Home რუბრიკები პოლიტიკა ევროკავშირმა თურქეთთან მოლაპარაკება შეწყვიტა

ევროკავშირმა თურქეთთან მოლაპარაკება შეწყვიტა

554

ევროპარლამენტმა ევროკავშირში თურქეთის გაწევრების შესახებ მოლაპარაკების შეჩერებას მხარი დაუჭირა. 

მანამდე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ანკარასა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. ამის მიზეზად მან თურქეთში სიკვდილით დასჯის განახლების შესახებ კანონპროექტის ინიცირება და მასობრივი დაპატიმრებები დაასახელა. ევროკავშირში გაერთიანებას თურქეთი 1987 წლიდან ელის.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროპის ქვეყნები ტერორისტებთან კავშირში დაადანაშაულა. იგი უნდობლობას უცხადებს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას თურქეთის ინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებაზე, ალტერნატივას ის თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციაში გაწევრებაში ხედავს. ერდოღანი ევროკავშირს არალეგალი მიგრანტებისთვის თურქეთის საზღვრების გახსნით ემუქრება. ექსპერტები ევროკავშირის ამ გადაწყეტილებას ერდოღანის მიერ არჩეულ ხისტ პოლიტიკასა და განცხადებებს უკავშირებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here