Home რუბრიკები საზოგადოება გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

501

გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 12 თებერვალს გაიმართება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შესაძლოა, ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა. მანამდე კი ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე განაგრძობს მუშაობას.

გადაწყვეტილება მოლაპარაკების შემდეგ სამივე წამყვანი პარტიის ლიდერმა მიიღო, რისთვისაც კანდიდატმა მათ მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტს გერმანიაში სპეციალური ორგანო _ ფედერალური კრება ირჩევს, რომელიც 1260 დელეგატისგან შედგება. მათი ნაწილი ბუნდესტაგის წევრები არიან, ნაწილი კი _ ფედერალური მიწების პარლამენტის წარმომადგენლები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here