Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა

617

ინფორმაცია სააკაშვილის პოსტიდან გადადგომის თაობაზე ოფიციალურად  დადასტურდა. მანამდე კი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ოდესის ოლქის პოლიციის უფროსის გიორგი ლორთქიფანიძის თანამდებობის დატოვების შესახებ, ამ ფაქტს სააკაშვილმა უსამართლო უწოდა. 

ოდესის გუბერნატორის უკვე ყოფილმა გუბერნატორმა გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას თავისი მიმართვით ამცნო. “მე გადავწყვიტე, რომ გადავდგე და დავიწყო სრულიად ახალი ეტაპი ბრძოლისთვის. ხელების ჩამოყრას არ ვაპირებ. მე არ დავიღლები. მტრები ნუ ჩათვლიან იმას თითქოს თავიდან მომიცილეს. მე ვარ ჯარისკაცი, რომელიც წინ მიდის იქამდე, სანამდეც მას შეუძლია წინსვლა და შემდეგ მიდის იქამდე სანამდეც საჭიროა, რამდენიც საჭიროა გამარჯვებისთვის და იმისათვის, რათა უკრაინელები განვათავისუფლოთ ამ მურტალი ძალისგან, ამ კორუფციული სიბინძურისგან, რომლებიც კაპიტალიზაციას ახდენდნენ ჩვენი ჯარისკაცების სისხლით, მეიდანზე დაღუპულთა სისხლით, რომლებმაც უღალატეს უკრაინული რევოლუციის იდეას და რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი მოტივაცია ჰქონდათ, შეევსოთ საკუთარი ჯიბეები, გაეძლიერებინათ საკუთარი კლანი და საბოლოოდ გაექურდათ უკრაინა”. _ განაცხადა სააკაშვილმა. უფრო ადრე კი მან მედიას განუცხადა, რომ ის არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას, რადგან გეგმავს დარჩეს უკრაინაში და განაგრძოს თავისი საქმიანობა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here