Home რუბრიკები საზოგადოება 9 მაისისთვის მიძღვნილი ღონისძიება და „საქართველოს უკვდავი პოლკის“ მსვლელობა ვაკისპარკში

9 მაისისთვის მიძღვნილი ღონისძიება და „საქართველოს უკვდავი პოლკის“ მსვლელობა ვაკისპარკში

9 მაისი, ფაშიზმზე დამარცხების დღე – ეს არის დღესასწაული, რომელიც მთელ მსოფლიოს ხალხებს გავერთიანებს. დღე, როდესაც რაიხსტაგზე ქართველმა ჯარისკაცმა მელიტონ ქანთარიამ საბჭოთა კავშირის დროშა ააფრიალა და ამით მთელ მსოფლიოს აუწყა ფაშიზმისმზე გამარჯვება.  ეს  დიდი გამარჯვება ქართველებისთვის ამავდროულად გლოვასთან და დიდ ტკივილთან ასოცირდებება. ჩვენ ერთდროულად ამაყებიც ვართ და მგლოვიარენიც, რადგან ამ ომს შეეწირა საქართველოდან ფრონტზე გაგზავნილი მეომრების ნახევარი – 350 000 ჯარისკაცი. კაცმა არ იცის ის თუ, რომ არა ეს გმირები რა იქნებოდა დღეს, ვინ ვიქნებოდით ან ვიქნებოდით კი საერთოდ.


თბილისში, ვაკის პარკში ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყო, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები: თბილისის მერი დავით ნარმანია,  ვეტერანები, სხვადასახვა პარტიის ლიდერები (მათ შორის „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, პარტია „ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩაჩუა). ღონისძიებაზე  პირველად გაიმართა „საქართველოს უკვდავი პოლკის“ მსვლელობა. ასევე დაღუპული გმირების ხსოვნისადმი პატივსცემა გამოხატეს ბაიკერებმა „ღამის მგლებმა“. ღონისძიებას შემოუერთდა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე. თითოეულმა მათგანმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინებით შეამკო და შემდეგ ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდა.

„საქართველო და მსოფლიო“  გაესაუბრა „საქართველოს უკვდავი პოლიკის“ ხელმძღვანელს რევაზ გოგიძეს, სამხედრო ექსპერტს და გენერალ-მაიორს ტრისტან წითელაშვილს და პარტია „ქართული იდეის“ თავმჯდომარეს ლევან ჩაჩუას.

რევაზ გოგიძე, „საქართველოს უკვდავი პოლიკის“ ხელმძღვანელი

– ჩვენ ამ წელსაც, როგორც წინა წლებში მოვედით იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ სამამულო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, უბრალოდ ამჯერად ერთი პატარა განსხვავებით, ეს არის სამოქალაქო მოძარაობა. ორგანიზატორებმა  აქციის შესახებ ინფორმაცია გავავრცელეთ სოციალურ ქსელში, მოვიწვიეთ ის ხალხი, რომელებმაც მზაობა გამოხატეს მსვლელობა გვქონოდა 9 მაისს, ერთად გაგვიერა და ერთობლივად პატივი გვეცა დაღუპული გმირების ხსოვნისთვის. ამ მსვლელობას ქვია „საქართველოს უკვდავი პოლკის“ აქცია.  ეს არ არის ორგანიზაცია, აქ წარმოდგენილი ადამიანები არიან უბრალო ხალხი, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი მიეღოთ მონაწილეობა ჩვენს მსვლელობაში. იმის გამო, რომ ეს აქცია პირველად ტარდება, შესაძლოა იმ დონეზე არ ტარდება როგორც ეს მაგალითად იაპონიაში, აშშ-ში, კანადაში, ქუვეითში თუნდაც. უბრალოდ ვინმაც მოახერხა ის მოვიდა დაღუპული წინაპრების სურათებით, გვინდა რომ ერთობლივი სვლით მათ სახელებს პატივი მივაგოთ. ყველა ვინც დაიღუპა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, უშუალოდ ის 350 000-ზე მეტი დაღუპული ქართველი ვაჯკაცი  საამაყო და სამაგალითო ადამიანები არიან, და ვისაც არ უნდა ვიზეიმოთ ეს ფაქტი ის აშკარა პროვოკატორია და არ სცემს გმირულად დარუპული მეომრების ხსოვნას პატივს. ისტორიის უცოდინრობით და  დავიწყებთ ჩვენს მომავალ თაობებს არ ეცოდინებათ და ცოტა ახალგაზრდა იამაყებს თავისი წარსულით. მე მინდა ასევე მადლობა მოუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ჩვენს გვერდით დადგა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ჩვენს აქციას ექნება უფრო მასტაბური ხასიათი. მას შემდეგ, რაც ჩვენი აქცია დავაპროგნოზეთ, პროვოკატორმა ძალებმა უამრავი ხმები გაავრცელეს აქციის რელურ მიზანთან დაკავშირებით, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. და ვინც მსგავს ხმებს გვივრცელებს ის არის სამშობლოს მოღალატე, რომელსაც არ უყვარს თავისი ქვეყანა და ყველაფრისგან ცდილობს შუღლის გაღვივებას ჩვენს საზოგადოებაში.

ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი, გენერალ-მაიორი

– მე არაერთხელ ჩემს გამოსვლებში აღიმინიშნავს და აღვნიშნავ, რომ 9 მაისი ეს არის არა მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღე, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის, რადგან 9 მაისმა შეიტანა გარდატეხა და ის დიდი წვლილი, რომელმაც გადაარჩინა მსოფლიოს მომავალი. ეს იყო დიდი მონაპოვარი. ფაშიზმი, რომელიც მოედო მთელს ევროპას და იყო დიდი საფრთხე მთლიანად შთაენთქა მთელი მსოფლიო, ეს დიდი უბედურება ავიცილეთ თავიდან და ამაში კოლოსალური წვლილი სწორედ ქართველებს მიუძღვის. 700 000 ქართველი, რომელიც გაიწვიეს და ნახევარზე მეტი შინ აღარ დაბრუნებულა. უნდა დავაფასოთ ეს ადამიანები და ამიტომ ვალდებულები ვართ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. მე იმ ოჯახიდან ვარ, რომლისგანაც სამამულო ომში ოჯახის 4 წევრი წავიდა (ბაბუაჩემი და მისი ძმები), არცეთი არ დაბრუნებულა ცოცხალი სამშობლოში, ამიტომ მე ვალდებულებას ვგრძნობ მოვიდე აქ და სხვებთან ერთად მსოფლიოს დავანახოთ თუ როგორი ამაყები ვართ, რომ ვართ ამ გმირების შთამომავლები. მსოფლიო აღნიშნავს ამ დღეს, აშშ-მა, ჩინეთმა, საფრანგეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა და მიულოცა დაღუპული გმირების შთამომავლებს ეს დღე. ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ჩრდილში მოქცეულები?! არ უნდა მივცეთ საშუალება შეფარულ  პროვოკატორებს ისარგებლონ მსგავსი მომენტებით და ისედაც დაქსასული საზოგადოება კიდევ უფრო დაქსასონ. მათ მიერ გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ საქართველოს არ ქონია 9 მაისი, არ არის საჭირო პომპეზურად  ამ დღის აღნიშვნა და არ უნდა ვუწოდოთ სამამულო ომი მეორე მსოფლიო ომს. როგორ?! გამოდის ტყული ყოფილა ამ 350 000 ქართველის დაღუპვა, ტყუილი ყოფილა სტალინის და ბერიას ღვაწლი ომში გამარჯვებაში და ისიც, რომ მელიტონ ქანთარიამ ააფრიალა რაიიხსტაგზე  საბჭოთა კავშირის დროშა. ანუ ეს ყველაფერი არ იყო ისტორიის ნაწილი და მხოლოდ 2003 წლიდან იწყება ჩვენი ისტორია?! უნდა შერცხვეთ მათ მსგავსი განცხადებების გაკეთების გამო! საერთო ტკივილმა გაგვაერთიანა მაშინ და ახლა როგორ ვერ უნდა მივახერხოთ ის რომ საერთო სიხარულმაც გაგვაერთიანოს.

ლევან ჩაჩუა, პარტია „ქართული იდეის“ თავმჯდომარე

– სამწუხაროდ ქართველი ერი პასიურობს, აქ უნდა ყოფილიყო ყველა პატრიოტი, თუმცა სხვა სურათს ვხედავთ. ეს გასაგებიცაა, რადგან ეს არის იმ პროპაგანდის შედეგი, რომელიც სამწუხაროდ ინერციით კვლავ გრძელდება. ეს პროდასავლური ფასეულობები, რომელიც თავს მოახვია საზოგადოებას ნაციონალურმა მოძარაობამ და შემდეგ უკვე 5 წელია ქართული ოცნების უნიათო ხელისუფლების მეშვეობით გრძელდება, ძირს უთხრის ევროვნულ ინეტერესებს. მათ არანაირი  პატივისცემის გამოვლინება არ აქვთ იმ ხალხის მისამარით, რომლებიც სამშობლოსთვის იბრძოდნენ, ვინც თავი დადო ამ უპრეცედენტო მაშტაბების და მნიშვნელობის ომში. უნდა მიეძღვნას ამ თემას სერიოზული რეპორტაჟები, სერიოზულად უნდა აშუქებდეს მედია და ბეჭვდური გამოცემები ამ ღირშესანიშნავ მოვლენას. ალბათ თქვენი გაზეთი ერთადერთი გამონაკლისია, რომელიც ამ დოზით აშუქებს 9 მაისის დღესთან დაკავშირებულ ყველა ნიუანსს და დგას ეროვნული ინერესების დაცვის სადარაჯოზე, ამისთვის დიდი მადლობა  მინდა გითხრათ „ქართული იდეის“ სახელით.

ღონისძიებაზე ეწვია ასევე უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მივესალმე და ერთად მივიტანეთ უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან გვირგვინი. უშუალოდ სამამულო ომში ჩემი ოჯახიდან 3 ადამიანია წასული, რომელიც წავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა (ბებიაცემის 2  და ბაბუაჩემის 1 ძმა). საქართველომ ადამიანური რესურსის თვალსაზრისით კოლოსალური მსხვერპლი გაიღო რათა საბჭოთა კავშირს მიეღწია მიზნისთვის. ჩვენთვის ყველასთვის ეს იყო სამამულო ომი, ვინც რაც არ უნდა თქვას, რა პროპაგანდასაც არ უნდა ეწეოდნენ საქართველოს მტრები. ვერაფერი ვერ წაშლის მათ დამსახურებას, რაც ამ ხალხმა გააკეთა სამშობლოსთვის. „ქართული იდეა“ უერთდება მათ სიხარულს და ამაყობს ამ ადამიანების ღვაწლით.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here