Home რუბრიკები პოლიტიკა “Gallup”: აშშ-ის საარჩევნო სისტემისადმი უნდობლობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

“Gallup”: აშშ-ის საარჩევნო სისტემისადმი უნდობლობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

541

ამერიკელების ეს ნეგატიური დამოკიდებულება გელაპის ინსტიტუტმა გამოარკვია 25-26 ოქტომბერს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვით, რომელმაც მოიცვა 50 შტატი და კოლუმბიის ფედერალური ოლქის 1000 მოქალაქე.

გაირკვა, რომ მოცემული მომენტისთვის რესპონდენტთა 69 პროცენტს არჩევნების ეროვნული სისტემა უსამართლოდ მიაჩნია, რაც 10 პროცენტით მეტია, 2016 წლის მონაცემებზე და 16 პუნქტით აჭარბებს 2008 წლის მონაცემებს. იმხანად ბარაკ ჰუსეინ ობამა პრეზიდენტობისთვის იბრძოდა.

The Pew Research Center-ის მონაცემებით, ამომრჩევლების მხოლოდ 35 პროცენტმა მიიჩნია, რომ პრაიმერიზი არის კარგი საშუალება პრეზიდენტის პოსტზე კვალიფიციური კანდიდატების ასარჩევად. საზოგადოებრივი აზრის შესწავლით დადგინდა, რომ დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი ამერიკის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული კანდიდატები არიან. ორივეს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს პატიოსნებისა და მათდამი ნდობის თვალსაზრისით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here