Home რუბრიკები საზოგადოება ტრამპის განცხადებით ამერიკიდან 3 მილიონამდე მიგრანტის დეპორტაციას იგეგმება

ტრამპის განცხადებით ამერიკიდან 3 მილიონამდე მიგრანტის დეპორტაციას იგეგმება

523

აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას გეგმავს.  ამის შესახებ მან ტელეკომპანია CBS-თან გადაცემა “60 წუთთან” საუბრისას განაცხადა.

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-დან 3 მილიონი მიგრანტის დეპორტირებაც მოხდება. მან არალეგალ მიგრანტებს  კრიმინალები და დამნაშავეები უწოდა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებში  მცხოვრები  11 მილიონი არალეგალი მიგრანტიდან სასწრაფო დეპორტაციას სულ მცირე, 3 მილიონი ადამიანი დაექვემდებარება.  კონტროლი გამკაცრდება მექსიკის საზღვარზეც.  ალხადარჩეული პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ  მონაკლვეთებში დამცავი  ბარიერი აშენდეს.   „იმ ადამიანების დეპორტაციას ვაპირებთ, ვინც დამნაშავეები არიან და კრიმინალური წარსული აქვთ, არიან ნარკოტიკებით მოვაჭრეები და სხვადასხვა ბანდის წევრები. ასეთი ადამიანების რაოდენობა 2-3 მილიონია. ჩვენ ან მათ დეპორტაციას მოვახდენთ ან ციხეში ჩავსვამთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here