მიგრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს დროებითი განთავსების ბანაკს, დაარბიეს მაღაზიები, დაამტვრიეს მანქანები…
ბოლო პერიოდში ლტოლვილები საბერძნეთში პერიოდულად აწყობენ საპროტესტო აქციებს, რომლებიც, როგორც წესი, სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზრდება. საბერძნეთის ტერიტორიაზე იმყოფება 62 ათასი ადამიანი, რომლებიც ისწრაფვიან ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში გადასვლას, მაგრამ “ბალკანეთის მიგრაციული მარშრუტის” დახურვის შემდეგ იძულებულები არიან, დარჩნენ საბერძნეთში.