Home რუბრიკები პოლიტიკა სომხეთის პრეზიდენტის ბრალდებები ალიევს და სამხედრო პარტნიორობა რუსეთთან

სომხეთის პრეზიდენტის ბრალდებები ალიევს და სამხედრო პარტნიორობა რუსეთთან

493

სომხეთში ისქანდერის სარაკეტო სისტემების შეყვანის თაობაზე სომხეთის ლიდერი სერჟ სარქისიანი ამბობს, რომ ეს იძულებითი ქმედება იყო. პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლაში ბაქოს ადანაშაულებს. სარქისიანის თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი კონფლისტის დარეგულირების შეთანხმების ხელმოწერასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა მოლაპარაკება აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენჯერმე ჩაშალა.

“მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი სისტემატიურად ანახლებდნენ სამხედრო ტექნოლოგიებს, ჩვენ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გვქონდა. ჩვენ ვისმენდით მუდმივ მუქარას აზერბაიჯანის მხრიდან, რის გამოც იძულებულნი გავხდით უსაფრთხოების გაძლიერებაზე გვეზრუნა. ისქანდერები რუსეთისგან მივიღეთ, რისთვისაც მადლობელი ვართ, თუმცა განვმეორდები და ვიტყვი, რომ ეს იყო იძულებითი ქმედება. ჩვენ შემუშავებული გვქონდა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ე.წ. უსაფრთხოების ზონიდან ჯარები უნდა გაგვეყვანა, თუმცა დოკუმენტში იმაზეც იყო საუბარი, რომ მთიანი ყარაბაღის მომავალი სტატუსი ადგილობრივ მოსახლეობას რეფერენდუმის გზით უნდა გადაეწყვიტა. სამწუხაროდ, ბაქო ყოველ შეხვედრაზე ახალ მოთხოვნებს აყენებდა. მე დღესაც მზად ვარ ალიევთან შესახვედრად, თუ ეს შედეგს გამოიღებს”-აღნიშნა სარქისიანმა “ვესტი ნედელისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

სერჟ სარქისიანი რუსეთსა და სომხეთს შორის რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილი ერთიანი სამხედრო დაჯგუფების შესახებას აფასებს. ვრცელი ინტერვიუ სომხეთის პრეზიდენტმა „ვესტი ნედელის“ მისცა. „რუსეთთან ურთიერთობა ყოველთვის გვქონდა, მაგრამ ყოველთვის მოკავშირეები არ ვყოფილვართ. გვქონდა ეკონომიკური კავშირი, გვყავდა გაერთიანებული სამხედრო ჯგუფიც, თუმცა ეს პროცესი მუდმივად ვითარდებოდა. ჩვენ დღესაც ვანვითარებთ სამხედრო თანამშრომლობას და მანამდე ვიმუშავებთ, სანამ გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფება ისეთი არ გახდება, როგორიც გვინდა იყოს. რაც შეეხება სომხეთში ახალი რუსული ბაზის შექმნას, ვფიქრობ, ამის აუცილებლობა არ არსებობს. პატარა სომხეთისთვის ერთი ბაზაც საკმარისია,“- აღნიშნა სარქისიანმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here