Home რუბრიკები პოლიტიკა პენტაგონსა და რუსეთს შორის შავმა კატამ გაირბინა

პენტაგონსა და რუსეთს შორის შავმა კატამ გაირბინა

კონგრესმა პენტაგონს რუსეთთან თანამშრომლობა აუკრძალა. თავდაცვის სამინისტროს ახალ ბიუჯეტში თანხები, რომელიც რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გასაღრმავებლად იყო გამოყოფილი, გაწერილი აღარ აქვს. თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყოფა, თუ პენტაგონი კონგრესს აცნობებს, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია შეწყვიტა. მიღებული დოკუმენტის თანახმად, რუსეთთან ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობაც იზღუდება. გამონაკლისი მხოლოდ რუსული წარმოების სარაკეტო ძრავებზე დაიშვება.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მოქალაქეებსა და სხვა სახელმწიფოების მთავრობებზე რუსეთის ფარული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური სტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 390 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 30 კანონმდებელი გამოვიდა.

93-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი მედიისა და სხვადასხვა ორგანიზაციის საშუალებით ხალხებსა და მთავრობებზე ფარულ გავლენას ახდენს. კანონპროექტის თანახმად, დაზვერვის სამსახურის დასაფინანსებლად 2017 წელს 70 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყოფა. აშშ-ის სენატმა დოკუმენტი წლის ბოლომდე უნდა განიხილოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here