Home რუბრიკები პოლიტიკა ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში მწვანეთა ლიდერმა გაიმარჯვა

ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში მწვანეთა ლიდერმა გაიმარჯვა

483

ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს მწვანეთა პარტიის ლიდერი ალექსანდრ ვან დერ ბელენი და მემარჯვენე თავისუფლების პარტიის კანდიდატი ნორბერტ ჰოფერი უპირისპირდებოდნენ. არჩევნებში ისევ მწვანეთა პარტიის ლიდერმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა. 

პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე პარტია თავისუფლების ლიდერმა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დამარცხება აღიარა. ელექტორატის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 53 პროცენტი ვან დერ ბელენს ერგო, ნორბერტ ჰოფერმა კი 46 პროცენტი დააგროვა. საპრეზიდენტო არჩევნები ავსტრიაში 6 თვის წინაც ჩატარდა, თუმცა მწვანეთა პარტიის ლიდერის გამარჯვებით უკმაყოფილო ნორბერტ ჰოფერმა არჩევნების შედეგები გაასაჩივრა, საკონსტიტუციო სასამართლომ კი არჩევნების შედეგები გააუქმა და ქვეყანაში განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here