Home რუბრიკები საზოგადოება მევენახეობის დარგის შუქ-ჩრდილები

მევენახეობის დარგის შუქ-ჩრდილები

1378

მიმდინარე წლის რთველი წარმატებული იყო _ ქვეყანაში დაიკრიფა და ღვინის ქარხნებში გადამუშავდა 140 ათას ტონაზე მეტი ხარისხიანი ყურძენი. გილოცავთ! რთველი ეროვნული დღესასწაულია; ვენახში ადამიანის მიერ ვაზისადმი ღვთაებრივი სიყვარულით გაწეული შრომის დამაგვირგვინებელი საზეიმო რიტუალია, უფლის მადლი; ბარაქა, არ მოაკლდეს ჩვენს ქვეყანას!

სამეურნეო წელი ამინდის ჭირვეულობით წინა წლებისაგან დიდად არ განსხვავდებოდა: სეტყვა-ქარიშხლმა, გვალვამ, მზის მცხუნვარებამ (40(-45(-ზე მეტი) საგრძნობლად შეაფერხა მცენარის ფიზიოლოგიური აქტიურობა, ზრდა-განვითარება; საკმაოდ იყო ზვრებში მავნებელ დაავადებათა გავრცელების ფაქტები, ფოთლებისა და მარცვლების არუჯვა _ სიდამწვრე, ჭკნობა, ნაადრევი ცვენა; ყლორტების ზრდის შეჩერება, რამაც შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს მომავალი წლის მოსავალზე, რომლის რეაბილიტაციისთვის ზრუნვა ვენახში მოვლითი სამუშაოები რთველის დამთავრებისთანავე უნდა დავიწყოთ, დაწყებულია კიდეც.

ქვეყანაში იგრძნობა მოძრაობა ახალი ვენახების გასაშენებლად, რაც მხარდაჭერას იმსახურებს.

გულწრფელად უნდა ითქვას, მევენახეობამეღვინეობის ქვეყანაში ყურძნის წარმოების სანედლეულო ბაზავენახის ფართობი (137 400 ჰა), წარმოებული პროდუქცია და მიღებული შემოსავალი არ შეესაბამება დარგის ეკონომიკური პოტენციალის შესაძლო წვლილს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში. გავიხსენოთ უახლოესი წარსულის სტატისტიკა: ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის პერიოდში (1970-1990 ..) მევენახეობის წილად მოდიოდა სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის 18-20%.

ღვინის წარმოებას კვების მრეწველობის პროდუქციაში 15-16% უკავია; საგრძნობი იყო ამ დარგების წილი ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირებაში, რაც საქართველოში ამ დარგების განვითარების, მათი საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალის ორიენტირად, რესურსად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

1982 წელს ვენახის ფართობმა ქვეყანაში 144.0 ათას ჰექტარს მიაღწია, რაც უდავოდ ჭარბი იყო და იგი მალე (1985.) დარეგულირდა _ 125-127 ათასი ჰა ფარგლებში; მათ შორის, საკარმიდამო ვენახს 39.0 ათასი ჰა ეჭირა, რაც საგრძნობლად (3-4 ათასი ჰათი) აღემატებოდა ქვეყანაში რეგისტრირებულ მთელ ფართობს. აღნიშნულ წლებში ქვეყანაში ყოველწლიურად ვაწარმოებდით 500-700 ათას ტონა ყურძენს. ღვინის ქარხნებში გადამუშავდებოდა 500-600 ათასი ტონა ყურძენი და მზადდებოდა 28-30 მლნ / ღვინო _ ღვინომასალა.

დარგში წარმოებული ყველა სახის პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული ფულადი ამონაგები შეადგენდა 500-550 მლნ მანეთს, რაც 10-ჯერ აღემატება ამჟამინდელს.

განვითარებადი სტატუსის მქონე ქვეყანამ უარი არ უნდა თქვას ამ შესაძლებლობაზე; ეს არის ჩვენი წუხილის მოტივი… მაგრამ არსებული ნედლეულის ბაზა _ ვენახის ფართობი დარგის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებას ვერ უზრუნველყოფს. სამოქმედო მიზნობრივი სამოქმედო პროგრამა კი არ გვაქვს. მეცნიერების, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ყოფილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებულია სოფლის მეურნეობის, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის რეაბილიტაციისა და განვითარების კონცეფციები, რომელთა ბაზაზე ჩამოყალიბებულია დარგების განვითარების სტრატეგია პრიორიტეტული მიმართულებებით. მეცნიერთა მიერ ქვეყანაში ვენახის ფართობის გაზრდა რეკომენდირებულია 70-75 ათას ჰა-მდე; ყურძნის საჰექტრო მოსავლიანობა, ხარისხიანი მეღვინეობის ზონებში (ადგილწარმოშობის დასახელების მიკროზონებში რეგისტრირებულია 18 დასახელება, პერსპექტივაში _ გაცილებით მეტი) ნავარაუდევია 6-7 ტონის ფარგლებში, რაც ქვეყანაში ყოველწლიურად უზრუნველყოფს ხარისხიანი ყურძნის წარმოებას. ეს მნიშვნელოვანი, უტყუარი რესურსია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ გათვლების განხორციელება სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანი უნდა გახდეს.

ამავე ფარგლებში განიხილება ქართული ცქრიალა ღვინოების სანედლეულო ბაზის განვითარება რეკომენდირებულ მიკროზონებში (შიდა ქართლი, შუა და ზემო იმერეთი).

უნდა აღდგეს ქართული საკონიაკე (ბრენდი) სპირტის გამოხდის ტრადიცია ტრადიციული სახელწოდების მიკროზონებში. პარალელურად უნდა განვითარდეს სუფრის ყურძნის წარმოების კულტურა.

დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულება და საფუძველია ჯანსაღი, უვირუსო, გენეტიკურად სუფთა, სერტიფიცირებული სარგავი მასალის (ნამყენი ნერგის) წარმოების ბაზის განვითარება. ამ მიმართულებით საფუძველი ჩაყრილია. 2007 წლიდან სოფელ ჯიღაურში (მცხეთა-საგურამო) ფუნქციობს ვაზისა და ხეხილის სერტიფიცირებული ნერგის წარმოების საბაზო სანერგე. დასაჩქარებელია ანალოგიური ფილიალების განვითარება მევენახეობის ძირითად რეგიონებში სამრეწველო სანერგეების შესაქმნელად. ეს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია და მისი განხორციელება უნდა დაჩქარდეს.

აქვე დავძენთ: ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნით, საქართველოში, როგორც ფილოქსერიან ზონაში, ვენახი მხოლოდ ნამყენი ნერგით უნდა გაშენდეს.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ამჟამად ქვეყანაში ფილოქსერაგამძლე საძირეთა სადედის ნარგაობა 5 ათეულ ჰა არ აღემატება. ნერგის მწარმოებლებს საძირე მასალის შემოზიდვა გვიწევს უკრაინიდან, მოლდოვიდან და ევროპის ქვეყნებიდან; ნერგის მწარმოებლები საძირე მასალას ძველ, მიტოვებულ ვენახებში აგროვებენ, რაც დაუშვებელია.

გავიხსენოთ: გასული საუკუნის 80-იან წლებში ფილოქსერაგამძლე საძირეთა სადედეებს ქვეყანაში ეკავა 1000 ჰაზე მეტი ფართობი. არასწორ ინფორმაციებზე დაყრდნობით, სოფლის მეურნეობის ხელმძღვანელ ორგანოებში მიაჩნიათ, რომ ვაზის სარგავი მასალის, ნერგის წარმოების სფეროში პრობლემები არ არსებობს, ამიტომ ქვეყანაში მრავალწლოვანი კულტურების განვითარებისთვის ხელშემწყობი ეკონომიკური პროექტები მევენახეობაზე არ ვრცელება. მდგომარეობა მეტად მძიმეა და სასწრაფოდ გამოსასწორებელი.

შველა უნდა იმასაც, რომ ფერმერების, მეწარმეების, პრაქტიკოსების დასახმარებლად ახალი მეცნიერეული რეკომენდაციები იკლებს ქვეყანაში სამეცნიერო-კვლევითი ობიექტების, ინსტიტუტების მოშლის გამო.

XXI საუკუნის დასაწყისში (2003.) ქვეყანაში განხორციელებული ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი, მავნებლური გადაწყვეტილებების შედეგად განადგურდა საუკუნოვანი, მძლავრი ეროვნული მეცნიერება, ინსტიტუტები, სამეცნიეროსაგანმანათლებლო ცენტრებიაღდგენითი სახელმწიფოებრივი ღონისძიებები კი იგვიანებს, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის.

პირდაპირ წარმოებული ჰიბრიდების .. უწამლო ვაზის გავრცელებისა და უპერსპექტივობის შესახებ საქართველოში

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპაში ვაზის ფესვის მავნე მწერის-ფილოქსერის წინააღმდეგ წარმატებით გადაწყდა კულტურული (ევროპულ-აზიური) ვაზის მყნობა ფილოქსერაგამძლე საძირე ჰიბრიდებზე, რასაც პირველ ეტაპზე თან ახლდა სიძნელეები: მყნობის წესების ათვისება, ნამყენი ნერგის დაბალი გამოსავალი, ტექნიკური ბაზის გაუმართაობა და სხვა, რამაც მეცნიერების-სელექციონერების წინაშე კვლავ დააყენა ახალი ამოცანა _ ჰიბრიდიზაციის გზით მიეღოთ პირდაპირ ხარისხოვანი მოსავლის მომცემი, კომპლექსურად (ფილოქსერის, ჭრაქის, ნაცრის) გამძლე ჰიბრიდული ჯიშები ე.წ. პირდაპირ წარმოებული ჰიბრიდები, რომლებიც, ამასთანავე, შეინარჩუნებდა ან გააუმჯობესებდა გასამრავლებელი კულტურული საწარმოო ჯიშის ხარისხოვან მაჩვენებლებს _ სამეურნეო-ტექნოლოგიურ თვისებებს, გამოსადეგი იქნებოდა ყველა ეკოლოგიური პირობებისთვის, რაც, სამწუხაროდ, უშედეგოდ დამთავრდა – გენეტიკური ბარიერი ვერ იქნა გადალახული, შედეგად საზოგადოებას დარჩა ათასობით ჰიბრიდი, რომელიც საქართველოშიც გავრცელდა ე.წ. უწამლი ვაზის სახელწოდებით, მათ შორის, ქართლშიც, სადაც მოიხსენიება გიბრიდას, ჯიბრიდას, დირბულას, ქინწურას, ფრანგულას სახელით. კახეთში ვაქირულას, შანიძისას ეძახიან, გურიაში _ ჭეიშვილს, კაჭიჭს…

ზოგი მათგანი გამოირჩევა მოსავლიანობით, ჭრაქის, ნაცრის მიმართ შედარებითი გამძლეობით, რასაც შეცდომაში შეჰყავს მევენახე-მეურნე; საქმის “გაადვილებით” ნაკლები დანახარჯებით მიღებული ყურძნითა და ღვინისმაგვარი სითხით იგი კმაყოფილია, რაც გაუმართლებელი და მიუღებელია შემდეგი მიზეზების გამო: უწინარეს ყოვლისა, დაბალია მავნე ორგანიზმების მიმართ მათი გამძლეობა; უმეტესობა მასობრივად ავადდება ანტრაქნოზით და სხვა დაავადებებით, რომელთა გამოც ყურძენი სიმწიფეში ლპება; ყურძენი დაბალშაქრიანია – 12-16% ფარგლებში; მჟავიანობა მაღალია და 8-17% აღწევს; ღვინო _ ნაკლებ სხეულიანი, არამდგრადი, ზოგჯერ ინტენსიურად შეფერილი, მაგრამ პიგმენტების ნაკლები სიმყარით (იშლება და ქრება) არასასიამოვნო სპეციფიკური სუნით (“მელიის” ტონებით) და გემოთი. დუღილის პროცესში წარმოიშობა უმაღლესი სპირტები (ალკოლოიდები), რომლებიც იწვევს თავის ტკივილს, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის მხედველობაზე, შეიცავს დასაშვებ ნორმაზე გაცილებით მეტ კანცეროგენულ ნივთიერებებს – მალვიდინის დიგლუკოზიდებს; წითელი ღვინოები დისტილატში იძლევა მეთილის სპირტს დიდი რაოდენობით; საკონიაკე სპირტებში ჩნდება სპეციფიკური გემო. ყოველივე აღნიშნული, ვფიქრობ, საკმარისია იმისთვის, რათა უარი ვთქვათ ე.წ. უწამლ მევენახეობა-მეღვინეობაზე,, იგი აკრძალულია ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონითაც (1998წ.) ვენახი უნდა გავაშენოთ მხოლოდ მეცნიერებისგან რეკომენდებული და კანონით დამტკიცებული სამეწარმეო ვაზის ჯიშებით – ნამყენი ნერგით.

გამოსასწორებელია სხვა ხასიათის დარღვევებიც: ბოლო წლებში მცხეთათბილისის არეალშიალადასტურისსახელით ვრცელდება წითელყურძნიანი ჯიში, რომელსაც არავითარი მსგავსება და მახასიათებლები არ აქვს ქართულ (გურიის ჯიშთა ჯგუფიდან) აბორიგენულ ალადასტურთან; იგი მოლდოველი სელექციონერების მიერ გამოყვანილი ჰიბრიდიამოლდოვასსახელწოდებით. ამავე ზონაშითბილისურისსახელით ვრცელდება იგივეუწამლიჰიბრიდი, რომელსაც, აგრეთვე, საერთო არაფერი აქვს ქართული სელექციური ჯიშის ნამდვილთბილისურთან”, რომელიც გამოყვანილია ქართველი სელექციონერების _ პროფ. . ქანთარიასა და პროფ. . ჩახნაშვილის მიერ, ამ სტრიქონების ავტორის მონაწილეობით.

ნოდარ ჩხარტიშვილი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here