Home რუბრიკები საზოგადოება მამა დავითი (ნოზაძე): დღეს გმირია ის, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებას შეძლებს, ვინც შემოატრიალებს...

მამა დავითი (ნოზაძე): დღეს გმირია ის, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებას შეძლებს, ვინც შემოატრიალებს ამ პროცესებს და დადებით მუხტს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობაში

2172

ბოლო პერიოდში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება თემქის წმინდა მარკოზ ეფესელის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ნოზაძე).

_ მამაო, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ვიზიტს მოსკოვში ჩვენს პოლიტიკურ წრეებში სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა ეს ვიზიტი დადებითად შეაფასა, ზოგმა _ მკვეთრად უარყოფითად. მაგალითად, ნაციონალი გივი თარგამაძე ამბობს, ეს ყველაფერი ჩემთვის მძიმე საყურებელიაოროგორ ფიქრობთ, რა დატვირთვა ჰქონდა პატრიარქის მოსკოვში ვიზიტს და რას უპასუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ კრიტიკითა და ლანძღვით არიან დაკავებულნი?

_ ორი მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი შეხვდა ერთმანეთს და რა არის აქ მიუღებელი?! საქართველოს პატრიარქი ასევე ხვდება მსოფლიოს პატრიარქს, ელადის მთავარეპისკოპოსს, რუსეთის პატრიარქს რატომ არ უნდა შეხვდეს?! ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი სულთანთან დადიოდა შეხვედრებზე; და იცით, რატომ დადიოდა? იმიტომ, რომ ბერძენ ხალხს, რომელიც იმხანად თურქების ტყვეობაში იმყოფებოდა, ამოესუნთქა. ახლა ვინმემ არ იფიქროს, მაგალითად, გივი თარგამაძისნაირმა ადამიანებმა, რომ იმ პატრიარქს თავისი ხალხი და სამშობლო არ უყვარდა. ცნობისთვის: რომ მიდიოდა, სახრჩობელა მიჰქონდა ხოლმე და, როცა გაბრაზდებოდა სულთანი მისი საყვედურებით, ამოიღებდა სახრჩობელას, ჩამომკიდე, არ მეშინია სიკვდილისო.

არ ვიცი, კონკრეტულად რაზე ილაპარაკეს მოსკოვში უწმინდესმა და რუსეთის პატრიარქმა, მაგრამ ვფიქრობ, თვით ფაქტი, რომ შეხვედრა გაიმართა, დადებითი მოვლენაა. საზოგადოდ, რატომ არ უნდა იყოს რუსი და ქართველი ერი ერთმანეთთან კარგად, ვერ გამიგია. ჯერ ერთი, ერთი რწმენის ხალხი ვართ და მეორეც _ ჩვენი ისტორია, საუკუნეებია, გადაჯაჭვულია ერთმანეთს. კი, იყო უსიამოვნებებიც, იყო ომი და უბედურებაც, მაგრამ დადებითიც ხომ ბევრი გვახსოვს. ახლა გამოდის ზოგიერთი, “დიდი მცოდნე” ისტორიისა და ამბობს, ერეკლე მეორემ შეცდომა დაუშვა, როცა გეორგიევსკის ტრაქტატი გააფორმაო. ქართლი და კახეთი გაწყვეტილი იყო, სულ რამდენიმე ასეული ათასი კაცი ცხოვრობდა. სად ვიქნებოდით დღეს, რომ არა ერეკლეს გადაწყვეტილება?! არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: თუ სწორად მოვიქცევით, ღმერთი აფხაზეთსაც დაგვიბრუნებს, სამაჩაბლოსაც და ტაოკლარჯეთსაც, თურქძმებსრომ აქვთ დღეს მიტაცებული.

_ დღეს რუსეთზე და მასთან ურთიერთობების დარეგულირებაზე საუბარი სერიოზულ რისკებს შეიცავს _ პროდასავლური მედია და პოლიტიკური ჯგუფები მაშინვე კრემლის აგენტობაზე იწყებენ ხოლმე საუბარს.

_ იმიტომ, რომ დასავლეთს სჭირდება ასე. ეს ნაციონალები, ხომ ყველამ ვიცით, ვის დაკვეთას ასრულებენ… დასავლეთში ყველაზე არაკეთილსინდისიერ პარტიებთან თანამშრომლობენ.

თარგამაძე რომ ამბობს, მძიმე საყურებელია ჩემთვის ეს ვიზიტიო, მისთვის საერთოდ ქრისტიანობაა მძიმე ასატანი და საყურებელი. მღვდელს რომ ხედავს, ეკლესიას, მორწმუნე ადამიანს, აწუხებს. გულწრფელად ვურჩევ, მოვიდეს ეკლესიაში და შეინანოს ყველა ცოდვა. მერე აღარ იქნება მძიმე საყურებელი პატრიარქის შეხვედრები. საერთოდ, ყველას ვურჩევ, ამ ადამიანების ლაპარაკს ყურადღება არ მიაქციონ. ესენი არიან დაქირავებული პროპაგანდისტები და, რასაც ლაპარაკობენ, იმიტომ კი არა, რომ საქართველოს ბედი აწუხებთ, არამედ იმიტომ, რომ ასე სჭირდებათ მათ მბრძანებლებს დასავლეთში.

_ მათი მთავარიარგუმენტირუსეთის მიმართ არის ის, რომ ამ ქვეყანასთან დიალოგს აზრი არ აქვს. ისინი თვლიან, რომ, რაც უნდა მოვინდომოთ, კრემლთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ.

_ მაშინ გვითხრან, რას აქვს აზრი _ ომს? სისხლისღვრას? ქრისტე სახარებაში ამბობს: თუ დამპყრობელი შენზე ძლიერია, გაუგზავნე ელჩობა, მიართვი საჩუქრები, რომ, როცა მოვა და დაიპყრობს შენს ქვეყანას, ბოროტება არ ჩაიდინოს. რა, “ლიბერალები” ქრისტეზე ჭკვიანები არიან?! მტერთან მოსალაპარაკებლად ჩასვლასაც ხომ ვაჟკაცობა უნდა? ვფიქრობ, დღეს გმირია ის ადამიანი, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებას შეძლებს, რომელიც შემოატრიალებს ამ პროცესებს და დადებით მუხტს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

_ როგორ ფიქრობთ, პატრიარქს შეუძლია ამის გაკეთება?

_ ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს პატრიარქებმა, მაგრამ, თუ ამ ორი ადამიანის შეხვედრის შემდეგ შევრიგდებით, მაგას რა სჯობს.

_ რუსებისა და ქართველების ერთმორწმუნეობის თემა სკეპტიკოსების მხრიდან მუდმივად ქილიკის საგანია. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკურ ჭრილში დღეს მნიშვნელოვანია რელიგიური ფაქტორი?

_ ვეკითხები იმ ხალხს, რომელიც ერთმორწმუნეობაზე ქილიკითა და ირონიით საუბრობს: საერთოდ, გწამთ ღმერთი? ხართ ეკლესიურები? ზოგიერთი ამბობს, მართლმადიდებელი ვარო, მაგრამ მისი ცნობიერება შორსაა მართლმადიდებლობისგან.

რაც შეეხება რელიგიური ფაქტორის მნიშვნელობას პოლიტიკაში, ისტორიას გადავხედოთ: თავის დროზე ერთმორწმუნე იმპერია იყო ბიზანტიაც, მაგრამ ვახტანგ გორგასალი მთელი ცხოვრება ბერძნებს ებრძოდა. ლაშქრობაც მოაწყო კონსტანტინოპოლზე და დამარცხებული ქალაქი არ აიღო. გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე კი, იცით, რა დაწერა? _ ბერძენთ სიყვარული არ მოეშალოთო. ამის გამო გაუნაწყენდნენ სპარსელები და მერე იმათ გაუმართა ომი.

ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს ის კი არ არის, რომ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან, უბედურება არის ის, რომ იმ ადამიანებს არ ალაპარაკებენ ერთმანეთთან, რომლებსაც შეუძლიათ ხალხების შერიგება. აქედან იწყება სხვა პრობლემები… და ლაპარაკობენ ისინი, ვისაც არც სამშობლო მიაჩნიათ არაფრად და არც ხალხი. მხედველობაში მყავს წინა ხელისუფლება. “ნაციონალურ მოძრაობას” არ ადარდებდა არც ტერიტორიული მთლიანობა, არც სოციალური სიდუხჭირე და არც სხვა რამ. მათ ქვეყნის მართვა აგებული ჰქონდათ ცრუ პიარზე და ყველაფერს აკეთებდნენ, ოღონდ თვითონ ყოფილიყვნენ კარგად.

_ წამყვანი მედიასაშუალებებიც აქტიურად ეწევიან ანტირუსულ პროპაგანდას, პატრიარქი და სამღვდელოება ლამის ერის მოღალატეებად გამოაცხადონ. როგორ ფიქრობთ, მუშაობს რეალურად ეს პროპაგანდა?

_ ეს პროპაგანდა თავიდან ბოლომდე არის ყალბი და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამას ხედავს. კი ბატონო, არ მაქვს საშუალება, ტელევიზიით გამოვიდე და სიმართლე ვილაპარაკო, მაგრამ ჩვენკენ არის ღმერთი. სახარებაში წერია, რომ ქრისტეს სამწყსომ მისი ხმა იცის. როცა უცხო ლაპარაკობს, ხალხი არ უსმენს და, როცა მღვდელთმსახური ამბობს მაცხოვრის სიტყვას, ადამიანი მას იღებს. ერთ მხარეს არის სამღვდელოება და ეკლესია, რომელიც ავრცელებს უფლის სიტყვას და მეორე მხარეს არის ცრულიბერალების ხროვა, რომელიც თავისუფლების სახელით გაშმაგებული ეწევა გარყვნილების, აღვირახსნილობისა და ამორალურობის პროპაგანდას. აქვე მინდა შევეხო ერთ საკითხს, რომელიც ჩვენმა ე.წ. ლიბერალებმა ამ ბოლო პერიოდში ისევ წამოწიეს, ვგულისხმობ მარიხუანის ლეგალიზების მოთხოვნას. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს ფხიზელი გონება, ანუ ისეთი რაღაც არ უნდა ჭამოს ან დალიოს, რაც გააბრუებს. ერთი მოციქული ამბობს, რომ მემთვრალე კაცი ვერ ცხონდება. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა _ ლოთი თუ ვერ ცხონდება, კაცი, რომელიც დამოკიდებულია ნარკოტიკზე, ცხონდება?! ეს ადამიანები, არც მეტი, არც ნაკლები, ეშმაკს ემსახურებიან შეგნებულად. მხედველობაში მყავს ის ადამიანები, რომლებიც მარიხუანის ლეგალიზებას ითხოვენ. მაგათ უნდათ, რომ მეორე ავღანეთი გავხდეთ, იქ ოპიუმს მოიყვანენ, აქ _ მარიხუანას, მაგრამ იმედი მაქვს, ხელისუფლება ამას არ დააკანონებს…

_ და თუ დააკანონებს, რა მოხდება?

_ თუ ხელისუფლება დააკანონებს ცოდვას, დაკარგავს ღვთის წყალობას და შემდეგ ამ ხელისუფლებას მისი მტრები, ვგულისხმობ “გირჩისნაირ” სუბიექტებს, ადვილად დაამხობენ. თუ უნდათ, რომ შეინარჩუნონ მშვიდობა, არ უნდა მიიღონ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთს. პირიქით _ ყველანაირად უნდა ეცადონ, ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანა და გავრცელება აღიკვეთოს.

ახლა ამ ყველაფერს სხვა კუთხითაც შევხედოთ: დემოგრაფიული ვითარება კატასტროფულია, არის ტოტალური უმუშევრობა და სიდუხჭირე. ახალგაზრდებს საერთოდ არაფრის გაკეთება არ სურთ, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ამას კიდევ ნარკოტიკების ლეგალიზება დაემატება. ქართველი ერი გაუბედურდება და გაქრება. ამიტომ ვამბობ, რომ ქვეყნის მტერია ის, ვინც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითხოვს. მათ ძალიან კარგად იციან, რა შედეგი მოჰყვება ამას და, რასაც ითხოვენ, შეგნებულად ითხოვენ.

ღმერთმა თქვა: არ მოკლა, არ მოიპარო, არ იმრუშო, არ დასწამო ცილი. რატომ ამბობს ღმერთი ამას? იმიტომ, რომ ამ აკრძალვით კაცს აჩერებს. და, როცა კანონი კრძალავს ნარკოტიკის მიღებას, ამის შიშით თუნდაც ერთმა ადამიანმა რომ არ მოწიოს, ის ერთი მაინც ხომ გადარჩება? ერს, რომელსაც, სულ რაღაც, ორასი წლის ისტორია აქვს, მობეზრდა უზნეობა და ჩვენ დავიწყოთ?! ამერიკელები და ევროპელები მოეგნენ გონს და ჩვენ ჩავეფლოთ ამ უმსგავსობაში?! იტალიის პარლამენტში ტუჩებში აკოცეს კაცებმა კაცებს, ქალებმა ქალებს. დღეს ვერ ხედავთ იქ რა ხდება, ყოველდღე მიწისძვრაა. ახლა ვიღაც იტყვის, ეს ტექტონიკური მოვლენებიაო, მაგრამ ეს არ არის სწორი. ღმერთმა დაუშვა და იძრა მიწა, ღმერთმა ინება და მოვიდა ჭექაქუხილი, ღმერთმა ინება და მოვიდა სეტყვა, ღმერთმა ინება და დაწვა სოდომგომორი

უწმინდესი უნდა ჩავიდეს რუსეთში, ეს ძალიან კარგია. ამით მან მაგალითი მისცა ხელისუფლებას. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ რუსებს, ოღონდ არა იმისთვის, რომ დავთმოთ, არა, იმისთვის, რომ უბედურება არ განმეორდეს.

_ უწმინდესმა რუსეთის პატრიარქი საქართველოში მოიწვია. როგორ ფიქრობთ, მოხერხდება დღევანდელ ვითარებაში ეს ვიზიტი?

_ რატომ ვერ მოხერხდება ან რატომ არ უნდა მოვიწვიოთ?! ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მომღერლები ჩამოჰყავთ და მილიონები ჯდება რაღაც უაზრო ტაშ-ფანდურა, რუსეთის პატრიარქის ჩამოსვლაში რა დაინახეს ცუდი? როკერები რომ ჩამოჰყავთ და ნარკოტიკით გაბრუებულები ჩხავიან ღია ცის ქვეშ, ეს არის კარგი?! რომის პაპი რომ ჩამოვიდა, ხომ უხაროდათ “ლიბერალებს”, ლოცვისთვის ჩამოდისო, იქნებ მისი უწმინდესობა რუსეთის პატრიარქიც ლოცვისთვის მოდის, რას უშლით, ჩამოვიდეს… ცხადია, ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის, ეს ყველაფერი შეგნებულად ხდება, რათა მართლმორწმუნე ხალხებს ერთმანეთი სამუდამოდ შეგვაძულონ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

4 COMMENTS

  1. მიყვარს ჩემი სამშობლო, ვამაყობ ჩემი ქართველობით, არ მინდა ვინმემ ჩამთვალოს მოღალატედ, სამშობლოს გამყიდველად, მაგრამ დროა გამოვფხიზლდეთ, ერთმორწმუნე ერთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ. ისე არ მოგვივიდეს, სანანებელი გაგვიხდეს.

  2. Me ki sulac ar minteresebs is, tu vin ra shexedulebis iqneba chems mimart! Diax, qartveli var da qartvelad movkvedebi! chemi eris gadarchenashi vemadlierebi Rusets da ertmorcmune xalxs! Diax, aucileblad da sascrapod unda agsdges urtiertoba Rusettan! Es chvens interesebshi, torem, Ruseti uchveodac kargad grdznobs tavs!

  3. აუცილებლად უნდა მოინახოს საერთო გზები რუსთა-ქართველთა,პატრიარქმა ჩვენზე კარგად იცის რა ჯობია,ჩვენ კი უნდა დავემორჩილოთ,არავინ ამბობს რომ რუსები ქართველებისთვის თავს მოიკლავენ,ჩვენ რა ვიკლავთ თავს ერთმანეთისგულისთვის?ან რა საჭიროა?არა თუ რუსი,ქართველი კლავს ქართველს, ანგრევს და ანადგურებს საკუთარ სამშობლოს,ესაა სიმართლე და ნუ ვიშვერთ ხელს რუსეთისკენ წარამარა ეს ცუდად მოგვიბრუნდება…….თქვენ კი მაპატიეთ მამაო დავით გეთანხმებით ამაზე, \\\”ლაპარაკობენ ისინი, ვისაც არც სამშობლო მიაჩნიათ არაფრად და არც ხალხი. მხედველობაში მყავს წინა ხელისუფლება. “ნაციონალურ მოძრაობას” არ ადარდებდა არც ტერიტორიული მთლიანობა, არც სოციალური სიდუხჭირე და არც სხვა რამ\\\”. კი მაგრამ მოქმედი ხელისუფლება რას აკეთებს ამისთვის?ისიც ისე არ იქცევა როგორც ყოფილი?მე თქვენს ყოველ სიტყვას მაშინ დავიჯერებდი ამ მატყუარა ხელისუფლებაზეც იგივე გეთქვათ,სიმართლის თქმა ჯობს არა თქმასა

  4. გაიხარეთ მამაო სიმართლისათვის! ჩვენთვის სხვა გამოსავალი რომ არსებობდეს, აქამდე გამოჩნდებოდა. ,,მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო”! არ და ვერ შეგვასუნინებენ ნატოში! ვერც ,,ფანჯრიდან გადავძვრებით”, თინიას რომ ეგონა! იზორია კიდევ ისე გასივდა, ეგ მარტო ციხის კამერაში თუ მოახერხებს შეძრომას! ამერიკას და ნატოს ჩვრნი ჯავრი არა აქვთ. პუტინს და არა რუსეთს ვერ, გაუბედავენ იმას, რაც გამყიდველებს: გორბაჩოვსა და ელცინს გაუბედეს. ამიტომ დიალოგის დაწყება აუცილებელია და გადაუდებელიც!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here