Home რუბრიკები პოლიტიკა ფრანსუა ფიიონი: ოლანდი რუსეთის მიმართ აბსურდულ პოლიტიკას ატარებს

ფრანსუა ფიიონი: ოლანდი რუსეთის მიმართ აბსურდულ პოლიტიკას ატარებს

508

საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ფრანსუა ფიიონმა კონკურენტ ალან ჟუპესთან დებატებისას რუსეთის მიმართ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პოლიტიკას აბსურდული უწოდა. ფიიონი საპრეზიდენტო არჩევნებში ნაციონალისტთა ლიდერ მარინ ლე პენს დაუპირისპირდება. 

“საფრანგეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ არასწორი და აბსურდულია. ის რუსეთს იზოლაციისა და ნაციონალისტური ქმედებებისკენ უბიძგებს. და ეს მაშინ, როდესაც რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი და ბირთვული პოტენციალის მქონე ქვეყანაა,” _ აღნიშნა ფიიონმა კონკურენტ ალან ჟუპესთან პოლიტიკურ დებატებში. მან დასძინა ისიც, რომ აუცილებელია, მხარეები მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას და აღადგინონ დაკარგული კავშირები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here