Home რუბრიკები საზოგადოება ჰეროკრატიიდან ავტოკრატიამდე

ჰეროკრატიიდან ავტოკრატიამდე

25 წელი შესრულდა ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობიდან და ამ ფაქტს მედასავლეთეებმა გულისამაჩუყებელი ფილმი უძღვნეს, რათა ამერიკის ელჩებისმეგობრობადა ამერიკელთა მიერ გაწეულიღვაწლისაქართველოში სამარადჟამოდ უკვდავყონ.

საინტერესოა, ამ ფილმისა და გიორგი ხაინდრავას “ჰეროკრატიის” ერთ კონტექსტში განხილვა: პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ ფილმში ხოტბას ასხამენ ამერიკელებს, რომელთა “მოღვაწეობის” შედეგად ხალხისთვის თავსმოხვეულმა მანიაკების კრიმინალურმა ბანდამ “ჰეროკრატიის” (რომელშიც ამ მანიაკების რეალური სახე იკვეთება) გადაღების საჭიროებამდე მიიყვანა ქართველი საზოგადოება. მეტიც, ამერიკელები დღესაც მათ რეანიმაციას ცდილობენ. რატომ იყო აუცილებელი ფილმის შექმნა, როცა არსებობდა საიდუმლო სამალავებში შენახული დოკუმენტური კადრები, რომლებიც გაანადგურეს ამერიკელთა დაკვეთით, გარდა იმისა, რომ ამერიკული “დემოკრატიისა” და საკუთარი პოლიტიკის ლუსტრაცია მოახდინეს, 4 მილიონი დახარჯეს ფილმის გადასაღებად, როცა შეიძლებოდა ამ თანხით სწავლას მოწყურებულ სტუდენტებს დავხმარებოდით. საიდუმლო სამალავებიც ამერიკელთა რჩევით და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მიღებული გამოცდილებით იქნა მოწყობილი. ეს ხომ იმდემოკრატიულიზღაპრიდან აღებული აპრობირებული მეთოდია, როცა ნატოს საიდუმლო არმიები საბრძოლო იარაღს დასავლეთ ევროპის ტყეებში, მინდვრებში, მიწისქვეშა ბუნკერებში ინახავდნენ, რათა აღებული კურსი შეენარჩუნებინა ევროპის ქვეყნებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყველა საშუალება გამოეყენებინათ, მკვლელობების ჩათვლით. პოლიტიკური სარჩულით შეფუთული მკვლელობები და სიამოვნებისთვის ჩადენილი წამებები _ რა განსხვავებაა სერიულ მკვლელებსა და “ნაცმანიაკებს” შორის? დემოკრატიულ ქვეყნებში სერიული მკვლელები ციხეში სხედან; ხოლო საქართველოში, როგორც ამერიკელთა ექსპერიმენტების ქვეყანაში, _ პარლამენტში და ქვეყნის მოაზროვნე საზოგადოებას მოძღვრავენ, რაც მხოლოდმეოცნებეებსარ აღელვებთ.

“ქართული ოცნება” და “ნაცმოძრაობა” _ ორივე დისკრედიტებული იყო, მაგრამ ამ არჩევნებში სამყაროს შევსებას ცდილობენ, როგორც “ბნელი” და “ნათელი” ძალა, თუმცა ჩნდება კითხვები _ როგორ მიიღეს ნაცებმა ნახევარი მილიონი ხმა, ხოლო წინა არჩევნებში 300 ათასი? ხომ არ მოხდა ხმების რაოდენობის გაზრდა სხვა პარტიების ხარჯზე? ამომრჩეველი ორიენტირებული იყო პოლიტიკური სივრციდან “ნაცმოძრაობის” გაქრობაზე და არა პოზიტივზე ან პროგრესზე, რასაც, ფაქტობრივად, ვერ ვიტყვით “ოცნებაზე”. როცა პრემიერი წინა ხელისუფლების “პროგრესს” აღიარებს, ვინმეს აქვს ილუზია, რომ სამართლებრივ ქვეყანას აგვიშენებს? ან, როცა “თავისუფლება” საარჩევნო ლოზუნგად გაუხდია, თვითონ კი ექოსავით იმეორებს ამერიკის ელჩის მითითებებს, ამას თავისუფლება ჰქვია? ნებისმიერი ამომრჩეველი ორიენტირებული უნდა იყოს იმ იდეოლოგიაზე, რომელსაც აანონსებს ესა თუ ის პარტია და არა იმაზე, შევა თუ არა ის პარტია პარლამენტში. ბევრმა ამომრჩეველმა გამსვლელ პარტიას მისცა ხმა და არა იმ პარტიას, რომელიც იდეოლოგიურად მის ცნობიერებას პასუხობდა _ ეს კი პოლიტიკური სიბეცე და გაუნათლებლობაა.

გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 30% მხარს უჭერდა საგარეო ვექტორის ცვლილებას, მაგრამ ეს არჩევნებში არ აისახა. არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგ სოფელში ყუთები შეცვალეს და ხმები გადაინაწილეს. ანტიდასავლური იდეოლოგიის მქონე პარტიებს სარეკლამო დროც არ დაუთმეს, სამაგიეროდ ნაცების, ანუბნელი ძალებისადმიხალხის სიძულვილზე გათვალა ქვეყნის მომავალი სახელისუფლო სპექტრმა _ ესეც ამერიკელთა დაკვეთა იყო. ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყნისთვის ის ხელისუფლებაა, რომელიც უცხო ქვეყნის დაკვეთებს ასრულებს, აღიზიანებს რუსეთს და არ ფიქრობს შედეგზე. დღევანდელი ხელისუფლება შევარდნაძე-სააკაშვილის გზის გამგრძელებელია. საქართველოში ჩამოსული ამერიკელი ემისრები კვლავ დაჟინებით ცდილობენ ქვეყნის მოსახლეობის დარწმუნებას, რომ ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია. გავაკეთოთ ანალიზი: რუსეთმა ყირიმი შეიერთა და ასეთივე წარმატებით მიიერთებდა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც, მაგრამ ეს არ გააკეთა და ელოდება, ქართველები როდის მოვლენ გონს, მაგრამ მოვლენ კი? უეროვნებო, უზნეო, იდეოლოგიურად გაკოტრებული და მსოფლიოში ტერორიზმის ფუძემდებელი ქვეყნის წარმომადგენლების უნდა გვჯეროდეს თუ პუტინის, რომელსაც ქვეყანაში დემოკრატია ოთხპარტიული სისტემით აქვს წარმოდგენილი, ხოლო მისი რეიტინგი 85%-ია?

ჟურნალისტის შეკითხვაზე _ რომ არა “ქართული ოცნება”, რომელ პარტიას განიხილავთ მმართველ ძალადო, _ ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკელები და “თავისუფალი დემოკრატები” დაასახელა ქართველი საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლად. ამ საკითხზე ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა განაცხადა: “ეს არის ხარკი გაღებული საქართველოს გადასარჩენად”. ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ რომ ვერ ვახერხებთ ამას? რაში გამოიხატება გადარჩენა? _ ქართველი საქართველოდან რომ გარბის და ვიღაც ვიგინდარებს ემსახურება? უცხოელი რომ უფრო ლაღად გრძნობს თავს საქართველოში, ვიდრე ქართველი თავის სამშობლოში? ქართული ქალაქი უცხოური ლოზუნგებით აჭრელებულ რეკლამებში რომ ჩაკარგულა? მუხლგამოგლეჯილი ჯინსებით შემოსილ ახალგაზრდებს ევროპელობა თუ ამერიკელობა უფრო პრესტიჟულად რომ მიაჩნიათ, ვიდრე ქართველობა? მსგავსი რიტორიკა ხარკია საქართველოს თუ საკუთარი კეთილდღეობის გადასარჩენად? ამერიკამ თურქეთს გადატრიალება მოუწყო და, რა თქმა უნდა, თუ ნატოს წევრი და ყველაზე დიდი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანა არ დაინდო, არც ჩვენ დაგვინდობს, მაგრამ როდემდე უნდა ეწირებოდეს საქართველო უცხო ქვეყნის ინტერესებს? გამოსაშვები სისხლი უნდა გამოვუშვათ, მაგრამ არა პატრიოტი ქართველების, არამედ სწორედ ქართველების სისხლმოწყურებულ კანიბალებისა! ჯერ კიდევ 1980-იან წლებში ქართველი პოეტი წერდა: “როდემდე ვივლით ლაჩარი ლაჩრად, პირში ჩაჩრილი ამხელა ბურთით?”. თანამედროვეობიდან პოეტი ლაშა ნადარეიშვილი ეხმაურება ამ პათოსს და ქართველ ხალხს მიმართავს: “შენ ისევ დათმე სამშობლოს მთები, არ გაგჩენია კითხვა _ როდემდე?”

მართლაც, როდემდე, ძვირფასო მკითხველო?

ამერიკელი ჟურნალისტი და მკვლევარი ჯეფრი სილვერმანი აღნიშნავს, რომ ამერიკისა და რუსეთის მოლაპარაკების გარეშე საქართველოში არაფერი შეიცვლება. ამასთანავე, ეჭვს გამოთქვამს, რომ საქართველოს ტერიტორია შეიძლება ნატოს ბაზებისთვის იქნეს გამოყენებული, რადგან ამერიკა თურქეთს საიმედო პარტნიორად აღარ განიხილავს. ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია და მისი საქმიანობა ამით შემოიფარგლება. ქართველი საზოგადოება მისი ცნობიერებით ვერ იცხოვრებს და იგი გზამკვლევად ვერ გამოადგება ეროვნული ღირსების მქონე ქვეყანას. ნაცების დამფინანსებელი ბიზნესმენების _ ცეზარ ჩოჩელისა და კახა ოქრიაშვილის შესახებ იგი ამბობს: “ამ ხალხს გონება ეყო ამ გაუაზრებელ ძალას წინ არ აღუდგნენ. იმდენი ჭკუა ეყოთ, რომ არც თავი დააჭერინეს, არც დაარბევინეს” _ ამ ლოგიკით ბატონი ბიძინა თავის პოზიაციას ამართლებს: ნუ მსაყვედურობთ, ნაცებს რომ ვაფინანსებდი და ვანოს სისტემა რომ გავაძლიერე, ამით თავი გადავირჩინეო. ბატონმა ბიძინამ ნაცების დაფინანსებით თავი რომ გადაირჩინა, ამის გაგება შეუძლია საზოგადოებას, მაგრამ გაუჭირდება მისი აზროვნების ლაბირინთებში ჩაწვდომა, როცა ხელისუფლებაში მოიყვანა ქართველებისთვის არასასურველი ძალები, შემდეგ კი კოალიციიდან გაუშვა და პოლიტიკური საფლავი გაუთხარა. ამის შემდეგ კი “ქართული ოცნების” შემცვლელ ძალებად დააანონსა. არავინ იცის, კიდევ რა შეიძლება მოიმოქმედოს ივანიშვილმა ამერიკის კარნახით _ იქნებ კვლავ “გონიერებას” იჩენს და კვლავ აფინანსებს ანტიქართულ ძალებს?!

“ქართულმა ოცნებამ” წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსწორებაც არ ინება. საქართველოში მუსლიმანური სამყაროს წარმომადგენლების მიგრაციული პროცესი მაშინ დაიწყო, როცა სააკაშვილმა გიულენის თხოვნით ათასობით თურქს საქართველოს მოქალაქეობა მისცა და სანაცვლოდ მილიონები მიიღო, ხოლო რეალური ძალადობა ქართველებზე მაშინ დაიწყო, ერაყელებმა მოზარდი ბიჭი სახლში რომ შეიტყუეს, როცა შიშველი მათ ხელიდან დაუსხლტა, მეზობელმა შეიფარა და პატრულიც გამოიძახა, მაგრამ, ბოლო ინფორმაციით, ქვეყნიდან ერაყელის გაყვანა ამერიკის ელჩმა უზრუნველყო. ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია, რომელმაც თავის სასწავლებლებში კარი ფართოდ გაუღო მუსლიმანური სამყაროს წარმომადგენლებს, არავინ იცის, რა იდეოლოგიას ახორციელებს თურქი გიულენის დაფინანსებით. ამ უნივერსიტეტის ახლოს ქართულს იშვიათად თუ გაიგონებ. აქ მცხოვრებნი “არაბების შემოსევას” აპროტესტებენ, მეტიც, ჩვენი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მოწმეც გავხდით, როცა ერაყელმა სიცილ-ხარხარით ერთ უხერხულ ადგილზე პირჯვარი გადაიწერა.

ქვეყნის ხელისუფლება ახალი პროექტების განხორციელებას აანონსებს და შეგნებულად უგულებელყოფს პაატა გიორგაძის მტკნარი წყლის პროექტს, რათა თითოეული მოქალაქე 460 ათასი დოლარის მატერიალური ფასეულობის მფლობელი არ გახდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეძებენ ისეთ ინვესტორს, რომელსაც წილში ჩაუჯდებიან და ქართველი ხალხის ნაცვლად თვითონ მიიღებენ სარგებელს. შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში მსგავს ფაქტს უკვე ჰქონდა ადგილი, როცა ქართველი ხალხის სიმდიდრე, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 1261 დასახელების სასარგებლო წიაღისეული, საერთაშორისო მაფიის მონაწილეობით შევარდნაძის კლანმა მიიტაცა. ხელისუფლება არ არის დაინტერესებული მოსახლეობის სოციალური ფონის ამაღლებით.

ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი მოგვიწოდებს: იყო ნამდვილი ქართველი, ეს უდიდესი პატივია”, მაგრამ, როგორც ჩანს, 21- საუკუნის იდეოლოგიურად გაკოტრებულ საქართველოში, რომელსაც ამერიკულმა დემოტრაკიამ ცნობიერება ისე დაუმახინჯა, რომ სულში ჩაფურთხებულს ძლივსღა უფეთქავს ეროვნული სული, ქართველს გაუჭირდა ჭეშმარიტებისკენ გზის გაკვალვა. ქართველებად რომ დავრჩეთ, ამისთვის უნდა გავთავისუფლდეთ:

* დასავლური, ანტიქართული, ნაციონალების, რესპუბლიკელებისა და “თავისუფალი დემოკრატების” ცნობიერებისგან;

*არაეროვნული, ქართველთა ღირსების შემლახავი იდეოლოგიისგან;

* ქართველთა მაგინებელი და ვეტოთი შეიარაღებული ნაცპრეზიდენტისგან;

* ნაცმანიაკთა პროგრესულ ძალად წარმომჩენ პრემიერისგან;

*ამერიკისა და დასავლეთის დიქტატისგან.

ქართველმა საზოგადოებამ უნდა შეძლოს გაერთიანება და ქართული ნიურნბერგის პროცესის ჩატარება, ეროვნულად მოაზროვნე ხელისუფლების არჩევა, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესებს არ მოემსახურება და საქართველოს 30 ვერცხლად არ გაყიდის. ეროვნული ხელისუფლება ეროვნულ რეფორმებს განახორციელებს, რომელიც მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანს.

ეს თუ ვერ შევძელით, ე. ი. ერი აღარ ვართ და ჩვენი სულმნათი პოეტი აკაკი წერეთელი ახლა უკვე იმ სამყაროდან ერთხელ კიდევ შემოგვძახებს:

“ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველოვ!”

იზა თამაზაშვილი

P.S. ჩახედე მეგობარს (გიგა ბოკერიას) თვალებში და უმალ მიხვდები, ვინ ხარ შენ, ნაცმანიაკებისთვის ხმის მიმცემო ავადმყოფო ამომრჩეველო!

1 COMMENT

  1. მოწოდება და სურვილი კარგია და მისასალმებელი, მაგრამ ქუდზე კაციც რომ გამოვიდეს საქართველოში მსოფლოს ამ გიგანტური სისტემის წინააღმდეგ მოკავშირე ძალის გარეშე მარცხისათვის სათავეშივე ვართ განწირულები!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here