Home რუბრიკები პოლიტიკა თუ კოკოითი კვლავ გახდება „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“, მაშინ მოსკოვი ამ რესპუბლიკის...

თუ კოკოითი კვლავ გახდება „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“, მაშინ მოსკოვი ამ რესპუბლიკის დაფინანსებას შეწყვეტს

799

„სამხრეთ ოსეთის სახალხო პარტიის“ ლიდერმა, ტაირა გაგლოევამ განაცხადა, რომ მათი „რესპუბლიკის“ ყოფილი პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი აპირებს მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში და კვლავ ჩაუდგეს სათავეში სეპარატისტულ „ფსევდოსახელმწიფოს“. თავად კოკოითი ჯერჯერობით დუმს. ცხადია, გაგლოევა ამ განცხადებას არ გააკეთებდა მასთან შეთანხმების გარეშე,  კოკოითი რეაქციებს ელოდება. 

მოსკოვის რეაქცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მკაცრი აღმოჩნდა: პუტინის ადმინისტრაციაში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „კურატორის“, ვლადისლავ სურკოვის ერთ-ერთმა თანაშემწემ განაცხადა, რომ თუ კოკოითი კვლავ გახდება „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“, მაშინ მოსკოვი  ამ რესპუბლიკის დაფინანსებას შეწყვეტს, რაც ცხინვალისთვის სრული კატასტროფა იქნება, რადგან  განსხვავებით თუნდაც იმავე აფხაზეთისგან, ეს ტერიტორია მთლიანად, – 100 კი არა 1000%-ით, – რუსეთზეა დამოკიდებული. კოკოითი კრემლის ერთგული „ქოფაკი“ იყო.  მაგრამ ამ შემთხვევაში არასდროს, არც ერთი სეპარატისტული წარმონაქმნის მიმართ კრემლს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია.  სწორედ მოსკოვმა დაბლოკა მისი მცდელობა  (2011 წელს), შეეცვალა „სამხრეთ ოსეთის“ კონსტიტუცია და მესამე ვადით დარჩენილიყო პრეზიდენტად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here