Home რუბრიკები პოლიტიკა საკონსტიტუციო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

საკონსტიტუციო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

482

საკონსტიტუციო კომისიის პრაქტიკის არსებობა არაეფექტური გამოდგა, რადგან კომისია წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო შექმნილი, თუმცა არც ერთ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია. კომისიაში კობახიძეს თანათავმჯდომარე არ ეყოლება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ კანონის შესაბამისად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვერ დაიკავებს ამ პოზიციას, თუმცა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩართული იქნება. „ჩვენი ამოცანა და საბოლოო მიზანია, კიდევ ერთხელ კონსტიტუციის გადასინჯვა ისეთი სახით, რომ უზრუნველყოფილი იყოს კონსტიტუციის სრული შესაბამისობა ფუნდამენტურ პრინციპებთან, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან. როგორც მოგეხსენებათ, დღეს ეს პრინციპი არ არის დაცული. შესაბამისად, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ჩვენი ამოცანაა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონსტიტუციური სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას”, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here