Home რუბრიკები პოლიტიკა “რია ნოვოსტი”: ერდოღანი ევროკავშირს ლტოლვილების შესევით დაემუქრა

“რია ნოვოსტი”: ერდოღანი ევროკავშირს ლტოლვილების შესევით დაემუქრა

თურქეთის პრეზიდენტმა ევროკავშირი დაადანაშაულა “კედლების მშენებლობაში” 50 ათასი მიგრანტის შეღწევის საფრთხის გამო, იმ ფონზე, როცა თურქეთმა 3 მილიონი ლტოლვილი მიიღო. “თუ თქვენ კვლავაც ასე განაგრძობთ, ეს სასაზღვრო პუნქტები გაიხსნება”, _ დაიმუქრა ერდოღანი, რომელიც წლის დასაწყისში დაჰპირდა ევროპელ ლიდერებს, რომ ევროკავშირს ლტოლვილებით აავსებდა, თუკი ფულს არ მისცემდნენ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მზად არის, ევროპაში გაუშვას ლტოლვილები, თუ ევროკავშირის ხელმძღვანელობა კვლავ განაგრძობს მისი ქვეყნისთვის ხელის შეშლას ევროინტეგრაციაში, _ იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო “ნოვოსტი”.

სტამბოლში გამართულ კონფერენციაზე “ქალი და დემოკრატია” სიტყვით გამოსვლისას ერდოღანი შეეხო ევროკავშირში თურქეთის გაწევრების საკითხს და გაიხსენა, რომ ევროკავშირმა მოუწოდა, შეეჩერებინათ მოლაპარაკებები ამ თემაზე.

“შეიკრიბა 30-40 კაცი, თქვეს “არა”. თქვენ არასოდეს მოქცეულხართ მართებულად და პატიოსნად ადამიანურობის მიმართ”, _ თქვა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ევროკავშირი დაადანაშაულა “კედლების მშენებლობაში” 50 ათასი მიგრანტის შეღწევის საფრთხის გამო, იმ ფონზე, როცა თურქეთმა 3 მილიონი ლტოლვილი მიიღო.

“თუ თქვენ კვლავაც ასე განაგრძობთ, ეს სასაზღვრო პუნქტები გაიხსნება”, _ დაიმუქრა ერდოღანი, რომელმაც წლის დასაწყისში დაჰპირდა ევროპელ ლიდერებს, თუკი ფულს არ მისცემდნენ, ევროკავშირს ლტოლვილებით აავსებდა.

20 ნოემბერს კი თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დაწყებული დეზინტეგრაციული პროცესების ფონზე აწარმოებს მოლაპარაკებებს თურქეთის შესვლაზე თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციაში. უფრო ადრე კი ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცმა თურქეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე განაცხადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here