Home რუბრიკები პოლიტიკა იაპონია რუსეთთან დიალოგის გაგრძელების მომხრეა

იაპონია რუსეთთან დიალოგის გაგრძელების მომხრეა

521

იაპონიის პრემიერმინისტრის შინზო აბეს განცხადებით, დიალოგი იაპონიასა და რუსეთს შორის უნდა გაგრძელდეს. მისი თქმით, ქვეყნებს შორის პოლიტიკურ-პარტნიორული ურთიერთობების გადახედვაა საჭირო, ამისათვის კი თითოეულ მხარეს მოუწევს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა.

რუსეთის მიერ კურილიის კუნძულებზე „ბასტიონისა“ და „ბალის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების განთავსება ტოკიოსა და მოსკოვს შორის დაწყებულ მოლაპარაკების პროცესს არ შეაფერხებს. ამის შესახებ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის პრეს-მდივანმა განაცხადა. ესიხიდე სუგას თქმით, ხელისუფლება კურილიის კუნძულებზე რუსული სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას ყურადღებით ადევნებს თვალს, თუმცა რუსეთთან დიალოგის გაგრძელების მომხრეა. დავა კურილიის კუნძულებზე იაპონიასა და რუსეთს შორის რამდენიმე ათეული წელია, გრძელდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here