კანადაში ეპისკოპოსად პედერასტი აირჩიეს
კანადის ანგლიკანურმა ეკლესიამ, ისტორიაში პირველად, ეპისკოპოსის რანგში აიყვანა აშკარა ჰომოსექსუალი. 45 წლის კენონ რობერტსონი, რომელიც თავის ე.წ. პარტნიორ მოჰანთან ერთად 2 ბავშვს ზრდის, ტორონტოს ეპარქიის ეპისკოპოსად დასვეს, _ იუწყება Christian Radio.
რობერტსონი დიაკონად აკურთხეს 1997 წელს, მას შემდეგ, რაც ტორონტოს უნივერსიტეტის სამების კოლეჯში მიიღო “ღვთისმეტყველის” მაგისტრის ხარისხი. “ეპისკოპოსის” არჩევისას ბევრი დაუფარავად აპროტესტებდა რობერტსონის დაწინაურებას და ამბობდა, რომ მისი ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა ეკლესიის ტრადიციულ წყობას.
“მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ეკლესიისთვის ვიქნები ეპისკოპოსი, მათ შორის მათთვისაც, ვისი თვალსაზრისიც ამა თუ იმ საკითხზე საფუძველშივე არ შეესაბამება ჩემსას. მე მათი ეპისკოპოსიც ვარ”, _ ხაზგასმით აღნიშნა რობერტსონმა.
ჩრდილოეთი ამერიკის ანგლიკანურმა ეკლესიამ ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება 2000 წელს აღიარა, სამი წლით ადრე, სანამ კანადის მთელ ტერიტორიაზე ოფიციალურად დაკანონდებოდა. 2003 წელს, ჩრდილოეთ ამერიკაში პირველად, აშშ-ის ეკლესიამ ეპისკოპოსად აკურთხა გეი _ ჯონ რობინსონი.
მას შემდეგ ანგლიკანური ეკლესიის რამდენიმე ფილიალმა, კერძოდ, აფრიკასა და აზიაში, კავშირი გაწყვიტეს ეკლესიასთან, რომელმაც ეპისკოპოსად პედერასტი აკურთხა.
2016 წლის იანვარში ანგლიკანური ეკლესიის მსოფლიოს ყველა ქვეყნის არქიეპისკოპოსებმა და ეპისკოპოსებმა, რომლებიც დახურულ კარს მიღმა შეიკრიბნენ კენტერბერიის ტაძარში, დაგმეს ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება, როგორც “ანგლიკანური ეკლესიის ტრადიციებიდან პრინციპული გადახვევა”.
მიუხედავად ამისა, კანადის ანგლიკანურმა ეკლესიამ არად ჩააგდო არქიეპისკოპოსებისა და ეპისკოპოსების გადაწყვეტილება და კანადის ეკლესიის ეპისკოპოსად პედერასტი აირჩია.
აშშ–ის შიშველი პირველი ლედი: დონალდ ტრამპის ცოლის საუკეთესო ფოტოები
აშშ–ის ახალი პრეზიდენტის მეუღლე, მელანია ტრამპი, პროფესიონალი მოდელია და მას მრავალ ფოტოსესიაში მიუღია მონაწილეობა.
46 წლის სლოვენიელი მოდელი, რომელიც, სანამ დონალდ ტრამპს გაჰყვებოდა ცოლად, მელანია კნავსად იყო ცნობილი, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სექსუალური პირველი ლედია.
ნახევრადშიშველ ლამაზმან მელანიას მსოფლიოში განთქმული ფოტოგრაფები სურათებს უღებდნენ ისეთი გამოცემებისთვის, როგორებიცაა GQ; FHM-ი; Vogue-ი, Vanity-ი; Fair-ი; Elle; Glamour-ი და სხვ.
აშშ–ში მანიაკს ახალგაზრდა ქალი რამდენიმე თვე კონტეინერში ჰყავდა დამწყვდეული
სამხრეთ კაროლინაში (აშშ) მამაკაცს ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სატვირთო კონტეინერში ქალი ჰყავდა დამწყვდეული.
ახალგაზრდა ქალი დაკარგულად ითვლებოდა აგვისტოდან, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ სამართალდამცველებმა იპოვეს, როდესაც ერთ-ერთ სოფელს ჩხრეკდნენ _ პოლიციელებს ბრახუნი შემოესმათ კონტეინერიდან, რომელიც ბოქლომით იყო დაკეტილი.
მოძალადე მამაკაცის ტყვე აღმოჩნდა 30 წლის კალა ბრაუნი, რომელიც კონტეინერში ჯაჭვით იყო დაბმული. მან მოგვიანებით პოლიციელებს განუცხადა, რომ დამნაშავის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, სავარაუდოდ, ოთხი ადამიანის გვამია დამარხული. მოძალადე ტოდ კოლჰეპი დაპატიმრებულია. ის 1987 წელს ნასამართლევია ადამიანის გატაცებისა და სექსუალური ძალადობის გამო. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ კოლჰეპი სერიული მკვლელია.
კიეველმა მოზარდმა სანაძლეოს გამო ქალი გააუპატიურა
მოძალადემ მსხვერპლს ყელში დანა მიაბჯინა, შემდეგ სარდაფში ჩაათრია და გააუპატიურა.
კიევში 17 წლის ყმაწვილი თავს დაესხა 27 წლის ქალს და ყელის გამოჭრით დაემუქრა, შემდეგ სარდაფში ჩაათრია და გააუპატიურა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს საქციელი ახალგაზრდამ სანაძლეოს გამო ჩაიდინა _ მეგობარს დაენაძლევა, რომ შეეძლო ნებისმიერ გამვლელს დასხმოდა თავს.