Home რუბრიკები პოლიტიკა ევროკავშირის სადამკვირველო მისიას მანდატი 2 წლით გაუგრძელდა

ევროკავშირის სადამკვირველო მისიას მანდატი 2 წლით გაუგრძელდა

484

ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირველო მისიის მანდატი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა. მისია 2018 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდება. 

საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ საქართველოში ევროკავშირის დასამკვირვებლო მისია ხელს უწობს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კონფლიქის მხარეებს შორის სტაბილიზაციას, ნორმალიზაციასა და ნდობის აღდგენას. სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია  მონიტორიგს უწევს მხარეების ქმედებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით შემუშავებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებას.  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონტრიბუცია საკვანძო რჩება.  ის ასევე ხედავს მნიშვნელოვან პოზიტიურ განვითარებას გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენით. “ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს კოფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის ფარგლებში, ასევე სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის მონაწილეობით”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here