Home რუბრიკები პოლიტიკა თურქეთში 35 მფრინავი დააპატიმრეს, რომლებიც ფეთჰულა გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი

თურქეთში 35 მფრინავი დააპატიმრეს, რომლებიც ფეთჰულა გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი

478

თურქეთში 35 თურქი  მფრინავის დააპატიმრების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, – ამის შესახებ გამოცემა Hurriyet-ს წყარომ უშიშროების უწყებიდან განაცხადა. გარდა ამისა, პროკურატურამ კიდევ 55 ეჭვმიტანილის დაპატიმრების ორდერი გასცა. აქედან ერთი პოლკოვნიკია, 54 კი მოქმედი და თადარიგის ლეიტენანტი. 

„ინტერპრესნიუსი“ იუწყება, რომ  ყველა მათგანი კონსტიტუციის დარღვევაში, ღალატში და „შეიარაღებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში“ მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. აქედან 7 მათგანს თურქეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობის უფლება შეუწყდა.  თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მიმდინარე წლის ივლისში მოხდა. ანკარაში ამტკიცებენ, რომ ამ მოვლენების ორგანიზატორი აშშ-ში მცხოვრები მქადაგებელი ფეთჰულა გიულენია. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here