Home რუბრიკები პოლიტიკა პოროშენკომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის გარეშე დატოვოს

პოროშენკომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის გარეშე დატოვოს

495

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვან. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„ჩემმა კარგად ინფორმირებულმა წყარომ შემატყობინა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ დაავალა იგორ კონონენკოს და მის თანამზრახველ გრანოვსკის, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციულ პირამიდაში სასამართლო საქმეების არაფორმალური კურატორია, მოამზადონ ჩემთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით აღნიშნული შეუძლებელია. „საერთაშორისო სამართალი და უკრაინის კანონმდებლობა კრძალავს მოქალაქეობის ჩამორთმევას უკრაინის მოქალაქეებისთვის, თუ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნიათ. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ სარგებლობს ამ თაღლითების მომსახურებით, არამედ ყურსაც უგდებს მათ რჩევებს“, – დასძენს მიხეილ სააკაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here