სამოქალაქო საზოგადოებრივ – პატრიოტული მოძრაობა ,,საქართველოს უკვდავი პოლკი“ აცხადებს, რომ 2017 წლის 9 მაისს, ვაკის გამარჯვების პარკში დილის 11 საათზე გაიმართება ,,საქართველოს უკვდავი პოლკის“ ღონისძიება.
გამარჯვების დღისთვის მიძღვნილი ღონისძიების მთავარი ატრიბუტი გახდებიან ჩვენი ქვეყნის მებრძოლი – გამარჯვებული ვეტერანები, მებრძოლი პარტიზანები და ყველა ის გმირები, ვინც ერთად იბრძოდა ფაშიზმზე გასამარჯვებლად. ჩვენ, ყველანი დიდი სამამულო ომის ვეტერანების შვილები და შვილიშვილები ვართ, ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა აერთიანებს ყველა ასაკის, კონფესიის, სოციალური ფენის და პოლიტიკური მრწამსის მქონე ადამიანებს. “უკვდავი პოლკის” აქციები იმართებე მთელ მსოფლიოში: ამერიკაში, კანადაში, კუვეიტში – სულ 50 ქვეყანაში. ერთად ერთი პირობა, რომელიც საჭიროა ამ აქციაში გასაერთიანებლად არის ის, რომ უნდა გვახსოვდეს და ვამაყობდეთ ჩვენი გმირების მიერ მოპოვებული გამარჯვებით. ჩვენ გელოდებით თქვენ, ოჯახის წევრებთან ერთად, თქვენი გმირების სურათებით, 2017 წლის 9 მაისს, დილის 11 საათზე, საქართველოს უკვდავი პოლკის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან!
,,საქართველოს უკვდავთა პოლკი“ ხელმძღვანელი, რევაზ გოგიძე.