Home რუბრიკები პოლიტიკა ვასილ ჭიჭინაძე: არჩევნების წინ ბიძინას აგინებდნენ, არჩევნების მერე საკუთარი პარტიებიდან გაიქცნენ _...

ვასილ ჭიჭინაძე: არჩევნების წინ ბიძინას აგინებდნენ, არჩევნების მერე საკუთარი პარტიებიდან გაიქცნენ _ ეს მეძავობაა და არა პოლიტიკა

486

საპარლამენტო არჩევნების ორივე ტური დასრულდა. პირველივე ტურის შემდეგ რამდენიმე პარტიის ლიდერმა დამარცხება აღიარა და პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, მათ ბევრმა მიბაძა. 30 ოქტომბრის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში საბოლოოდ გაქრნენ .. ერთპროცენტიანი პარტიები. პოლიტოლოგები და ექსპერტები ამბობენ, რომ პოლიტიკიდან თითქოსდა წასულები თანამდებობებს ელოდებიან და ამიტომ ბიძინა ივანიშვილთან მტრობა გადაიფიქრეს. რატომ წავიდა პოლიტიკიდან ქართველ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი _ ამ საკითხსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე გვესაუბრება.

_ ბატონო ვასილ, როგორ შეაფასებთ უკვე ჩავლილ არჩევნებს?

_ ვინ, ვინ და თქვენ ყველაზე კარგად იცით, რამდენს ვაკრიტიკებდი ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ამ არჩევნების შემდეგ ვაღიარებ _ გენიოსი ყოფილა. სრულად მოასუფთავა პოლიტიკური ველი, ბურთიცა და მოედანიც თავის გუნდს დაუტოვა, რითაც თავის გამამართლებელი საშუალება მოუსპო ადამიანებს, რომლებიც ოთხი წლის განმავლობაში დივერსიაზე ლაპარაკობდნენ; თავს იმართლებდნენ, _ საშუალო რგოლებში “ნაცები” სხედან და მუშაობაში ხელს გვიშლიანო. გაწმინდა, აგრეთვე, თავისი პარტიის რიგები იმ პოლიტიკოსებისგან, რომელთა მიმართაც ხალხი ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას. ასე რომ, “ოცნებას” არანაირი მიზეზი აღარ ექნება, გაუკეთებელი საქმე სხვას გადააბრალოს.

ბიძინა ბევრს ლაპარაკობდა, _ “შუა უნდა გაიკრიფოსო”, მაგრამ მანშუაკი არ გაკრიფა, დედა უტირა ყველას და ყველაფერს _ ყველა პარტია დაშალა და დასაშლელიც იყო.

_ რატომ იყო დასაშლელი?

_ იმიტომ, რომ ყველა მეძავი ყოფილა, პოლიტიკური მეძავი.

საინტერესო სვლები გააკეთა არჩევნების წინ ივანიშვილმა. “ნაციონალური მოძრაობა” დაშალა და ნაწილი “გირჩად” გადააქცია, რომელსაც მომავალი არ ჰქონდა. გაანადგურა ირაკლი ალასანიას პარტიაც. ყველა მათგანი არჩევნების წინ ბიძინას დედას აგინებდა, არჩევნების მეორე დღეს კი სახლში წავიდნენ და ოპოზიციაში აღარ ვართო, _ ამბობენ. ეს იმიტომ გააკეთეს, იქნებ თანამდებობები მაინც ჩავიგდოთ ხელშიო. ეს მეძავობა არ არის? ნუთუ თავმოყვარეობა არ შერჩათ, კაცობა, ადამიანობა. მართლა ყველაფერი მოსულა ამ პოლიტიკაში? ანალოგიური რამის თქმა შეიძლება რესპუბლიკელებზეც. ყველა მათგანი, ნიჭიერი თუ უნიჭო, მეძავი ყოფილა. აუცილებლად უნდა ვახსენოპატრიოტთა ალიანსიც”, ასი ათასი კაცის ქუჩაში გამოყვანას რომ აანონსებდნენ და მერე იმის შიშით, ვაითუ, პარლამენტს გარეთ დაგვტოვონო, გაჩუმდნენ, ყველას ნიღაბი ჩამოეხსნა.

21- საუკუნეში 4-მილიონიან ქვეყანას 250 პარტია რომ ჰყავს, სხვა რაზე უნდა იფიქრო, თუ არა მეძავობით ფულის შოვნის უმარტივეს გამოსავალზე. პარტია ყველას ფულის საშოვნელად უნდა. ნიჭი არ აქვთ, ბიზნესი აკეთონ, საკმარისი განათლება არ აქვთ, რომ ინტელექტუალური საქმით დაკავდნენ, ამიტომ ყველაზე მარტივი ფულის შოვნის გზა პარტიის გაკეთებაა.

როგორც წინასაარჩევნოდ ამბობდნენ პოლიტიკოსები, თუ მართლა, სამშობლო უყვარდათ, თუ ბიძინა სძულდათ და თვლიდნენ, რომ ეს კაცი ღუპავს ქვეყანას, მაშინ რატომ არ გაერთიანდნენ და ერთობლივად არ გაუწიეს წინააღმდეგობა? ყველამ ცალცალკე რატომ გადაწყვიტა ქვეყნისგადარჩენა”? არ გაერთიანდნენ და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ ყველა ვერ მოხვდებოდა საპარლამენტო სიის ათეულში, არადა, პარლამენტი კარგია, იქ კარგი ხელფასია, კარგი მანქანები, პრივილეგიები და სიის პირველ რიგებში მოხვედრა აუცილებელია.

ქმნიან კანტორებს, შეყრიან იქ “ცხვრებს”, თვითონ ლიდერს დაირქმევენ, ტელევიზიები გააპიარებენ და მორჩა, ფულიც მოდის. საქართველოში მცხოვრები ყოველი მეოთხე ადამიანი რომელიღაც პარტიაშია. გიჟების ქვეყანა ვართ და მართლაც ასე იფიქრებს ჩვენი მომავალი თაობა. უახლეს ისტორიას რომ გადახედავენ და ნახავენ, რომ 21- საუკუნეში საქართველოში 250 პარტია მონაწილეობდა არჩევნებში, აუცილებლად იფიქრებენ, რომ მათი მამაპაპანი გიჟები იყვნენ ან ძალიან განუვითარებლები.

არ ვართ ნორმალური ქვეყანა, არ ვართ ქვეყანა საერთოდ. ამიტომ ბიძინამ ძალიან კარგი სვლა გააკეთა _ ხალხს ყველაფერი ხელისგულზე დაუდო, დაანახვა, ვინ რისი მაქნისია, ვინ მეძავია, ვინ _ გამყიდველი და ვინ _ მლიქვნელი.

_ ბიძინა ივანიშვილი რომ არ იდგესოცნებისუკან, ამ პარტიას ეყოლებოდა სამ კაცზე მეტი?

_ “ოცნება” არ იქნებოდა, საერთოდ.

ახლა “ოცნებას” ხელის შემშლელი არავინ ჰყავს, ამიტომ ვნახოთ, რაღას მოიმიზეზებენ და ვის დააბრალებენ, თუ რაღაც რიგზე არ იქნება და ა.შ. ახლა მათ ბიძინამ ყველა საშუალება მისცა ქვეყნის სამართავად. მოიშორა უსაქმური მინისტრები, რომელთა მიმართაც ხშირად ისმოდა საყვედურები. მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილი და მისნაირები _ ყველა უთავმოყვარეო, მკვდარ პოლიტიკოსად აქცია. მკვდარია ალასანია, რესპუბლიკელების უმეტესობაც…

_ ამბობენ, დაშლილი პარტიებიდან წასულებს თანამდებობები უნდათო?

_ კი, უნდათ. სწორედ ამიტომ წავიდნენ პარტიებიდან და აღარ არიან ოპოზიციაში. აბა, არ დაინიშნონ, მყისვე მტრად მოეკიდებიან ხელისუფლებას და დაიწყებენ ბიძინას გინებას. მათ ფული და თანამდებობა უყვართ.

ბიძინამ ქართველების ფსიქოლოგია კარგად იცის. მან იცის, რომ ქართველს უნდა, ხელში ჭიქა ეჭიროს, ბანტიანი გიტარა და სხვამ არჩინოს. ერთხელ თქვა კიდეც, თქვენ გინდოდათ, ჩემი ფული მეხარჯაო.

არაფრის მაქნისები არ ვართ, არაფრის!

შეხედეთ, ახლა რა ხდება ტელევიზიებში, რაზე საუბრობენ ჩვენი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. მხოლოდ იმას განიხილავენ, ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, ამ დროს ქვეყანა თავზე გვენგრევა, ხალხი შიმშილით კვდება, ჩინელი ქართველს ნაჯახით დასდევს მოსაკლავად, ამერიკა შავ ზღვაში შემოდის, აფხაზეთმა და რუსეთმა ერთობლივი ჯარი შექმნეს ამერიკის წინააღმდეგ და ჩვენ კი იმაზე ვსაუბრობთ, თანამდებობებს ვინ დაიკავებს. საქართველო ფუნქციას კარგავს, შესაძლებელია, გავქრეთ საერთოდ და ამაზე არავინ ფიქრობს. ორღობის ჭორიკნებად, მეძავებად, გამყიდველებად, ლაქუცებად ჩამოყალიბდნენ ქართველი პოლიტიკოსები.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. აბსოლუტური სიმართლეა,გეთანხმებით.ბატონმა ბიძინამ ქართველებს სარკე აუყუდა თვალწინ,ნიღაბი ჩამოგლიჯა ყველა ვაიპოლიტიკოსს,სალაპარაკო მოუსპო.ახლა ყველა მის წინ დახოხავს,რომ რაღაც თანამდებობას გამოჰკრას ხელი.საცოდავები ხართ,საშინელებაა თქვენი ნამდვილი სახეების ყურება, სკამისთვი რომ ყველაფერზე ხართ წამსვლელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here