Home რუბრიკები პოლიტიკა 9 აპრილიდან 9 აპრილამდე

9 აპრილიდან 9 აპრილამდე

3251
9 აპრილიდან 9 აპრილამდე

თითქმის მესამედი საუკუნეა, ქართველი საზოგადოება ვერ შეთანხმებულა იმაზე, რა იყო 1989 წლის 9 აპრილი _ უაზროდ დაღვრილი სისხლი თუ ქართველი ერის გამარჯვება? _ წერილზე მუშაობის დაწყების წინ ინტერნეტს გადავხედე და აღმოჩნდა, რომ ორივე მოსაზრებას დღესაც ჰყავს მომხრენი და მოწინააღმდეგენი.

თუმცა, ინტერნეტში ჩემი “ქექვის” მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა. მე, როგორც 30 წლის წინანდელი ამბების მომსწრესა და აქტიურ მონაწილეს, მსურდა, ხსენებული საკითხზე მეთქვა ორიოდე სიტყვა და სამოც წელს გადაცილებულმა კაცმა გავაცნობიერე, რომ იმჟამინდელი ამბებიდან ბევრი რამ დამვიწყებია და ბევრიც ბუნდოვნად მახსოვს. ნათქვამია, ცოდვა გამხელილი სჯობსო და ვაღიარებ, რომ ამ 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს ერთ მოსაზრებასაც ვიზიარებდი და მეორესაც.

თავდაპირველად, მეც გულზე მუშტების ბრაგუნით გავიძახოდი, რომ უაზროდ დაღვრილი სისხლი არ არსებობს; რომ 9 აპრილმა დაანგრია სსრკ-ის წითელი იმპერია; რომ ამ “წითელი ჭირის” დანგრევაში შეტანილი წვლილისთვის, როგორც ოსტაპ ბენდერი იტყოდა, “ზაპად ნამ პომოჟეტ” და, თუ აშშ 51-ე შტატად არ მიგვიღებს, დიდი დასავლეთი პატარა საქართველოს არავის დააჩაგვრინებს; რომ, ბოლოს და ბოლოს, ბალხს შევჭამთ და ზედ ბორჯომ-ჩაის დავაყოლებთ და სხვ.

მერე და მერე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1990-ანი წლების დასაწყისში, საქართველოს პოსტსაბჭოთა ისტორიაში ზვიად გამსახურდიას ჯერჯერობით ერთადერთი ეროვნული ხელისუფლება დაამხეს “მხედრიონისა” და “ოპოზიციურ პარტიებთან” არსებულმა შეიარაღებულმა ბანდებმა, ასაკის მატებასთან ერთად, “პროვინციულ ფაშიზმთან” (ამ ტერმინის მოგონება არ გინდა?) მებრძოლი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდიდან ჩემი ემოციური ურაპატრიოტული განწყობები 9 აპრილის (და არა მხოლოდ 9 აპრილის) მიმართ ნელ-ნელა ცივი გონების პრაგმატული მიდგომებით იცვლებოდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან დღემდე პერიოდში კი მითი კეთილი დასავლეთისა და ბოროტი რუსეთის შესახებ, პირადად ჩემთვის სამუდამოდ დასამარდა.

ახლა მავანი მკითხავს და ერთი შეხედვით სამართლიანადაც _ რა შუაშია აქ (ბოლო პასაჟის მიმართ) 9 აპრილი?

უშუალოდ არც არაფერში და სწორედ ამიტომ ვთქვი ზემოთ, არა მხოლოდ 9 აპრილის-მეთქი. უბრალოდ, ჯერ მინდა, 9 აპრილის მიმართ დავსვა მთავარი კითხვები: როგორიც დღეს არის, ასეთ საქართველოზე ვოცნებობდით 30 წლის წინათ სისხლიანი 9 აპრილის მონაწილენი? ასეთი საქართველოსთვის დაიღუპნენ, ვინც ვერ გაასწრო იმ დილას სიკვდილს?

9 აპრილი
9 აპრილი

ჩემი ღრმა რწმენით, 9 აპრილის ტრაგედია მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია მის შემდეგ მომხდარ ტრაგედიებთან და მსგავსი კითხვების დასმა მათ მიმართაც ლეგიტიმურია _ ასეთი საქართველოსთვის დაეცნენ აფხაზეთცხინვალისა თუ რუსეთსაქართველოს ომის მსხვერპლნი?

აღარაფერს ვამბობ ნატოსსამშვიდობო ოპერაციებშიმართლაც უაზროდ დაღუპულ ქართველმამლუქებზე”. აი, მთავარი კითხვები არა მხოლოდ წინამდებარე წერილისა, არამედ, საზოგადოდ, საქართველოს პოსტსაბჭოთა უახლესი ისტორიისა.

მამული _ გაგლეჯილ-გამოგლეჯილი; ენა _ წარყვნილი; სარწმუნოება _ შეგინებული; ეკლესია _ გახლეჩილი და დასუსტებული… ერთი სიტყვით, რაც დიდმა ილიამ დაგვიდგინა სამებად _ “მამული, ენა, სარწმუნოება” _ და მისი მოვლა-პატრონობა დაგვიგდო ანდერძად შთამომავლებს, ვერც ერთს ვერ მოვუარეთ.

იქ, სადაც 9 აპრილს წამებულთა წმინდა სისხლი დაიღვარა, დღეს ნარკომანები, ბარიგები მართავენ საპროტესტო აქციებს: როგორ თუ ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვის უფლებას არ გვაძლევენო; ხოლო იმავე ადგილას, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალზე, “პროსტიტუტკები” როკავენ, რითაც შეურაცხყოფენ წამებულთა სულებს, თუმცა, მათ რომ ჰკითხო, მემორიალზე უკანალების თახთახი შეურაცხყოფა კი არა, იმ თავისუფლების დემონსტრაციაა, რომელი თავისუფლებისთვისაც 30 წლის წინათ დაიღვარაო ახალგაზრდების უმანკო სისხლი.

მეტიც _ 2012 წლიდან დღემდე ქართველი ლგბტ პირები ყოველ 17 მაისს ცდილობენ გეიაღლუმის ჩატარებას სწორედ იქ, სადაც 9 აპრილის ტრეგედია დატრიალდა. ცდილობენ-მეთქი _ ე.ი. ჯერ ვერ ჩაატარეს, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, თუ ერი და ბერი არ დაირაზმა, წლეულს დასავლეთის “დემოკრატიის” ამ დავალებასაც შეასრულებენ ქართველი ნეოლიბერასტები. ამას დავუმატოთ ათასი ჯურის მიგრანტთა უკონტროლო შემოდინება და ეს იქნება არასრული სავალალო სურათი იმ საქართველოსი, რომლის ნეოლიბერასტი ხელისუფლება 9 აპრილის 30 წლისთავის აღნიშვნას დიდი ზარ-ზეიმით აპირებს.

ამაზე მეტი ცინიზმი გაგონილა?! ვაი, ვაი, რომ გაგონილა. პარლამენტის სხდომაზე ქოცნაცების ხელისუფლებაოპოზიციამ ჩააგდო ის წინადადება, რომელიც .. ანტიდისკრიმინაციული კანონიდან (რომელსაც საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა თავის დროზე ქვეყნის დამღუპველი კანონი უწოდა) გენდერული იდენტობის მუხლის ამოღებას ითვალისწინებდა. მეტიც, ამ წინადადების მხარდაჭერის მიზნით სიტყვით გამოსულპატრიოტთა ალიანსისდეპუტატ ემზარ კვიციანს, რომელმაც ამ საკითხზე პატრიარქის ერთერთი ეპისტოლედან ამონარიდი ციტატის კითხვა დაიწყო, პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მიკროფონი გამოურთო. ამ ამაზრზენმა ფაქტმა აღაშფოთა პარლამენტის დეპუტატთა მცირე ნაწილი, ხოლო, რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეს, ააფეთქაო, რომ იტყვიან _ პატრიარქის შეურაცხყოფისთვის ყველა ბოდიშის მოხდას მოითხოვს ვიცესპიკერისგან, რომელიც ყურსაც არ იბერტყავს, უკაცრავად და, სულ ფეხებზე ჰკიდია საზოგადოების აღშფოთება.

ხომ წარმოგიდგენიათ, ასეთი რამ ჩვენს მოძმე სომხეთის პარლამენტში მომხდარიყო, რა მოხდებოდა? ბოდიში კი არა, მსგავსი რამის ჩამდენს იქვე ჩაქოლავდნენ სომეხი დეპუტატები. ჩვენ კი მხოლოდ ბოდიშის მოხდას ვითხოვთ, რასაც, ვიმეორებ, არ აპირებს თამარ ჩუგოშვილი (საიას ყოფილი დირექტორისგან, აბა, სხვას რას უნდა ველოდოთ?). ისე, ბოდიში ქართველ საზოგადოებას იმან უნდა მოუხადოს, ვინც საიას ბუდარიხა დირექტორი მრჩევლად დაიყენა .. ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჯერ დეპუტატის მანდატი არგუნა, შემდეგ კი ვიცესპიკერად აღავლინა.

მიმიხვდით? დიახ, ბიძინა ივანიშვილზე მოგახსენებთ. მან უნდა მოიხადოს ბოდიში ქართველი ერის წინაშე, რადგან ჩუგოშვილის გამოხდომა თუ პატრიარქის შეურაცხყოფაა, .., სრულიად ქართველი ერის შეურაცხყოფაც არის, რადგან, ვამბობთ საქართველოს, ვგულისხმობთ პატრიარქს და პირიქით _ ვამბობთ პატრიარქს, ვგულისხმობთ საქართველოს! რაც შეეხება ქალბატონ ვიცესპიკერს, მან უნდა დატოვოს მაღალი თანამდებობა, რაც, სჯობს, თავისი ნებით გააკეთოს, თორემ, რომ იტყვიან, სისხლი ყელში ამოვიდა _ ამჯერად, იმედია, სოფელ ხიბულაში (სადაც 9 აპრილის ერთ-ერთი შემოქმედი და საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია აღესრულა) ნიანგის ცრემლის ღვარღვარს აღარ “ჭამს” საქართველო, როგორც ჭორვილელმა მილიარდერმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ყველას ერთად გვაჭამა და 2020 წლის არჩევნებზე ქოც-ნაცების ალტერნატიულ მესამე ძალას მისცემს ხმას; ძალას, რომლის კონტურები უკვე ჩანს.

თუ ასე არ მოხდება, მაშინ ქართველი ხალხი ძალით გამოათრევს პარლამენტიდან ანტიეროვნულ, ანტიმართლმადიდებელ ხელისუფლებას.

სამწუხარო რეალობაა _ საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ არ იცის, რას ნიშნავს ეროვნული ცნობიერება, ხოლო ვიცე-სპიკერი შეურაცხყოფს მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დავსვამ რიტორიკულ შეკითხვას _ ასეთი საქართველოსთვის დაიღუპნენ 9 აპრილის გმირები?

დასასრულ, იმ, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობის შესახებ, რომელიც, 28 წელიწადია, გრძელდება:

9 აპრილის ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლისთავზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ამ სიმბოლური აქტით გამსახურდიას ხელისუფლებამ პატივი მიაგო 9 აპრილს დაღუპულთა სულებს, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველი მომდევნო დღე 26 მაისის ნაცვლად 9 აპრილს უნდა გვეზეიმა, მაგრამ, როგორც ცნობილია, შემდეგი წლის 9 აპრილამდე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ ვერ მიაღწია _ 1991-92 წლების დეკემბერიანვრის მოვლენების შედეგად სამხედრო ხუნტამ დაამხო.

იცვლებოდა ხელისუფლებები, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყველა ხელისუფლება კვლავ 26 მაისს აღნიშნავდა და არა 9 აპრილს.

9 აპრილს დაღუპულთა სულების საოხად, სხვა თუ არაფერი, ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილს აღვნიშნოთ და არა მენშევიკების მიერ ყურითმოთრეულ 26 მაისს. დიახ, ყურით მოთრეულ, რადგან მენშევიკებს სიზმარშიც კი არ უოცნებიათ საქართველოს დამოუკიდებლობაზე და თავის დროზე, რომ იტყვიან, ძალისძალად, შექმნილი პოლიტიკური ვითარებისა გამო, იძულებით გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა და იქნებ სწორედ ამ ძალისძალობის გამო აღმოჩნდა საქართველოს პირველი დემოკრატიული ხელისუფლება სუსტი და უდღეური.

ასე რომ, “ქართულ ოცნებას” ურჩევნია, სამართლიანობა ამ მხრივ მაინც აღადგინოს _ 9 აპრილი და არა 26 მაისი, თორემ სხვა მხრივ თქვენი ცრემლების თბილისს აღარ სჯერა!

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here