Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპი დიდ ფედერალურ ბიუროკრატიას, სპეცსამსახურებს და მსოფლიოში ყველაზე გავლენიან შეიარაღებულ ძალებს უხელმძღვანელებს

ტრამპი დიდ ფედერალურ ბიუროკრატიას, სპეცსამსახურებს და მსოფლიოში ყველაზე გავლენიან შეიარაღებულ ძალებს უხელმძღვანელებს

469

დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად იქნა არჩეული. ვიმედოვნებდით, ამ სიტყვების დაწერა არასდროს მოგვიწევდა, – ასე იწყება Washington Post-ის სარედაქციო სტატია სათაურით „პრეზიდენტი ტრამპი“.

სარედაქციო კოლეგია იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი იქნება იმაზე უკეთესი პრეზიდენტი, ვიდრე ისინი შიშობენ და ამერიკელებმა მხარი უნდა დაუჭირონ მას, როცა სწორ ნაბიჯებს გადადგამს. „ბატონი ტრამპი მალე დიდ ფედერალურ ბიუროკრატიას, სპეცსამსახურებს და მსოფლიოში ყველაზე გავლენიან შეიარაღებულ ძალებს უხელმძღვანელებს. ჩვენ გვსურს, მან გაიგოს, რომ ამერიკული მმართველობის სისტემა არ არის ერთი ადამიანისთვის ან მის შესახებ; და რომ ოვალური ოფისის ძალაუფლება იმისთვის არ არსებობს, მისი მტრები დასაჯოს, როგორც ამას საარჩევნო კამპანიის დროს განიხილავდა“, – ნათქვამია სტატიაში.

Washington Post აღნიშნავს, რომ ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილების პირველივე დღიდან რთული გამოწვევების წინაშე დადგება. ის მემკვიდრეობად იღებს მსოფლიოს, რომელშიც ლიბერალური დემოკრატია უკან იხევს და ამერიკის ლიდერობა ეჭვქვეშ დგება – ახლო აღმოსავლეთში ქაოსია, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალი იზრდება, რუსეთი და ჩინეთი კუნთებს ავარჯიშებენ. „ჩვენ არ გვაქვს ოპტიმიზმი იმის, რომ ბატონი ტრამპს უცებ უფრო რაციონალური პასუხი ექნება ამ პრობლემებზე, ვიდრე ის საარჩევნო კამპანიის დროს აჟღერებდა, არც იმის, რომ ის აქამდე დამალულ სიბრძნეს და დისციპლინას გამომჟღავნებს. ამერიკა არასდროს ყოფილა გაერთიანებული სისხლითა და კრედოებით, არამედ დემოკრატიული სისტემისადმი ერთგულებით, კანონის უზენაესობით. ჩვენ ვიმედოვნებთ, ახლად არჩეული პრეზიდენტი ამ სისტემისადმი ერთგულებას აჩვენებს. ამერიკელები მზად უნდა იყვნენ, მხარი დაუჭირონ მას, თუ ასე მოიქცევა და მხარი დაუჭირონ სისტემას, მიუხედავად იმისა, ტრამპი გააკეთებს ამას თუ არა“, – ნათქვამია სტატიაში.

 

წყარო: interpressnews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here