Home რუბრიკები პოლიტიკა გუბაზ სანიკიძე: ნაცებმა და ქოცებმა უსისხლო რევოლუცია მოაწყვეს! მე ვტოვებ „ეროვნულ ფორუმს“

გუბაზ სანიკიძე: ნაცებმა და ქოცებმა უსისხლო რევოლუცია მოაწყვეს! მე ვტოვებ „ეროვნულ ფორუმს“

573

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ პარტია დატოვა.  მისივე თქმით, პარტიის დატოვების მიუხედავად პოლიტიკაში რჩება.  „ვიღებ გადაწყვეტილებას დავტოვო „ეროვნული ფორუმის“ რიგები, თუმცა ვრჩები პოლიტიკაში და ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას. უახლოეს პერიოდში გაიგებთ, რა და როგორ იქნება. დრო მჭირდება კონსულტაციებისთვის“, – განაცხადა სანიკიძემ.

“10 წლის მანძილზე ვიყავი „ეროვნული ფორუმის“ წევრი და ლიდერი. ვთვლი, რომ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გარკვეული შეცდომები დაუშვა. ამის გადაფასება უნდა მოხდეს. საინტერესო პროცესები დაიწყო ოპოზიციურ სპექტრში. ვიღებ გადაწყვეტილებას „ეროვნული ფორუმის“ დატოვების შესახებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე ვტოვებ პოლიტიკას. მაქვს სერიოზული პოლიტიკური მოტივაცია. ვთვლი, რ ოპოზიციურ სპექტრს აქვს სერიოზული დავალებები. ამ საქმიანობაში მივიღებ აქტიურ მონაწილეობას. მე პირადად ხელს შევუწყობ დიდი ოპოზიციური გაერთიანების და ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას”, – განაცხადა სანიკიძემ.   რაც შეეხება შეკითხვას, შესაძლოა თუ არა ის გაერთიანდეს დავით უსუფაშვილთან ან ნინო ბურჯანაძესთან, სანიკიძის თქმით, ამ დროისთვის კონკრეტულს ვერაფერს იტყვის, „თუმცა ქართულ პოლიტიკაში არიან გამორჩეული პიროვნებები, მათ შორის განსაკუთრებით ბურჯანაძე და უსუფაშვილი“.  როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ვისთანაც არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლებს, არის „ქართულო ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“.

„გუბაზ სანიკიძის პარტიიდან წასვლა ”ეროვნული ფორუმის” იმ იდეის გაგრძელებაა, რომელიც ახალი პოლიტიკური წარმონაქმნის შექმნას გულისხმობს”, – ამის შესახებ ”ეროვნული ფორუმის” ლიდერმა კახა შარტავამ გუბაზ სანიკიძის პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, სანიკიძის გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო პარტიასთან. ”გიდასტურებთ, რომ ეს არის ამ იდეის გაგრძელება. შეთანხმებულია ეს გადაწყვეტილება. განსხვავება შეიძლება ეხებოდეს ტაქტიკას და დროის მონაკვეთს, თუმცა ძირითადად ეს არის თანმიმდევრული და შეთანხმებული პროცესი, რომელიც ეხება ახალი ტიპის პოლიტიკური წარმონაქმნის შექმნას”, – განაცხადა შარტავამ.  მისივე თქმით, ახალი საყოველთაო პროცესის ინიცირება იქნება საჭირო, რომელიც შესაძლოა დასრულდეს უფრო სრულფასოვანი, უფრო სრულყოფილი პოლიტიკური წარმონაქმნის ჩამოყალიბებით.  ”ამ პროცესის დაწყებას, პიროვნებებს შორის საუბრების დაწყებას პოლიტიკურ ველზე პარტიებისგან თავისუფალი პიროვნებების არსებობა ჭირდება და მოუხდება. პარტიული ანგაჟირების გარეშე უფრო ადვილი იქნება საყოველთაო თემებზე საუბარი და შეთანხმება. აქედან გამომდინარე, ჩვენი პარტიიდან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა მდივანმა სწორედ ჩვენი შეთავაზების და ჩვენი კურსის გასაგრძელებლად. სხვა ფიგურებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ამ საყოველთაო საკითხზე ერთმანეთთან საუბარს მოისურვებენ და ეს საუბარი უკეთესი გამოვა პარტიული ანგაჟირების გარეშე”, – აღნიშნა შარტავამ.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგი კაპანაძე სისულელეს უწოდებს გუბაზ სანიკიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” და ”ქართული ოცნება” ერთმანეთს გაურიგდნენ და უსისხლო რევოლუცია მოაწყეს.  როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ძალიან რთულია, რომ აღნიშნულ განცხადებას სერიოზული შეფასება მისცეს. კაპანაძე მიიჩნევს, რომ როგორც ჩანს, ”ნაციონალური მოძრაობა” რჩება ერთადერთ პოლიტიკურ ძალად, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში ერთადერთი მოწინააღმდეგე იქნება ”ქართული ოცნების”.  ”ვინც მსგავს განცხადებას აკეთებს და ვინც ამ მოსაზრებას ეთანხმება, როგორც ჩანს, ან ვინმეს სერიოზულ დაკვეთას ასრულებს ან სერიოზული პრობლემა აქვს ანალიზში”, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.  კითხვაზე, სხვადასხვა პარტიიდან წასული ლიდერები შესაძლოა თუ არა გაერთიანდნენ, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს ახლა მისი ინტერესის სფერო არ არის.  ”ამ ქვეყანაში არის ხელისუფლება, ასევე იყვნენ ვითომ ოპოზიციური ძალები, რომლებიც თამაშობდნენ ოპოზიციონერობას და სინამდვილეში იყვნენ იგივე პოლიტიკის და ინტერესების მატარებელი, რაც იყო ”ქართული ოცნება” და არჩევნებში მათი მარცხის შემდეგ მათი დაშლა მოხდა. ამ დროს ერთადერთი პროდასავლური ოპოზიციური ძალა არის ”ნაციონალური მოძრაობა”. რაც შეეხება პატარ-პატარა პარტიებს, არ ვიცი ისინი რას გადაწყვეტენ, მაგრამ მეეჭვება მათი გაერთიანების შემთხვევაში პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალოს”, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here