Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო რუსეთთან კონფრონტაციაში პაიკივით უნდა იქნას გამოყენებული, და თუ საჭიროა _ შეწირულიც

საქართველო რუსეთთან კონფრონტაციაში პაიკივით უნდა იქნას გამოყენებული, და თუ საჭიროა _ შეწირულიც

537

ინტერესით გავეცანისაქართველო და მსოფლიოსწინა ნომერში გამოქვეყნებულ მასალას კავკასიასა და მოლდოვაში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სპეციფიკური ხასიათის პროექტების განხორციელების თაობაზე. 2020 წლის მარტამდე ყოველწლიურად 4,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიყოფა, რათა მოხდესალტერნატიული ინფორმაციის გავრცელებახუთ ენაზე შექმნილი ახალისაინფორმაციო რესურსებისსაშუალებით. ორგანიზაცია CSSF- ევალება, წინ აღუდგეს რუსეთის პოლიტიკას და საქართველოში აპრობირებული ანტირუსული საინფორმაციო სივრცე მეზობელ ქვეყნებზეც განავრცოს, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ჩათვლით.

სრულიად ვეთანხმები ჟურნალისტ ჯაბა ჟვანიას დაკვირვებებსა და შეფასებებს, რომლებიც ახლავს დოკუმენტიდან მოხმობილ ციტატებს. საქართველოს სუვერენიტეტის თემა არ არსებობს ბრიტანელი პარტნიორებისთვის და არც ბუნებაში არსებობს. ეს სუვერენიტეტი (მხოლოდ ერთი ვერ გავიგე ბატონი ჯაბასი, რას გულისხმობს “დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდში” _ საბჭოთა მანეთებით რომ ვიღებდით მოსკოვიდან გამოგზავნილ ხელფასებს და თან მოსკოვს ვაგინებდით?!). არ გავაგრძელებ სიტყვას იმაზე, რომ დიდ ბრიტანეთს საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც ოფიციალურად ჰყავს ჩანერგილი კურატორი და ამას არ მალავს. მეტიც _ მოხმობილ ციტატებში ბრიტანელები არც იმას მალავენ, რომ მათი პროექტების მიზანს სწორედ დიდი ბრიტანეთის გავლენის ზრდა წარმოადგენს და არა საქართველოს სუვერენიტეტზე ზრუნვა. წესით, ბრიტანელებს ჩვენგან მადლობა უფრო ეკუთვნით გულახდილობისთვის, თორემ სხვა “პარტნიორებისა” და “მეგობრების” მიერ განხორციელებულ უთვალავ პროგრამაში ასახული თვალთმაქცური ზრუნვა ჩვენს ქვეყანაზე ვეღარავის გააკვირვებს, ბრიტანელებმა კი სათქმელი პირდაპირ თქვეს.

კაპიტალისტებმა გვასწავლეს, რომ ბუნებაში არაფერი ხდება უანგაროდ _ არც ადამიანებს შორის ურთიერთობებში და, მით უფრო, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში. რატომ აღმოვჩნდით ქართველები ასე ცუდი შეგირდები და არ გავითვალისწინეთ ეს, ცალკე განსახილველი საკითხია, მაგრამ ფაქტია: ჩვენ ყოველთვის ვიტყუებდით თავს და დღესაც იმავეს განვაგრძობთ. საქართველოს ხელისუფლებას სჯერა, რომ დასავლეთი უანგაროდ გვეხმარება და კვლავაც დაგვეხმარება, ჩვენგან კი მხოლოდ სახელმწიფოს სრულყოფას, დემოკრატიზაციას, ადამიანის უფლებებისა და კანონების დაცვას მოითხოვს. რა უნდა გვქონდეს ამ ყველაფრის საწინააღმდეგო? თუკი დასავლეთი ჩვენგან მხოლოდ აქ ჩამოთვლილ პირობებს ითხოვს დახმარების სანაცვლოდ და ვინმეს ეს არ მოსწონს, მაშინ დასავლეთი ფრთიანი ანგელოზი ყოფილა, მისი კრიტიკოსები კი _ ჭინკები. მაგრამ დასავლოფილ ლიბერალებს მათივე უმთავრესი დოგმა კიდევ ერთხელ შევახსენოთ _ არ არსებობს უანგარო დახმარება, განსაკუთრებით _ სახელმწიფოებს შორის.

სხვა მაგალითების მოხმობაც შემიძლია, თუნდაც ჩემი პირადი გამოცდილებიდან. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის გერმანული “კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის” მიმართ, რომელმაც ჩემი სამწლიანი სამეცნიერო მივლინება გერმანიაში ასი პროცენტით დააფინანსა, სავსებით უანგაროდ, რადგან არასდროს ყოფილა იმის მცდელობა გერმანელთა მხრიდან, რომ რაიმე ზეგავლენა მოეხდინათ ჩემს ცნობიერებაზე, რაიმე დამეწერა არა “ასე”, არამედ “ისე”. კონტრაქტში მითითებული იყო, რომ სამი წლის გასვლის შემდეგ უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში, რათა მიღებული გამოცდილება ჩემი სამშობლოსთვის გამომეყენებინა (გაგანია მიშიზმის დროს მომიწია დაბრუნება) და ჩემსავით კიდევ არაერთი ადამიანი იყო სამეცნიერო ხაზით გერმანიაში (უმეტესობამ, ჩემგან განსხვავებით, კონტრაქტის ბოლო პირობა დაბრუნების თაობაზე არ შეასრულა და გერმანიაში განაგრძო ცხოვრება). ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნები არ გამოყოფენ მსგავს, სავსებით უწყინარ და საჭირო გრანტებს, არც იმას, რომ გერმანიის პოლიტიკა ალტრუიზმზეა დამყარებული და მეტი არაფერი ადარდებს, ოღონდ კი საქართველოსთვის კარგი სპეციალისტები მომზადდნენ. უბრალოდ, აღვნიშნე ფაქტი იმისათვის, რომ გავითვალისწინოთ – საერთაშორისო სისტემა არ არის ერთმნიშვნელოვანი და მარტივი, დადებითი მაგალითების პოვნაც შეიძლება და უარყოფითისაც, მთავარია, სწორი ანალიზი და სიკეთის გარჩევა ბოროტებისგან.

ის, რასაც დასავლეთი და, კერძოდ, დიდი ბრიტანეთი სჩადის საქართველოს მიმართ, მეტწილად მაინც არ არის სიკეთე. საბოლოო ჯამში, საქართველო არის ხურდა “размеииая моиета” მათ ხელში (ამის შესახებ ჯერ კიდევ 2000 წლის დასაწყისში დავწერე პრესაში). ეს ნათლად ჩანს დიდი ბრიტანეთის ზემოთ ნახსენები საპროგრამო დოკუმენტის მაგალითზეც. საქართველო უნდა დარჩეს პაიკადდიდ საჭადრაკო დაფაზე”; საქართველო რუსეთთან კონფრონტაციაში პაიკივით უნდა იქნას გამოყენებული, და თუ საჭიროა _ შეწირულიც. საამისოდ დასავლეთში არ ჰყოფნით კონკრეტული ხელისუფლების მორჩილება, მათ სურთ, გამოიყენონ ჩვენი საზოგადოების სუსტი მხარეები და საზოგადოება სრულიად შეცვალონ მენტალურად (ამ კონკრეტულ დოკუმენტშიც ნახსენებია “ზოგიერთი ტრადიციული პატრიარქალური მიდგომის” შეცვლის აუცილებლობა გენდერული თანასწორობის მომიზეზებით). სწორედ ეს განასხვავებს დასავლურ მიდგომას რუსეთის მიდგომისგან და ამიტომაა დასავლური მიდგომა გაცილებით საშიში ჩვენთვის (არა მხოლოდ), ვიდრე რუსეთის გეოპოლიტიკა და სამხედრო სტრატეგია. რუსული პოლიტიკა, რაგინდ მისაღები ან მიუღებელი უნდა იყოს ვინმესთვის, არ ითვალისწინებს უცხო საზოგადოების მენტალობის შეცვლის სურვილს და საამისოდ მიმართულ ქმედებებს.

მსურს, განსაკუთრებით გამოვყო ჩვენს ტერიტორიულ პრობლემებთან დაკავშირებული დასავლური, უწინარესად, სწორედ ბრიტანული აქტივობების საფრთხე. თითქოს საქართველოს ინტერესია, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას აღიარებს, ჩვენ ბალანსის სახით დასავლეთი მოვიწვიოთ კონფლიქტების დარეგულირების საკითხში, რადგან დასავლეთი ფორმალურად აფხაზეთსა და შიდა ქართლს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. მაგრამ დასავლეთი, გამომდინარე საკუთარი ინტერესებიდან, პრობლემის მოგვარებას კი არა, მის შენარჩუნებას ლამობდა ყოველთვის და ახლაც იმავე პოლიტიკას განაგრძობს.

არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის უმწვავესი ტერიტორიული პრობლემის არსებობა დასავლეთს აძლევს ხელს, რომელიც ამ პრობლემის გარეშე საქართველოსა და რუსეთის ფორსირებულ დაახლოებასა და სამოკავშირეო ურთიერთობებს ვეღარ შეაჩერებს და კავკასიიდან საბოლოოდ მოუწევს ფეხის ამოკვეთა.

რას აკეთებს დასავლეთი ტერიტორიული პრობლემის “მოსაგვარებლად”?

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ხაზით მრავალი წლის განმავლობაში ეწყობა შეხვედრები და ხორციელდება პროექტები, უწინარესად, აფხაზეთის მიმართ. ეს ბუნებრივია, რადგან დასავლეთში იციან, რომ რეალურად აფხაზებს, ოსებისგან განსხვავებით, უფრო მეტი დამოუკიდებლობა აქვთ რუსეთისგან და სურთ ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება. დასავლეთი, პირველ რიგში, ბრიტანული ფონდები, ახალისებენ პირდაპირ ქართულ-აფხაზურ კონტაქტებს, რომლებიც სინამდვილეში არ არის პირდაპირი და მაქსიმალურად კონტროლდება მათი სპეცსამსახურების მხრიდან. მთავარი მომენტი, დადებითად დამუხტულ ტერმინში _ “პირდაპირი კონტაქტები” (კავშირები, შეხვედრები) არის ის, რომ რეალური დასავლური კონტროლის პირობებში ხდება რუსეთის იზოლირება პროცესიდან. ახლა მავანი შემომძახებს: კი მაგრამ, სწორედ ეგ არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არმაღიარებელი რუსეთის იზოლაცია მოხდეს, აფხაზები დასავლურ ორიენტაციაზე გადავიყვანოთ და ჩვენთან იქონიონ პირდაპირი ურთიერთობა რუსეთის გარეშე? მათ ვუპასუხებ: კეთილი, მაგრამ განა რუსეთს სძინავს? როგორ ფიქრობთ, რუსეთი ქართულ-აფხაზურ დაახლოებას ხელს არ შეუშლის, თუკი თავს ამ პროცესიდან იზოლირებულად იგრძნობს და ბრიტანულ, ამერიკულ, ევროპულ კვალს დაინახავს ამ მოვლენებში? რა თქმა უნდა, რუსეთი რეალურ დაახლოებას ხელს შეუშლის და მას ძალიან იოლად შეუძლია ჩვენთვის ხელის შეშლა. არც აფხაზები გაგიჟდებიან ისე, რომ რუსების სრულ გამოთიშვაზე დათანხმდნენ, ისინი არც საქართველოს ენდობიან და არც დასავლეთს. შესაბამისად, დასავლეთის საშუამავლო პოლიტიკა სხვადასხვა არასამთავრობო ხაზით სულ სხვა მიზანს ისახავს:

პირველი _კავშირების მაქსიმალური გაღრმავება, აგენტურული ქსელის გაფართოება, სიტუაციის შეფასება; მეორე და მთავარი _ საქართველოსა და რუსეთს შორის უნდობლობის გაღრმავება, ქართულრუსული დიალოგის არდაშვება და ყველა ინიციატივისთვის ხელის შეშლა.

სხვა შემთხვევაში, თუ მე ვცდები, რატომ არასოდეს გამოუხატავს არც ერთ დასავლურ ორგანიზაციას სურვილი, რომ ხელი შეეწყო უშუალოდ ქართულრუსული დიალოგისთვის? ხომ გასაგებია, რომ რუსეთის გარეშე, რუსეთის იგნორირებით ჩვენი ტერიტორიული პრობლემა არ მოგვარდება? მე ჯერ კიდევ 2006-2007 წლებში დავსვი ეს საკითხი გერმანელების წინაშე. ბევრი თხოვნის შემდეგ, “ფრიდრიხ ებერტის ფონდმა” (ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი _ ქალბატონი ია თიკანაძე) ერთდღიანი მრგვალი მაგიდა მოაწყო ქართველი და რუსი პოლიტოლოგების მონაწილეობით, რომლის ორგანიზება მე შევძელი. ეს იყო და ეს, უბრალოდ, უარი ვერ მითხრეს, თორემ იგრძნობოდა, რომ მაინცდამაინც არ სურდათ, ხელი შეეწყოთ ქართულ-რუსული დიალოგისათვის და რაღაცის ეშინოდათ. შემდეგ ჩემი შეთავაზებით ადენაუერის ფონდმაც მოსინჯა ნიადაგი, მაგრამ საბოლოოდ უარი თქვა. ამ შემთხვევაშიც შევატყე იმჟამად საქართველოში მოვლენილ გერმანელ კოორდინატორ ქალბატონს, რომ ამ ტიპის პროექტს მას ზემოთ უბლოკავდნენ. ასეა თუ ისე, ქართულ-რუსული დიალოგი არ გაიმართა და 2008 წლის მოვლენები კიდევ უფრო დაჩქარდა. მხოლოდ სამიოდე წლის წინათ წამოიწყო დიალოგი ერთ-ერთმა რუსულმა ფონდმა და ისიც ქართველი პოლიტოლოგების იმ ნაწილთან, რომელიც ნატო-ევროკავშირ-ამერიკაზე ლოცულობს და დამოუკიდებელი აზრი არ აქვს. ამ უაზრო შეხვედრებს თუ არ ჩავთვლით, რომელიც, როგორც ვთქვით, ისევ რუსული მხარის ინიციატივით მოხდა, არასოდეს, არც ერთ დასავლურ ორგანიზაციას არ უცდია ქართველებსა და რუსებს შორის დიალოგის ინიცირება. შემთხვევითია ეს? – არა მგონია. ვიმეორებ: დასავლეთს, უბრალოდ, ხელს არ აძლევს კარგი და მჭირდო ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის. აი, ეს უნდა გავითვალისწინოთ და ბრიტანული პროექტების არსი კიდევ უფრო გასაგები გახდება.

გულბაათ რცხილაძე

1 COMMENT

  1. მთლად დებილიც კი მიხვდება, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს რუსეთისგან დაშორება და ხელისუფალთა შორის პირდაპირი საუბრის არ დაშვება! თავმოყვარე ხელისუფალი დიდი ხნის წინ დაიკიდებდა უცხოეთის გავლენას და საერთო ენას მონახავდა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან–რუსეთთან! ყველამ გაიგოს და დაიხსომოს, ერეთი უბრალო ჩვეულებრივი მოკვდავი რუსი მირჩევნია ანგლო-საქსურ ღიმილს და დოლარებს!

  2. დებილები ვერ ხვდებიან ჩვენი ხელით რომ გაგვათხრევინა საფლავი ევროპამ და ამერიკამ ,კაი ყლფში გვაქ თავი გაყოფილი და ვიძახით თავისფლები ვართო ,სწდ არის ქართული სიბრძნე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here