Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი რადას უკანასკნელ ზამთარს დაჰპირდა

მიხეილ სააკაშვილი რადას უკანასკნელ ზამთარს დაჰპირდა

503

კიევში გაიმართა ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და მისი მომხრეების საპროტესტო აქცია, რომელზეც მიხეილ სააკაშვილმა რადას რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვა. ,,თუკი თქვენ კიევში არ ხართ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ პირდაპირი ტრანსლაციით ამ გვერდზე. ერთად და გამარჯვებამდე!” _ ასე მიმართა სააკაშვილმა მხადამჭერებს.

ჩერნოვოლის ძეგლთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის ლოზუნგი იყო “ამჟამინდელი რადას უკანასკნელი ზამთარი”. აქციის ორგანიზატორებმა დაარიგეს ბუკლეტები “რადას ასი შეუსრულებელი დაპირება” და “ჩვენი მოთხოვნები”. მიტინგზე შეკრებილებს ხელში უკრაინისა და ევროკავშირის დროშები ეკავათ. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი პოლიტიკური ძალა შექმნა, რათა მონაწილეობა მიიღოს უკრაინის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებში. მისი თქმით, ქვეყნის პოლიტიკური ელიტა მთლიანად უნდა შეიცვალოს. მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა სააკაშვილმა და ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოსთხოვა. მან ამ მოთხოვნით მთელ უკრაინაში ხალხის მობილიზების დაწყების შესახებ განაცხადა. დნეპროპეტროვსკის მერი _ ბორის ფილატოვი ოდესის ყოფილი გუბერნატორის ექსტრადიციას მოითხოვს. მისი მწვავე რეაქცია მიხეილ სააკაშვილის მიერ კიევში საპროტესტო აქციაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ექსგუბერნატორმა განაცხადა, რომ დეცენტრალიზაცია უკრაინაში კორუფციას კიდევ უფრო გაზრდის. ფილატოვის თქმით, თუ სააკაშვილს ასეთი პოზიცია აქვს, თვითონაც ჩაეწერება მათ სიაში, ვინც სააკაშვილის ექსტრადირების მომხრეა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here