Home რუბრიკები საზოგადოება მამა დავითი (ქვლივიძე): თუ ასეთი თავდადებული მებრძოლები იყვნენ ადამიანის უფლებებისთვის, რატომ სააკაშვილის...

მამა დავითი (ქვლივიძე): თუ ასეთი თავდადებული მებრძოლები იყვნენ ადამიანის უფლებებისთვის, რატომ სააკაშვილის პერიოდში არ იღებდნენ ხმას?!

რას მოუტანს სახელმწიფოს ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზება, როგორ აისახება ეს ცვლილება (თუ კი მას მიიღებენ) დემოგრაფიაზე და რა იქნება საბოლოო შედეგი? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება თბილისის მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის დეკანოზი დავითი (ქვლივიძე).

_ მამაო, ახალი პოლიტიკური ცენტრის _ “გირჩისწარმომადგენლები ხელისუფლებისგან მარიხუანისა და მისგან დამზადებული პროდუქტების ლეგალიზებას მოითხოვენ და, თუ კანონში შესაბამისი ცვლილება ახალ წლამდე არ შევა, 31 დეკემბერს პირდაპირ ეთერში დემონსტრაციულად დარგავენ აღნიშნულ ნარკოტიკს. “გირჩისლიდერები .. მსუბუქი ნარკოტიკის, არა მხოლოდ მოხმარების, შენახვისა და კულტივირების ლეგალიზებასაც ითხოვენ

_ როდესაც ჩვენი ე.წ. ნეოლიბერალები მსგავს სულიერად დამღუპველ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრობენ, არგუმენტებად იშველიებენ ევროპას, _ ევროპაშია ლეგალიზებული და აქაც უნდა იყოსო. ევროპისგან ჩვენ მართლა ბევრი გვაქვს სასწავლი, კერძოდ, შრომის კულტურა, განათლებისადმი მიდგომა და სხვ., მაგრამ ნარკომანია არის სენი, რომელსაც კაცობრიობა მიჰყავს სრული დეგრადაციისკენ.

 გარდა ამისა, ასევე ხშირად ამბობენ, ალკოჰოლი უფრო მავნეა ნარკოტიკზე და ისიც უნდა ავკრძალოთო. და განა რა, საქართველოში ალკოჰოლის ზემოქმედებით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად არ მიიჩნევა? ასეთ შემთხვევაში მანქანის მართვა კანონდარღვევად არ ითვლება? ზოგიერთ ქვეყანაში ამ დანაშაულზე არა მხოლოდ ფულადი ჯარიმაა დაწესებული, არამედ ადამიანს სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც აძლევენ. როდესაც ადამიანი გალოთებული და სულიერად დეგრადირებულია, მას “თეთრი ცხელება” ემართება _ ეჩვენება ბოროტი სულები სხვადასხვა სახით. ეს ნიშნავს, რომ ლოთობა არის უმძიმესი ცოდვა და ადამიანს, რომელიც ლოთობით კვდება, სული მიყიდული აქვს ეშმაკისთვის, ამიტომაც სახარებაში პირდაპირ წერია: “არცა მამათმავალთა, არცა ჩუკენთა, არცა მაგინებელთა და არცა ლოთთა სასუფეველი ცათა ვერ დაიმკვიდრა”. ასეთი კაცისთვის წესის აგებაც კი არ შეიძლება. თუმცა სახარებაში პავლე მოციქული დასძენს: “მარტო წყალს ნუ სვამ, ცოტა ღვინოც იხმიე. “ღვინო ახარებს სულსა კაცისასა”, _ ამბობს დავით მეფსალმუნე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ცოტა ღვინის დალევა დაშვებულია. ღვინის სმას აქვს წესი და ის უნდა მიიღო ამ წესით; ღვინო არის წმიდათაწმიდა, ვინაიდან უფალმა იგი გამოიყენა ზიარებაში.

ახლა ვნახოთ, რა არის ნარკოტიკი. როგორც კი ადამიანი გაიკეთებს ნარკოტიკულ საშუალებას, მყისვე ხდება სხვა _ მოძრაობები, მიმიკა, ქცევა, კარდინალურად ეცვლება; ზოგს ჰგონია, რომ ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანს ეუფლება ეშმაკი, ბოროტი ძალა. იგივე ემართება ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების შედეგად (მარიხუანის, ანუ პლანის ან ბიოს მოწევისას) _ მოჩვენებები, ჰალუცინაციები… ზოგიერთის ნერვული სისტემა ვერ უძლებს ამ ყველაფერს და ჭკუიდან გადადის. კიდევ ვიმეორებ: ნებისმიერი ნარკოტიკი, “მსუბუქითუ მძიმე, არის კარიბჭე ჯოჯოხეთისკენ, ხოლო ხალხი, რომელიც ამის ლეგალიზებას და დაკანონებას ითხოვს, ნებსით თუ უნებლიეთ, ბოროტების სამსახურში დგება. კაცობრიობამ იცის, საიდან მოდის ეს .. მსუბუქი ნარკოტიკების ისტორია. ეს არის ინდიელების უძველესი რიტუალი. კინოფილმებიდან გვინახავს, როგორ ხდებოდა ინდიელებისა და თეთრკანიანების შერიგება _ დასხდებოდნენ წრიულად, შუაში იჯდა ტომის ბელადი, ბუმბულებით შემოსილი, პირველი ის იწყებდა მოწევას, მერე სხვებს გადააწვდიდა და იქმნებოდა “მაგიური წრე”. როცა ყველა გაბრუვდებოდა ნარკოტიკით, ბელადი დგებოდა და იწყებდა ტომის მფარველ სულთან, დემონთან ლაპარაკს, ანუ, როგორც მარხვა ამზადებს ადამიანს ზიარებისთვის, ქრისტეს ხორცისა და სისხლის მისაღებად, ისე ამზადებდა და ამზადებს დღესაც ნარკოტიკი მას ეშმაკთან შესახვედრად. ან პირიდან ბოლის გამოშვება რა არის, პირიდან ბოლს ვინ უშვებს? _ ურჩხული, რომელიც განგმირა წმინდა გიორგიმ, ანუ ეს უკვე დემონიზმის სიმბოლოა და ნიშნავს, რომ პირით უკმევ საკმეველს ეშმაკს. ნარკოტიკით გაბრუებული კაცი პირდაპირ უკავშირდება დემონს და მის მარწუხებშია მოქცეული…

_ ზოგიერთ ევროპულ და არა მხოლოდ ევროპულ სახელმწიფოშიმსუბუქინარკოტიკი, დიდი ხანია, ლეგალიზებულია.

_ ზოგიერთ სახელმწიფოს ხელს აძლევს ამის ლეგალიზება, რადგან ნარკომანიით დაავადებული ადამიანი უპრეტენზიოა და არაფერი აინტერესებს ნარკოტიკის გარდა.

რაც შეეხება აზრს, რომ თურმე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია პირდაპირ დაკავშირებულია დემოკრატიასა და პიროვნების თავისუფლებასთან, ეს აბსოლუტურად უმართებულო მიდგომაა. როგორ შეიძლება, ნარკოდამოკიდებული და, საერთოდ, რამე ვნებას დამონებული ადამიანი თავისუფალი იყოს?! თავისუფლება ნიშნავს, რომ პიროვნება საკუთარი თავის უფალია, _ ბატონობს ყველანაირ ვნებასა და ცდუნებაზე _ მრისხანებაზე, ლოთობაზე, მრუშობაზე… კაცი, რომელსაც ნარკოტიკზე კანკალი ეწყება და მზადაა, ყველაფერი გაყიდოს, ოღონდ მიიღოს ეს “სიამოვნება”, თავისუფალია?! ის არის ვნების, ანუ ეშმაკის მონა.

_ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეები ამბობენ, რომ მოქალაქის აყვანა ქუჩაში და ნარკოტესტირება შარდის ანალიზით პიროვნების შეურაცხყოფაა. მათ ასევე ხშირად მოჰყავთ სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ყოველწლიურად 18 მილიონ ლარს ხარჯავს ამ ტესტირებაში. რა აზრის ხართ ამაზე?

_ რა არის შეურაცხმყოფელი: დამნაშავის აყვანა და პასუხისგებაში მიცემა?! კანონს დაარღვევ _ დაგიჭერენ, ეს ვინმესთვის გაუგებარია?! მე თუ მკითხავთ, ტესტირება უნდა გაიარონ პოლიტიკოსებმაც და განსაკუთრებით მათ, ვისაც მაღალი თანამდებობები უკავია. სახელმწიფოს ნარკომანი არ უნდა მართავდეს, რადგან ნარკოდამოკიდებული ადამიანი ფსიქიკურად დაავადებულია.

ახლა რაც შეეხება დემოგრაფიას, გაერო ისედაც საგანგაშო დემოგრაფიულ მონაცემებს გვიქვეყნებს ყოველწლიურად და ნარკომანიის ლეგალიზება იქნება მომაკვდინებელი დარტყმა, რომელიც დაასრულებს ყველაფერს. ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა .. ლიბერალებმა, მაგრამ მათთვის ეს არ არის მთავარი, მათთვის მთავარია, თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები და პირადი კეთილდღეობა, რომლისთვისაც ყველაფერს იკადრებენ.

_ “გირჩსრა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს?

_ ისინი არიან გაკოტრებული პოლიტიკოსები და მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით ცდილობენ, იტივტივონ პროცესების ზედაპირზე. ისე, თუ ასეთი თავდადებული მებრძოლები იყვნენ ადამიანის უფლებებისთვის, რატომ სააკაშვილის პერიოდში არ იღებდნენ ხმას?! მაშინ არ იყო, ნარკოტიკზე დაჭერილი ხალხით რომ ივსებოდა ციხეები?! რა, მაშინ არ უყვარდათ საქართველო, არ ეწვოდათ გული თავისუფლებასა და დემოკრატიაზე?! აქედან ჩანს, რომ ეს ადამიანები ყველაფრის მკადრებლები არიან, მათ არ აქვთ არც სინდისი, არც ღირსება და არც პრინციპები. ისინი არიან ფულს დამონებული, პირად კეთილდღეობაზე დახარბებული პოლიტიკანები, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ, ოღონდ თანამდებობა მიიღონ. ისინი არიან საქართველოს მტრები და არ არსებობს დღეს იმაზე დიდი საფრთხე სახელმწიფოსთვის, ვიდრე ასეთი უსინდისო, სულგაყიდული ადამიანები რაც შეეხება 18 მილიონს, ეს თანხა არამხოლოდ “ანაშის” მოწევის შესამოწმებლად, არამედ ყველა ნარკოტესტისთვის არის გათვალისწინებული. მაშინ გავაუქმოთ პოლიცია, რომელიც 24 საათის განმავლობაში პატრულირებს და ხარჯავს უამრავ საწვავს. ან რამდენიმემილიონიანი სამხედრო ხარჯი რაღად გვინდა, ომი ხომ არ გვაქვს ახლა ვინმესთან?

_ თუ პარლამენტი დააკმაყოფილებსგირჩისმოთხოვნას და რეალურად დადგება დღის წესრიგში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების მიღება, რა უნდა გაკეთდეს ამ პროცესის შესაჩერებლად?

_ პარლამენტი ხალხის არჩეულია და ვალდებულია, ხალხს ემსახუროს. დეპუტატებმა “გირჩისა” და ფულზე გაყიდული გრანტიჭამია პარტიების მოთხოვნები კი არ უნდა შეასრულონ, ხალხს უნდა მოუსმინონ.

_ ხალხის არჩეული იყო წინა მოწვევის პარლამენტიც, რომელმაც ანტიდისკრიმინაციული კანონი დაამტკიცა.

_ ამიტომაც იყო ის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო და იმ დეპუტატებმაც უნდა იცოდნენ, რომ საშვილთაშვილოდ ეყოფათ ჩადენილი ცოდვა.

_ შარშან და შარშანწინ გამართულ აქციებზე დეკრიმინალიზაციაზე იყო საუბარი, ახლა ლეგალიზებას ითხოვენ

_ ისინი არიან სახელმწიფოს დაუძინებელი მტრები და, რასაც აკეთებენ, შეუგნებლად, გაუცნობიერებლად კი არა, კონკრეტული, მიზანმიმართული გეგმით აკეთებენ. მალე, ალბათ, გასაღების ლეგალიზებასაც მოითხოვენ და ბოლოს პროპაგანდასაც დაიწყებენ, ნარკოტიკი სასარგებლოა, ყველამ გასინჯეთო. ერთხელაც შეიძლება განაცხადონ, “ჯეფი” და “კრაკადილი” (ეს არის ბენზინზე, კანალიზაციის საწმენდ “კროტსა” და კალიუმის პერმანგანატზე დამზადებული ნარკოტიკი) ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ოპიუმი, ჰეროინი და სხვა ნარკოტიკი დავურიგოთ ადამიანებსო.

_ აქ ლაპარაკია არა მძიმე, არამედ მსუბუქ, მოსაწევ ნარკოტიკზე

_ წამლის მკეთებელი ასი ნარკომანი რომ ავიღოთ, მათგან მხოლოდ ორ პროცენტს თუ აქვს დაწყებული პირდაპირ ნემსით ნარკომანობა. 98 პროცენტი ამ სამყაროში პლანისა და ანაშის მოწევით შევიდა და თავი საბოლოოდ დაიღუპა. რომც მოვინდომოთ, ამ სფეროში “მძიმე” და “მსუბუქი” ნარკოტიკებს გამიჯვნა, შეუძლებელია. იწყება “მსუბუქით”’ და მთავრდება “მძიმით”, ანუ სულიერი კატასტროფით.

აქვე მინდა, პასუხი გავცე იმ .. ნეოლიბერალ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ევროპის ქვეყნები მოჰყავთ ხოლმე სამაგალითოდ და ხშირად ახსენებენ ჰოლანდიას, რომელშიც ყველაზელიბერალურინარკოპოლიტიკაა. ჰოლანდიაში უამრავი ისეთი წესი არსებობს, რომელსაც ჩვენ არასოდეს მივიღებთ. თქვენ წარმოგიდგენიათ, ქართველ კაცს თავის ხელით მიჰყავდეს ცოლი გასაქირავებლად და ვიტრინაზე აყენებდეს?!

კიდევ ვიმეორებ: ნარკომანია, დაავადებასთან ერთად, არის მძიმე დანაშაული და ნარკოპოლიტიკა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შერბილდეს. ეს იგივეა, რომ კრიმინალის მიმართ შეამსუბუქო კანონი და საშიშ დამნაშავეებს მწვანე შუქი აუნთო. მე თუ მკითხავთ, სახელმწიფოს ამ საკთხზე უნდა ჰქონდეს პრინციპული პოზიცია და კიდევ უფრო პრინციპული მათ მიმართ უნდა იყოს, ვინც ნარკომანიის ლეგალიზებას ითხოვს. შეიძლება ეს ხალხიპლანისმოწევის გამო არ დაიჭირონ და რამდენიმე წელი ციხეში არ ჩასვან, მაგრამ მათ უნდა დაუწესდეთ ჯარიმები. გაუხდელობის შემთხვევაში კი იძულებითი სამუშაოები _ ქუჩების დასუფთავება, სკვერების კეთილმოწყობა. ისევე, როგორც ნასვამ ადამიანს, ეკრძალება ავტომობილის მართვა, “პლანისზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანსაც უნდა ეკრძალებოდეს საჭესთან ჯდომა. აგრეთვე, უნდა აეკრძალოთ საპასუხისმგებლო თანამდებობების დაკავება. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას იმ აზრის დამკვიდრება, რომ ნარკომანია ჩვეულებრივი ამბავია, რომ ეს, დაავადება კი არა, ბუნებრივი მდგომარეობაა და არავითარი ცოდვა, დანაშაული არ არის. მით უფრო არ უნდა დაუშვას ამ ცოდვით შეპყრობილი ადამიანის მოხვედრა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში მათი ყოფნა ქვეყნისთვის დიდი საფრთხეა და ამას ნებისმიერ დროს შეიძლება მოჰყვეს დამანგრეველი შედეგები.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here