9 მაისი _ დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე

    გაუმარჯოს 9 მაისს!“; „დაიწყე რუსეთთან დიალოგი!“; „აკრძალე ნაცი!”; „არა უკრაინიზაციას!“ _ ასეთი მოწოდებებით აღნიშნეს 9 მაისი სხვადასხვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა მომხრეებთან ერთად თბილისში, მელიტონ ქანთარიას ბიუსტთან გამართულ ღონისძიებაზე. აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების შეკრების ინიციატორი იყო პარტია ,,სოლიდარობა მშვიდობისთვის”.

    საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოსულმა დელეგაციებმა მსვლელობა დაიწყეს კინო „საქართველოდან“. გამოჩნდა წითელი დროშებიც, მათ შორის გამარჯვების დროშის ერთი-ორი ასლი ნამგლითა და უროთი. ამ საბჭოთა სიმბოლოებიანი დროშების გამოტანა აკრძალულია კანონით „თავისუფლების ქარტია”. დროშის მფლობელები ამტკიცებდნენ, რომ მათი კონფისკაციის უფლება პოლიციას არ აქვს, რადგან პირადი საკუთრებაა და არა აქციის ორგანიზატორებისა.

    პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტმა წაიკითხა ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავის გამო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოგზავნილი მილოცვა დიდი სამამულო ომის ქართველი ვეტერანებისადმი.

     პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“  გენერალურმა მდივანმა თემურ ფიფიამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, დესტრუქციულ ძალებს მიეცეთ 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს. ეს ძალები შეიძლება შევიდნენ საკრებულოთა შემადგენლობაში და მდგომარეობა განიმტკიცონ. ულტრამემარჯვენე, ლიბერალური ძალები კვლავ შეეცდებიან, არიონ ქვეყანა და მოვიდნენ ხელისუფლებაში, ეს კი პროფაშისტური რეჟიმის რესტავრაციასა და საქართველოს „უკრაინიზაციას“ მოასწავებს.

    მიტინგის მონაწილეები შეუერთდნენ „მრგვალი მაგიდის“ გადაწვეტილებას, დაიწყონ ხელმოწერების შეგროვების კამპანია. ხელი მოეწერება ხელისუფლებისადმი მიმართვას, დაიწყონ პირდაპირი დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან.

    კამპანია რამდენიმე თვეს გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

    მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here