Home რუბრიკები პოლიტიკა იენს სტოლტენბერგი: ძლიერი და უსაფრთხო ევროპა ნიშნავს ძლიერ და უსაფრთხო ამერიკას

იენს სტოლტენბერგი: ძლიერი და უსაფრთხო ევროპა ნიშნავს ძლიერ და უსაფრთხო ამერიკას

507

ნატოს გენერალურმა მდივანმა აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე მიანიშნა. სტოლტენბერგი დონალდ ტრამპს ევროპისა და შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორობის აუცილებლობაზე მიუთითებს.

სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შემტევი რუსეთის, ტერორიზმის, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების ფონზე ამ ჩრდილოატლანტიკური პარტნიორობის ეჭვქვეშ დაყენების დრო არ არის. ნატოს ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპს მიანიშნა, რომ 67-წლიანმა პარტნიორობამ დაამარცხა საბჭოთა კავშირი და ცივი ომი დაასრულა, ასევე, 11 სექტემბრის ტერაქტები შეახსენა და მიუთითა, რომ შეერთებულ შტატებზე თავდასხმა ნატომ ყველა წევრ ქვეყანაზე თავდასხმად შეაფასა და ავღანეთის ოპერაციაში ჩაერთო. სტოლტენბერგი წერს, რომ ალიანსის ლიდერები ყოველთვის აცნობიერებდნენ, რომ ძლიერი და უსაფრთხო ევროპა ნიშნავს ძლიერ და უსაფრთხო ამერიკას. მისი თქმით, დღეს მარტო დარჩენა არ არის გამოსავალი და გლობალურ უსაფრთხოებას ძლიერი ამერიკა და ერთიანი ევროპა სჭირდება.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here