Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკა ლალიაშვილი: საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ლიბერალურ პარტიებს საქართველოში პულსი არ ესინჯებათ

ნიკა ლალიაშვილი: საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ლიბერალურ პარტიებს საქართველოში პულსი არ ესინჯებათ

1111

მას შემდეგ, რაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს ოთხი წლით დაეპატრონა, მსოფლიოს ნეოლიბერალურ სამგლეთში გმინვა-გოდება არ წყდება. 

მულტიკულტურიზმის მამებს თუ დავუჯერებთ, დემოკრატია საფრთხეშია და კაცობრიობა შუასაუკუნეობრივი სიბნელის მიჯნაზე დგას. ანალოგიური ყაყანია ქართულ ნეოლიბერალურ სპექტრშიც, _ ცხრა გრანტს გადამხტარენჯეოებსგანგაში აქვთ ატეხილი, _ ბნელ წარსულში ვბრუნდებითო. როგორც ჩანს, ამ შიშს ისინი უსაფუძვლოდ არ განიცდიან და ცოფებს ტყუილუბრალოდ არ ყრიან. ტრამპის ტრიუმფი ნიშნავს, რომ მსოფლიოში დემოკრატიად შერაცხილინეოლიბერალურიტერორი დასრულდა, რომ ამ იდეოლოგიას ამერიკის მოსახლეობამ სიკვდილის განაჩენი გამოუტანარა ცვლილებებს გამოიწვევს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატის გამარჯვება, რა გარდაქმნებია მოსალოდნელი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ასპარეზზე და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ტელეკომპანიამაესტროსპოლიტიკური ანალიტიკოსი ნიკა ლალიაშვილი.

_ ბატონო ნიკა, არჩევნებამდე ყველა გამოკითხვა კლინტონის უპირატესობაზე მიუთითებდა და, ალბათ, ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა 8 ნოემბერს მის დამარცხებას. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა დონალდ ტრამპის წარმატება? რატომ განიცადა ასეთი კრახინეოლიბერალურმაპოლიტიკურმა ფრთამ?

_ დავიწყოთ ტერმინების განსაზღვრით. არავითარი ნეოლიბერალზმი ეს არ არის. ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური ლიბერალიზმი და ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა ტრამპის გამარჯვება სრულიად სამართლიანად აღიქვა ამ იდეოლოგიის ჰეგემონიის დასასრულად. ეს ჰეგემონია გრძელდებოდა რამდენიმე ათეული წელიწადის განმავლობაში და ახლა მართლაც დასრულდა.

რაც შეეხება გამოკითხვებს, რომელიც თქვენ ახსენეთ, იმ ფაქტმა, რომ თითქმის ყველა გამოკითხვა აჩვენებდა კლინტონის უპირატესობას, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველა ეს გამოკითხვა თავიდან ბოლომდე იყო გაყალბებული. სწორედ ამას ამხელდა ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, როცა ამბობდა, რომ კორუფცირებული მედია და სოციოლოგიური სამსახურები ათწლეულების განმავლობაში ატყუებდნენ ადამიანებს. არჩევნების დღეს ეს მედიასაშუალებები და სოციოლოგიური სამსახურები გააფთრებით იბრძოდნენ, ხალხისთვის დაემტკიცებინათ, რომ ტრამპი აგებდა, მაგრამ ვერ შეძლეს. ტრამპმა დამაჯერებად მოიგო, თუმცა ამერიკელი ხალხისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა, მოულოდნელი აღმოჩნდა მხოლოდ მათთვის, ვინც მხოლოდ მედიიდან იღებდა ინფორმაციას. ეს მხოლოდ ამერიკელებს კი არ ეხება, არამედ დანარჩენ მსოფლიოსაც, მათ შორის, ქართველ ლიბერალებსაც, რომლებსაც თავზარი დასცა ამ ამბავმა.

ახლა კონკრეტულად _ რამ განაპირობა ტრამპის გამარჯვება. უწინარესად, ერთ ფაქტს გავიხსენებ: 2015 წლის აგვისტოში მან “ფოქსნიუსის” წამყვან მეგან კელის განუცხადა, რომ ამერიკის მთავარი პრობლემა არის პოლიტკორექტულობა. კერძოდ, რას გულისხმობდა: პოლიტკორექტულობა ლიბერალების ხელში გადაიქცა, ფაქტობრივად, ახალ რელიგიად, რომელსაც გულმოდგინედ ახვევდნენ თავს კაცობრიობას და ბოლოს მივიდნენ ისეთ აბსურდამდე, რომ საგნებს, მოვლენებს, ობიექტებს, ადამიანებს თავის სახელს ვეღარ არქმევდნენ. როგორც კი შეეცდებოდი, ამა თუ იმ მოვლენისთვის დაგერქმია შესაბამისი სახელი, მყისვე აინთებოდა წითელი და გეტყოდნენ, რომ ეს არაკორექტულია, ფაშისტი ხარ, რასისტი, კაცთმოძულე, ქალთმოძულე და ა.შ. ზუსტად ასე იქცეოდა ტრამპის მიმართ ლიბერალური პრესა და ამ მხრივ იყო სრული დისბალანსი. წარმოიდგინეთ, 53 ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა ეწეოდა ტრამპის საწინააღმდეგო კამპანიას და მხოლოდ ორი გამოცემა უჭერდა მხარს. მიუხედავად ამ უთანასწორო ბრძოლისა, კონსერვატიულმა ამერიკამ იზეიმა გამარჯვება და ეს გამარჯვება არის იდეოლოგიური გარდაქმნების დასაწყისი ცივილიზებულ მსოფლიოში…

_ როგორ ფიქრობთ, საქართველოში რა გამოძახილი შეიძლება მოჰყვეს ამ გარდაქმნებს საქართველოში? აქ ჯერჯერობით ისევლიბერალურიფრთა ფლობს პროპაგანდისტული საშუალებების დიდ ნაწილს.

_ ვერ დაგეთანხმებით, საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ლიბერალურ პარტიებს არათუ შანსი აქვთ, საერთოდ, პულსი არ ესინჯებათ და პოლიტიკური ბანკროტები არიან. მხოლოდ “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეძლო ბარიერის გადალახვა და შევიდა პარლამენტში, მაგრამ ეს პარტიაც რეალურად დაშლის პირას არის, ვხედავთ მისი პოლიტიკური დემონტაჟის პროცესს, რომელიც დროთა განმავლობაში ლოგიკურ დასასრულამდე მივა. იმ გარდაქმნას, რომლებიც დღეს მიმდინარეობს დასავლეთში, დავარქმევდი გლობალურ კონსერვატიულ რევოლუციას და საქართველო, რა თქმა უნდა, ამ გარდაქმნების კვალდაკვალ უნდა განვითარდეს…

_ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რუსეთთან ურთიერთობის საკითხს. იგი იმთავითვე აცხადებდა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებდა კრემლთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. როგორ ფიქრობთ, საქართველოზე როგორ იმოქმედებს ვაშინგტონის ეს პოლიტიკა და საქართველოს ხელმძღვანელობა თუ არის მზად ამ პოლიტიკური ცვლილებებისთვის?

_ თავის დროზე “ქართულმა ოცნებამ” გადადგა გარკვეული ნაბიჯები მოსკოვთან დიალოგისკენ და რაღაც დონეზე ამას შედეგი ჰქონდა, თუმცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამის გამო ხელისუფლების წარმომადგენლები კრემლის აგენტებად გამოაცხადა და ამაზე ააწყვეს მთელი საინფორმაციო კამპანია. ცხადია, ეს იყო ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი მმართველი გუნდისთვის, რომელიც ასევე განიცდიდა სერიოზულ პოლიტიკურ წნეხს დასავლეთიდანაც. დღეს ეს წნეხი მოხსნილია, თანაც “ქართულ ოცნებას” აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, მომავალში უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება ურთიერთობების დარეგულირებისკენ და ამას მალე დავინახავთ. მით უფრო, რომ შესაბამისი ნება ქართველმა ხალხმა გამოხატა ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, როცა რუსეთთან კონფრონტაციის მომხრე სუბიექტებს ხმა არ მისცა და პარლამენტს მიღმა დატოვა.

_ თქვით, რომ ამერიკაში 8 ნოემბრამდე ჩატარებული ყველა გამოკითხვა გაყალბებული იყო. ამერიკული სოციოლოგიური სამსახურები საქართველოშიც ატარებდნენ გამოკითხვებს და ამის საფუძველზე გვეუბნებოდა ხელისუფლება, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროატლანტიკური სტრუქტურებია. როგორ ფიქრობთ, სანდო იყო ის მონაცემები და საერთოდ, ხომ არ ფიქრობთ, რომ დასავლეთში მიმდინარე იდეოლოგიური გარდაქმნების კვალდაკვალ საქართველომაც უნდა გადახედოს თავის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს?

_ კიდევ ვიმეორებ: ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებმა საბოლოოდ გააშიშვლა ისტერიკული ლიბერალური პროპაგანდა, ამიტომ ყველაფერმა, რასაც ისინი აკეთებენ და ამტკიცებენ, აზრი დაკარგა. ასევე ცხადი შეიქნა, რომ აქ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები, ისევე, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული მედიის დიდი ნაწილი, იყო ყალბი.

რაც შეეხება შეკითხვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებზე, ნატოში შესვლა-არშესვლაზე ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და შესაძლოა, ხელახლა გახდეს პლებისციტის ჩატარება საჭირო, თუმცა ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხი უფრო პრაგმატულად და რეალისტურად უყურებს დღეს ამ საკითხს. ეს უკვე აღარ არის რაღაც მითი, რომელსაც თავის დროზე გვინერგავდნენ: დღეს არა _ ხვალ შევალთ, ხვალ არა _ ზეგ და ა.შ.

_ ტრამპის საარჩევნო პროგრამა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასაც ითვალისწინებს. მცირე ხნის წინათ მან განაცხადა, რომ უახლოეს ხანში შეერთებულ შტატებს სამ მილიონამდე არალეგალი დატოვებს. მიგრანტების პრობლემის წინაშე დგას საქართველოც, რადგან სააკაშვილის პერიოდში სავიზოსაიმიგრაციო პოლიტიკამლიბერალიზმისპიკს მიაღწია და აფრიკისა თუ ახლოაღმოსავლეთის ასამდე ისლამურ სახელმწიფოსთან უვიზო მიმოსვლა დააწესეს. საჭიროა თუ არა ამ მხრივ ცვლილებები და უნდა მივყვეთ თუ არა ამერიკას კვალდაკვალ ისევ, როგორც აქამდე მივყვებოდით?

_ ცხადია, საიმიგრაციო სამსახური უნდა მუშაობდეს მაქსიმალური დატვირთვით, არალეგალების შემოსვლა უნდა კონტროლდებოდეს და მხოლოდ ლეგალურად, კანონიერად უნდა შეეძლოთ უცხოელებს აქ ყოფნა. ტრამპის პოლიტიკა ამ მხრივ არის აბსოლუტურად ადეკვატური, რადგან ამბობს, რომ, ვინც შემოსულია კანონის გვერდის ავლით, დაბრუნდება თავის ქვეყანაში.

_ ამის გამო ტრამპი რასისტად და შოვინისტად შერაცხა ამერკულმა მედიამ.

_ არა მხოლოდ ამის გამო, ლიბერალური მედია ასევე მანიპულირებდა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებაზე გაკეთებული განცხადებით, აბორტის თემაზე და ა.შ. მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, ტრამპს ხმა მისცა ქრისტიანული ამერიკის დიდმა ნაწილმა. ეს, ფაქტობრივად, არაფრით განსხვავდება იმისგან, რასაც ლაპარაკობს საქართველოს საპატრიარქო

აქამდე საქართველოში კონსერვატიულად მოაზროვნე ადამიანებს ლიბერალები ეძახდნენ “გრუზინებს” და ამაში იდო დიდი ირონია, შეურაცხყოფა. ახლა ეს რეალობა კარდინალურად შეცვლილია, ამიტომ დღეს თუ ვინმე ლიბერალი გეტყვით, _ “გრუზინი” ხარო, თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ყველაზე დიდი “გრუზინი” დონალდ ტრამპია.

_ დასასრულ, სამართლიანობის აღდგენაზე გკითხავთ. ადვოკატები და უფლებადამცველები ხშირად ამბობენ, რომნაცმოძრაობასვაშინგტონიდან მფარველობდნენ და ქართულ მართლმსაჯულებას ამის გამო ხელფეხი ჰქონდა შეკრული. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს წნეხი, ალბათ, მოიხსნება. როგორ ფიქრობთ, უნდა დაიწყონ თუ არა საგამოძიებო სტრუქტურებმა უფრო აქტიური მოქმედება? იქნება თუ არა ამ მხრივ მეტი თავისუფლება?

_ არა მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში ისე, როგორც ამას აკეთებდა მისი წინამორბედი. ობამას ადმინისტრაცია ნამდვილად ერეოდა ყველაფერში. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედ ასეთი წნეხის შედეგი იყო თავის დროზე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება. ტრამპი, ალბათ, უფრო ორიენტირებული იქნება უსაფრთხოებაზე და ის კოლოსალური თანხები, რომლებიც მიდიოდა ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ჯიბეში, მოხმარდება სწორედ ამ მიმართულებას, ანუ ამიერიდან მილიონები აღარ წავა ისეთ უსარგებლო პროექტებზე, როგორიცაა ლგბტთემის დაცვა, ოჯახური ძალადობის მონიტორინგი, ქალთა უფლებები, მათი ჩართულობა პოლიტიკაში და .. ამას 8 ნოემბერს წერტილი დაესვა. სამართლიანობის აღდგენას რაც შეეხება, ეს არის ქართველი ხალხისა და ქართული მართლმსაჯულების პრეროგატივა. ცხადია, თითოეული საქმე უნდა იქნეს გამოძიებული და ყველა, ვინც კი დანაშაული ჩაიდინა, კანონის შესაბამისად გასამართლებული.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here