Home რუბრიკები პოლიტიკა ლავროვი: ნატოს რუსეთზე ზემოქმედება სურს

ლავროვი: ნატოს რუსეთზე ზემოქმედება სურს

468

სერგეი ლავროვის თქმით, ნატო აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს, რომლითაც რუსეთზე სამხედრო და პოლიტიკური ზემოქმედება სურს. კალინინგრადის ოლქში “ისკანდერის” ტიპის სარაკეტო კომპლექსების შეყვანა ნატოს დესტრუქციული ქმედებებით არის გამოწვეული. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. რუსეთის პირველმა დიპლომატმა ალიანსი რუსეთის საზღვრებთან ჩატარებული სამხედრო სწავლებებისთვისაც გააკრიტიკა.

იტალიურ გაზეთ Corriere della Sera -სთან ინტერვიუში ლავროვი საუბრობს, რომ ნატო და აშშ ხელოვნურად ცდილობენ მსოფლიოში დაძაბულობის შექმნას. “იქმნება შთაბეჭდილება, რომ აშშ და ნატო შეგნებულად წევენ ტემპერატურას ისედაც დაძაბულ რეგიონებში”, _ ამბობს ლავროვი ინტერვიუში. მისივე განცხადებით, “ცივი ომის დასრულების შემდგომ პირველად ხდება ასე გლობალურად სამხედრო პოტენციალის, არსენალის ზრდა. ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის მზადყოფნა ზემოქმედებას ახდენს ჩევენს ქვეყანაზე”. ლავროვის თქმით, ნატოს სამხედრო წვრთნები, რომლებსაც ალიანსის წევრები ახორციელებენ, აღიქმება “ღია პროვოკაციად”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მითურ “აღმოსავლეთის საფრთხეზე” აპელირებით აშშ და ნატო ცდილობენ, ევროპაში შექმნან პლაცდარმი, მოემზადონ და განათავსონ სამხედრო არსენალი და ასე მოიპოვონ უპირატესობა გლობალური კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში. სწორედ ამიტომ რუსეთის ხელისუფლება იძულებულია, ოპერატიული ადაპტირება მოახდინოს ამ მეტად ცვალებადი პოლიტიკური პროცესების ფონზე, რათა აღკვეთოს ყოველგვარი დესტრუქციული მოქმედებები კონტინენტზე. რუსეთი იძულებულია, გააძლიეროს თავდაცვითი მექანიზმები და დაიცვას ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ლავრომა ხაზი გაუსვა, რომ ამ ზომებს რუსეთი ახორციელებს მხოლოდ თავის ტერიტორიაზე, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here