრაგიკომიკური შედეგის დადგომას არავინ ელოდა, თორემ, ალბათ, ისევ ის “ტორმუზი” ერჩივნა აბსოლუტურ უმრავლესობას, ვიდრე ეს აშვება და აღვირახსნილობა.

ათწლეულების ამსახველ გასულ კვირაზე ვისაუბრე და მოდით, დავაკონკრეტოთ _ გასულ კვირაში ოთხი ისეთი ფაქტი და ამბავი მოხდა, ზუსტად რომ ასახავს, რომელი მიმართულებით როგორი დეგრადაცია განვიცადეთ და რა დონეზე დავეცით ბოლო წლების განმავლობაში, როგორც სახელმწიფო და როგორც საზოგადოება.

ბოლოდან დავიწყებ და, ყველაზე მეტად რაც მეტყველებს ქართველების ზნეობრივმენტალურ შეუქცევად დეგრადაციაზე, ეს ინტიმურ თემებზე, სექსსა და მისთანებზე თავაშვებული, საჯარო, საყოველთაო ტლიკინია. დიახ, ტლიკინი და არა საუბარი, რადგან ამას ნამდვილად ვერ უწოდებ ან საგანმანათლებლო, ან შემეცნებით, ან რაიმე ამგვარ საუბარს, რომელიც, მართლაც, აუცილებელია საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით _ მოზარდი თაობისთვის. გასული კვირის ბოლოს ამის ნიმუში იყო ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “დღის შოუს” ვინმე სრულიად გონდაკარგული სტუმარი ქალის უტიფარი ენის ტარტარი, რომ თურმე საქართველოში ყველა ქალს აქვს სექსი ბუჩქებში, უბრალოდ, ამის გამხელისა ერიდებათ, ეშინიათ და დაკომპლექსებულები და დათრგუნულები არიან. ეს სტუმარი თავგამოდებით უმტკიცებდა გადაცემა “დღის შოუს” წამყვან ქალებს იმასაც, რომ, ამ ქვეყანაში რომ არ გამოჩენილიყვნენ მისნაირი მებრძოლი ქალები, მაშინ ეს წამყვანები, ახლა სტუდიაში კი არა, “კუხნაში” ისხდებოდნენ და თავს ვერ გამოყოფდნენ გარეთ.

პირველ რიგში, სწორედ მას მინდა ვუპასუხო _ ბებიაჩემი მარგალიტა 16 წლის იყო, მუშაობა რომ დაიწყო და, სანამ დამსახურებულ პენსიაზე გავიდოდა, ერთი დღეც არ გაუცდენია სამსახური, მით უმეტეს, გურიის მაღალმთიან სოფელში ცხოვრობდა და არა მგონია, ამ “გლეხის ქალის” ასეთი თავისუფალი და საზოგადოებრივად აქტიური ცხოვრება “დღის შოუს” სტუმარი ამ სრულიად რეგვენი და ცანცარა დედაკაცის დამსახურება ყოფილიყო.

მეორეც _ ვერ გავიგე, რატომ უნდა ჰქონდეს ყველა ქალს სექსი ბუჩქებში? რა, ამ ქვეყანაში ოთახი, საწოლი და ზეწარი აღარ იშოვება? თუ რატომ უნდა გავარდეს გინდ ქალი და გინდ მამაკაცი მაგ საქმისთვის ბუჩქებში, ტყეში, ღრეში, ხრამში და უფსკრულში?!

კარგი, შეიძლება საზოგადოების რაღაც ნაწილი იყოს ამ ე.წ. ექსტრემალური სექსის მომხრე და მისდევდეს “სპორტის” ამ სახეობას, მაგრამ ეს ვიღაც ტუტუცი დედაკაცი რატომ და რის საფუძველზე გვიმტკიცებს, რომ ყველანი ასეთები ვართ?!

საზოგადოდ, რა ახირებაა ეს, რომ სიტყვა “ყველას” ასე “უპრაგონოდ” იყენებენ სხვადასხვა კონტექსტში და, თუკი ვინმეს რამე უზნეო დაავადება აწუხებს ან გარკვეულ ამორალურ საქციელს ჩაიდენს, იმწამს თავის გასამართლებელ “არგუმენტად” ეგ აქვს ხოლმე _ ამას ყველა ასე აკეთებს, უბრალოდ, თქვენ, ყველანი, შებოჭილები და კომპლექსიანები ხართ და მალავთ, მე კი ძალიან თავისუფალი ვარ და ხმამაღლა ვთქვიო.

ან სულაც, რატომ არის ასე “მოდური” საკუთარი, გინდაც ბინძური და გინდაც ახალგარეცხილი, საცვლების ფრიალი? რატომ ფუთავენ სექსუალურ თავგადასავლებზე საჯაროდ ტლიკინს იმით, რომ ამით ყველა ადამიანია დაკავებული და აქ სამარცხვინო არაფერია? რა შუაშია აქ სითამამე და გულახდილობა? ადამიანი, სექსის გარდა, სხვა რამესაც აკეთებს სხვისი თვალისგან მოფარებულად. მაგრამ უნდა გამოვიდეთ და ყველამ საჯაროდ მოვყვეთ, როგორ მოვშარდეთ, როგორ მოვისაქმეთ და როგორ დავკავდით ონანიზმით?

თქვენი არ ვიცი და ჩემთვის ყოველივე ეს, თავისუფლება დაგამოსულობაკი არა, სწორედაც ყველაზე დიდი ქაჯობა, გოიმობა, სიბნელე და დროში ჩარჩენილი ველურობაა. ცივილიზაციამ ადამიანებს ჩაცმა ასწავლა, თორემ ადამიანი გახდილი და ტიტველი ოდითგანვე დარბოდა.

გახდის თემას მოჰყვება სწორედ მომდევნო პასაჟი, რომელიც ასევე კარგად ახასიათებს საქართველოს გასულ ათწლეულებს და მისი ლოგიკური შედეგიცაა. ეს არის სრულიად ტიტველი ტიპი სვანური კოშკების ფონზე, რომელსაც თავისი კვერცხები მუჭში აქვს ჩაბღუჯული და მეორე ხელით, ალბათ, არც კი აქვს გაცნობიერებული, ისე გამოსახავს სატანისტურ ჟესტს სვანური კოშკების ფონზე.

კითხვა აქაც ბევრი ჩნდება _ ჯერ, ფსიქიკურად ნორმალურ და გაწონასწორებულ ზრდასრულ ადამიანს რატომ უნდა მოუნდეს ფოტოს გადაღება დედიშობილა? მეორეც, თუკი მაინცდამაინც უამისობა არ გამოდის, რაღა მუჭით ბღუჯავ, შე ოჯახაშენებულო, აკი ადამმა და ევამაც კი მოიფიქრეს ფოთლის აფარება? და ერთიც _ კარგი და, ვერც ფოთლის აფარება მოიფიქრე და დედიშობილა ფოტოც რატომღაც გადაიღე ამხელა მუტრუკმა, მაგრამ მისიფეისბუქზეატვირთა და საჯაროდ გამოფენა რაღა გართობაა?!

სხვათა შორის, ასევე გაუგებარი გართობაა ჩემთვის იმ ვიდეოს ატვირთვაც, რომელშიც ქართველი მორაგბე, წარმოშობით სვანი, ბოდიშს ახდევინებს ამ ტიტლიკანა მამაკაცს სვანური კოშკების ფონზე მუჭში ჩაწყობილი კვერცხებით დედიშობილა ფოტოს გადაღების გამო.

არა, გასაგებია, რომ შეურაცხყოფილი დარჩი, მიხვედი, ნახე, დაელაპარაკე, შეიგნო და ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ ამის ასე, “ისლამური სახელმწიფოსმეომარივით, ვიდეოფირზე აღბეჭდვა და სახალხოდ გამოფენა რაღა საჭირო იყო?!

თუ მაინცდამაინც, ისე მაინც გექნა, რომ მხოლოდ ის “მუჭკვერცხიანი” ტიპი დაგესვა კადრში და მისი ბოდიშის მოხდა გადაგეღო… მე, ამან და ამან, მოვახდევინეთ ბოდიში და დაინახეთ, რა მაგარი ვარო _ აი, ეს ნამდვილად არ მესმის.

თავისთავად არც ის მესმის, მერე ამ “მუჭკევრცხიანს” ძალიან “პრადვინუტმა” ქართველებმა სოლიდარობა რომ გამოუცხადეს და ერთი საყოველთაოდ ცნობილი ქაჯი მსახიობი გოგონა რომ გვემუქრებოდა, გინდათ თუ არა, მეც გავიხდი და სახალხოდ გამოვფენო. არც ის მესმის, მერე მას მუქარები რომ შეუთვალეს ორალური სექსისა და კურღელივით მისექსვის შინაარსით

ბევრი რამ არ მესმის არც მე და, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდ ნაწილსაც იმისა, რაც ჩვენს ქვეყანაში 2016 წელს მოხდა და, საზოგადოდ, 1990 წლიდან ხდება. მაგალითად, როგორ გინდა გაიგო ისმოდა”, რომ მთელი 2016 წლის განმავლობაში ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ ან ამით იმუქრებოდნენ ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც მანამდე მთელი 9 წლის განმავლობაში ქუჩაში გამოსულ ასიათასობით ადამიანსქაჯებს”, “ბნელებს”, “დაბოღმილებსუწოდებდნენ და ამბობდნენ, ქუჩაში გავარდნა და პროტესტის ასე გამოხატვა არაცივილური, არასწორი და ძალიან მიუღებელი ხერხია ჩვენთვის, თუ ვინმეს რაიმეს გაპროტესტება უნდა, აგერ მედიასივრცე, აგერ პარლამენტი და საკრებულოები და გააპროტესტოსო!

ახლა კი სწორედ ეს “ცივილურები”, რადგან პირადად მათ შეეხო სხვადასხვა პრობლემა, უკვე ან ცნობილი “ქუჩის ლიდერები” არიან, ან აქეთ ძალუმად იქაჩებიან. თან საქმე ისე კომიკურია, რომ პოლიციის უგვანო საქციელს აპროტესტებს ის, ვინც თვითონ 9 წლის განმავლობაში იყო პოლიციელი და კბილებით იცავდა იმ ხელისუფლებას, რომელიც ქუჩა-ქუჩა ცხრილავდა “კანონის დამრღვევებს”. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ებრძვის ის, ვინც თვითონ ნიღაბაფარებული შერბოდა ტელევიზიაში და ჟურნალისტებს წიხლებით, ხელკეტებითა და ავტომატის კონდახით უმასპინძლდებოდა.

ქუჩაში, ყინვაში დგომისა და სამსახურებიდან უსამართლოდ გაგდებულთა დასაცავად შეუპოვარი ბრძოლისკენ მოუწოდებს ადამიანი, რომელიც ხუთიოდე წლის წინათ თვითონ დასცინოდა სამსახურებიდან უსამართლოდ გაგდებულებს და მათარაპროფეისონალებს” “ზარმაცებსადადაბოღმილებსუწოდებდა

დამეთანხმებით, ქუჩაში ასეთ ნაგვის მომრავლებას ვერც ქალაქის დასუფთავების სამსახური უშველის და ეს სწორედ ის ნაგავია, რომელიც ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ნაგავზე მეტად აბინძურებს ქალაქსაც და ქვეყანასაც.

თანაც ასეთი ტიპის ნაგვებს წარსული საქციელისთვის ბოდიშის მოხდაც არ სურთ, ისე უნდათ “ქუჩის ლიდერის” პოზიციის დაკავება. სიმართლე გითხრათ, სულაც არ ვარ წინააღმდეგი ასეთი ნაგვების ქუჩაში ყოფნისა და იმის დანახვისა, რამდენ და როგორ ადამიანებს აქვთ სურვილი მათი “ქუჩის ლიდერი” ნაგავი იყოს. თუმცა საქმე ის არის, რომ საბოლოოდ ნაგვები სახლში მიდიან ხოლმე ცხელი ჩაის დასალევად, “კერპთაყვანისმცემელიბრბო კი ისევ ქუჩაში რჩება და ჰგონია, “გმირულ თავგანწირვასსჩადის, ვიდრე არ მიხვდება, როგორ გააპამპულეს.

ამის მიხვედრის შემდეგ, ალბათ, ან სიცივისგან, ან სირცხვილისგან გააჟრიალებს და ისიც სახლში წავა. ასეთებიც არაერთი უნახავს ჩვენს ბედკრულ ქვეყანას არა მხოლოდ 2016 წლის, არამედ ბოლო 30 წლის განმავლობაში.

თუმცა, იმ დონის გაჟრიალებული, როგორიც აგერ, 2016 წლის მიწურულს ვნახეთ, მართლაც ძნელი საპოვნელია. ამის ანალოგს ვერც გამსახურდიას, ვერც შევარდნაძის, ვერც სააკაშვილის მთავრობაში წააწყდებოდით და აგერ, ივანიშვილის მთავრობამ ამაშიც რეკორდი დაამყარა.

“ლეგენდარული” ხადურის შემცვლელმა ისეთები ილაპარაკა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ხალხს “ხადურის ციკანი” აშკარად დიდი ხნით დაავიწყა. მგონი, სვანეთში უკვე გაემგზავრა სპეციალური ექსპედიცია ბღუჯა-ბღუჯა ლარებით მორბენალი სვანი ქალის აღმოსაჩენად. ქუმსიშვილმა კი თვითონ აღიარა, _ მაჟრიალებსო! გაგაჟრიალებს კაცს, აბა, რა იქნება, როდესაც 1 დოლარის შესაძენად უკვე მართლა რამდენიმე ბღუჯა ლარია საჭირო. მიუხედავად იმისა, რომოცნებისხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ჯერ არ უღიარებიათ, _ ჩვენც გვაჟრიალებსო, ეჭვი გვაქვს, ჟრიალის ეპიდემია ყველა მათგანს ნელნელა ედება და მალე საყოველთაო ჟრიალის მომსწრენი გავხდებით. აკი, ბატონი ქუმსიშვილი ლარის სასტიკ გაუფასურებასაც ჩვენ, მოსახლეობას ისევე უტიფრად გვაბრალებს, როგორც მავან სვან ქალს დააბრალა ბღუჯაბღუჯა ლარებით სიარბილი.

თურმე ჩვენ, მოქალაქეები, სრულიად გაუმართლებლად მივსეულვართ და ამ საახალწლოდ იმდენი დოლარები გვიყიდია, რომ ლარის კურსი საბოლოოდ დაგვიქცევია და დაგვიღუპია. აბა! რა ვართ, კაცო, ამისთანა ჯიუტი და მოუთვინიერებელი, შეუგნებელი და გაუგებარი ეს უბრალო მოქალაქეები?!

ხალხო, შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ _ ნუ გამოვარდებით ხოლმე ქუჩაში მაგ თქვენი ბღუჯაბღუჯა ლარებით და ნუ მიესევით და ნუ ყიდულობთ მილიონობით დოლარს! ნელნელა მაინც ქენით _ ჯერ ასე ორმოცდაათი ან ასი ათასი იყიდეთ, მერე ასწიეთ დაახლოებით ნახევარ მილიონამდე, მერე _ ჰაჰა მილიონი და გეყოფათ! ერთბაშად 5-6 მილიონ დოლარს რომ ყიდულობთ თითოეული თქვენგანი, ხომ უნდა დაფიქრდეთ, ამით რამხელა თავსატეხს უჩენთ ჩვენს მზრუნველ მთავრობას და, საზოგადოდ, ხელისუფლებას?! რამდენჯერ უნდა მოგიწოდოთ ამ ჩვენმაძალიან მაგარმა ფინანსისტმაქუმსიშვილმა, _ ნუ ღუპავთ ქვეყნის ეკონომიკას თქვენი ასეთი ღორობით და დოლარების ასეთი სიყვარულითო?! სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს! იკმარეთ ეგ ჩაბღუჯული ლარები და პატივი ეცით ეროვნულ ვალუტას!

მოკლედ, არა მხოლოდ 2016 წელი, არამედ მთელი ჩვენიდამოუკიდებლობის” 26-წლიანი ისტორია შეიძლება შეჯამდეს სწორედ ამ ოთხი ფაქტითა თუ მოვლენით:

* “სექსები ბუჩქებში”, ანულიბერასტფემინისტკებისგანუზომელი აქტივობა და, ფაქტობრივად, ყველა სფეროში უდიდესი გავლენის მოპოვება;

* “კვერცხები მუჭებში”, ანუ მამაკაცთა ფუნქციის, მამაკაცური თავმოყვარეობის, სამშობლოს დაცვის გრძნობის დაჩლუნგება, მამაკაცის გაქალაჩუნების პროცესის ღრმა ფაზაში გადასვლის სიმბოლო;

* “ნაგვები ქუჩებში”, ანუ პროტესტის, როგორც მოვლენისგაბანძება”. სულით მებრძოლი ადამიანის ხატის დაკნინება. ყოველგვარ არაადამიანურსა და უსამართლობასთან შეუგუებლობის ფენომენის სრული გაუფასურება;

* “ლარები ბღუჯებში” _ ეროვნული ეკონომიკის საბოლოო კრახი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრიობის განადგურება. რომელიმედიდ ძმაზე”, “სტრატეგიულ მეგობარზე” 100 პროცენტით ჩამოკიდება და დამოუკიდებლობის იდეის მოსპობა.

აი, ასეთია დღეს უკვე საბოლოოდ გაბრწყინებული… არა _ “გაჟრიალებული” საქართველო…

და, სამწუხაროდ, კვლავაც აქტუალური რჩება საუკუნის წინანდელი რიტორიკული საახალწლო შეკითხვა ბრძენი ქართველისა _ რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ეჰ, მართლაც რა გითხრათ რით გაგახაროთ! ყველაფერი ითქვა, მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდაო, თორემ თქვი და წერე რამდენიც გინდა. შედეგი სახეზეა სამწუხაროდ. ამდენი უზნეო და გამყიდველი არ ახსოვს საქართველოს ისტორიას.

  2. თემატიკა ბევრი საძებნი არაა, არც ხელისუფლებაში დაგჭირდება სანთლით არაკომპენტენტურის ძებნა, ამიტომ უნდა ველოდოთ ახალ სიბრიყვეთა ფრქვევას პრადვინუტ-ხელისუფალთაგან

  3. დღეს დიდი ბელადის და ხალხის მამის, დიდი სტალინის დაბადების დღეა! ვულოცავ ყველა სტალინის მომხრეს და აქვე ვამბობ, მხოლოდ სტალინისეული პოლიტიკა და სახემწიფო მშენებლობის გამოცდილება გვიშველის. სისტემა შეიცვალოს და დავბრუნდეთ ჩვენს ქართულ ჩარჩოებში. ასე არ შეიძლება, ვისაც რა დაესიზმრება ის იყვიროს, თქვას ან თავს მოგვახვიოს. აქ, სადაც ვარ მხოლოდ ის მეზიზღება, რომ ინტერნეტი, პრესა თუ რა ვიცი რაც არის… ლამის უთომაც სექზე ილაპარაკოს.. ამას დემოკრატიას უძახიან… ნეტავ რა არის მართლა დემოკრატია????

  4. -როდესაც რეფორმების გზით, ცივილიზაციის და პროგრესის მიმართულებით შემოთავაზებული მოძრაობა შემოგთავაზეს, უარი განაცხადეთ თვითონ ავტორმაც, ეხლა ვის ადანაშაულებთ, საკუთარი თავის გარდა ყველას ?

  5. აი, შენნაირი ტუტუცი მატრაკვეცები ღუპავენ ამ ქვეყანას. რა შემოთავზებული მოძრაობა, რის ავტორმა უარი თქვა, რას ბოდავ? რაღაც ამბიციას შეუპყრიხარ შე საწყალო და გგონია რომ ვიღაცას რაღაცა შესტავაზე და ვინმე ორმ დაგთანხმებოდა სენ გადაარჩენდი ქვეყანას ხო? წადი რა იმკურნალე შე საცოდაო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here