Home რუბრიკები საზოგადოება თურქეთში არასრულწლოვნებთან სექსის ლეგალიზებას აპროტესტებენ

თურქეთში არასრულწლოვნებთან სექსის ლეგალიზებას აპროტესტებენ

615

მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა სტამბოლში. ათასობით აქტივისტმა გააპროტესტა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვან გოგონებთან სექსის გამო მამაკაცები აღარ დაისჯებიან, თუ მათზე იქორწინებენ. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ეს პრაქტიკულად არასრულწლოვანთა გაუპატიურების ლეგალიზება იქნება. 

პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით პრეზიდენტმა ერდოღანმა მიმართა, რასაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ჩვენ არ გავჩუმდებით! ჩვენ არ შევეგუებით!”. ისინი მოითხოვენ კანონის გაუქმებას, მათ უერთდებიან პოპულარული პიროვნებები და პოლიტიკოსები. აქციები თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. აქციებმა შემდეგ პოლიტიკური ელფერი მიიღო. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს კანონი აწესრიგებს თურქეთში არასრულწლოვანთა ქორწინების ადათურ წესებს და იმ ტრადიციებს, რომელთა მიხედვითაც ოჯახები მოზარდების ქორწინებაზე ზრუნვას ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდანვე იწყებენ. არასრულწლოვანთა ქორწინების საკითხი თურქეთში ძალიან მგრძნობიარე და აქტუალური თემაა. მოგვიანებით, თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი იილდირიმმა პარლამენტიდან უკან გაიხმო კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვნების გაუპატიურებაში ბრალდებული პირების დაუსჯელობას ითვალისწინებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here