Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილი პრეზიდენტის უშტატო მრჩევლის თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს

სააკაშვილი პრეზიდენტის უშტატო მრჩევლის თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს

496

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი. შესაბამისი ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი ასევე პრეზიდენტის უშტატო მრჩევლის თანამდებობიდან მოხსნა. უკრაინული მედიაში გავრცელდა ინფორმაციაიმის შესახებ, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორის უფლებამოსილებას დროებით მიხეილ სააკაშვილის მოადგილე სოლომია ბობროვსკაია შეასრულებს. მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ 7 ნოემბერს განაცხადა. მანამდე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო.  მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here