Home რუბრიკები ბლოგი 27 სისხლისფერი კომისარი

27 სისხლისფერი კომისარი

917

მიხვდებოდით, რომ ამ სათაურის შთაგონების წყარო ელექტრონული მედიით გავრცელებული საქართველოს 2016 წლის პარლამენტის გრაფიკული გამოსახულებაა. ამ გრაფიკულ გამოსახულებაზე ლურჯი ფერით არის მოცემულიქართული ოცნებისადგილები საქართველოს ახალ პარლამენტში, ყვითლით _ “პატრიოტთა ალიანსისა”, ხოლო 27 წითელი (სისხლისფერი) წერტილიერთიანი ნაციონალური მოძრაობისადგილებს აღნიშნავს. ეს მხოლოდ ვიზუალური ასოციაციაა, თუმცა შინაარსობრივადაც ნაცებმა თავიანთი 9-წლიანი მანიაკური მმართველობის განმავლობაშიც არაერთხელ მოგვაგონეს 26 ბაქოელი წითელი კომისარი, რომლებიც ბოლშევიზმის საქმეს შეეწირნენ და რომელთა ძეგლიც მრავალი წელი ამშვენებდა თბილისში ავლაბრის მოედანს.

26 წითელი ბაქოელი კომისარი შეუბრალებლად დახვრიტესო _ ისე გვიჩუყებდნენ გულს ბავშვობაში მასწავლებლები, გეგონებოდა, ეს კომისრები, ვიდრე მოწინააღმდეგე კლასობრივი ძალის რისხვა მათ მოუბრუნდებოდათ, მინდორში პეპლების ჭერით იყვნენ დაკავებულნი.

ისე, ამითაც გვაგონებენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები წითელ კომისრებს. ნაცები ისე მოთქმითა და ვაივიშით საუბრობენარჩევნების გაყალბებასადაქვეყანაში გამეფებულ ძალადობაზე”, გეგონება, სათოფეზეც არ გაჰკარებიან წინაწარ შემოხაზულ საარჩევნო ბიიულეტენებს, ყალბ პირადობის მოწმობებს ან სულაც იღლიაში ამოდებული არასოდეს ურბენინებიათ აქეთიქით საარჩევნო ურნები, ძალადობასა და ადამიანების ქუჩაქუჩა დახვრეტაზე აღარაფერს ვამბობ.

რაღა თქმა უნდა, ღვთის მადლით, გამორიცხულია, 27 წითელმა ქართველმა პარლამენტარმა ბოლომდე გაიზიაროს 26 წითელი ბაქოელი კომისრის ბედი, ანუ ამათ ნამდვილად არავინ დახვრეტს, მაგრამ კარგია, თუ ისიც გამორიცხული იქნება ჩვენს ქვეყანაში, რომ მოგვიანებით მათი მომხრეები და თანამოზარეები ისევ მობრუნდნენ ამ ხელისუფლებაში, როგორც ეს XX საუკუნის 20-ან წლებში აზერბნაიჯანში მოხდა.

თუმცა, თუკი კარგად დავაკვირდებით, საქართველოს 2016 წლის მოდიფიკაციის პარლამენტში ნაცები, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობით არა, უბრალო უმრავლესობით ისედაც არიან.

აბა, დააკვირდით: 27 ნაციონალინაციონალური მოძრაობისსიით მოხვდა პარლამენტში, სულ ცოტა, ამდენივე კი _ “ოცნებისსიით, ანუ ვგულისხმობ იმ ლურჯადგადაღებილყოფილ წითლებს, რომლებიც ამჯერადოცნებისპარტიულ სიაში იღერებენ ყელს ან # 41 მაჟორიტარად მოევლინენ ამომრჩეველს. მერწმუნეთ, თუმცა ვფიქრობ, საზოგადოებას დიდი დარწმუნება არც სჭირდება, რომ პარლამენტში შესულილურჯების”, ნახევარი თუ არა, მესამედი მაინც, კარგად რომ გადავფხიკოთ, აუცილებლად გამოჩნდება ჯერაც კვასკვასა წითელი საღებავი

ასე რომ, საბოლოოდ წითლები პარლამენტში 50 კაცზე მეტი მაინც გამოდიან და ეს რიცხვი უკვე კატასტროფულად უახლოვდება უბრალო უმრავლესობის ზღვარს!

ასეთ ფონზე, რა თქმა უნდა, სრულიად გაუგებარია “ლურჯების” მხარდამჭერთა ყიჟინა და ბელადის სახოტბო რიტორიკა _ “აი, ხომ დაასამარა ბიძინამ ნაცები?!”, “ნაცების პოლიტიკური ქელეხი როდის არის?”, “მორჩა, დაიმარხა “ნაციონალური მოძრაობა”, “ბრავო გროსმაისტერ ბიძინას” და სხვ. ლოგიკისგან სრულიად მოწყვეტილი და რეალობისგან ძალიან შორს მდგომი ფრაზები.

ჩემი ზემოთ მოტანილი შეფასება ცოტა გადაჭარბებულადაც რომ მიიჩნოთ და ნაცებს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში მხოლოდ 27 რეალური ადგილი არგუნოთ, 150-ადგილიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 27 ადგილის მიღება მაინც არ არისდასამარება”, “დამარხვა”, “მოსპობადაარგადარჩენა”!

მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სწორედ ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დამნაშავეებად, მკვლელებად, მწამებლებად აღიქვამს და, წესითა და რიგით, მათ არათუ ადგილები უნდა მიეღოთ პარლამენტში, არამედ, საერთოდ, უნდა შეეწყვიტათ არსებობა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეთა გაერთიანებას.

მაშ, სად არის ბატონი მილიარდერისგროსმაიტერობადა რაში გამოიხატება ის? მოწინააღმდეგე, რომელიც ბატონგროსმაისტერსშეეძლო აღეგავა პირისაგან მიწისა, აგერ სერიოზულ გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე და საკანონმდებლო ორგანოში ოფიციალურად იფორმებსმეორე ძალის”, ანუ ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების სტატუსს(!).

2012 წელს ნაცების მიერ მოპოვებულ 60-მდე ადგილს წონითა და მნიშვნელობით გაცილებით სჯობს 2016 წელს მოპოვებული 27 ადგილი. რატომ? იმიტომ, რომ, თუკი წინა პარლამენტში ვინმეს შეეძლო ნაცებისთვის ეთქვა, 2012 წელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თქვენ აკონტროლებდით და 40 პროცენტი ტოტალური გაყალბების შედეგად მიიღეთო, ამჯერად, ანუ 2016 წელს, ნაცები უკვე სრულიად დაუყვედრებელ, ოფიციალურ, კანონიერ, სამართლიან და “გაპრავებულ” 27 ადგილს ფლობენ.

ჩნდება კითხვა _ იქნებ ბელადმა “გროსმაისტერმა” განგებ დაუშვა ეს? აკი მაშინაც, 2012 წელსაც, ხალხის დიდი ნაწილი გაიძახოდა, _ ნაცებს რომ არ გაეყალბებინათ, ეგენი 10 პროცენტსაც ვერ აიღებდნენ არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმებიდან, ხოლო, თუ არჩევნებზე ყველა მოვიდოდა, ანუ აქტივობა მაღალი იქნებოდა, ნაცების მხარდამჭერთა ხმები 5-პროცენტიან ნიშნულსაც ვერ ასცდებოდაო….

რატომღაც, დაახლოებით ასეთივე მოლოდინი იყო საზოგადოების არც ისე მცირე ნაწილში ამ არჩევნებზეც.

სიმართლე ითქვას, მე და არაერთი ჩემი კოლეგა და მეგობარი რეალობას ზუსტად ვაფასებდით და ყოველთვის ვამბობდით, რომ ნაციონალების მხარდამჭერთა საერთო რაოდენობა ამ ქვეყანაში, სულ ცოტა, 15 პროცენტია, რაც გამართლდა კიდეც, რადგან მათ, როგორც წესი, მხარდამჭერების 100-ვე პროცენტის მობილიზება შეძლეს და 48-პროცენტიან აქტივობაში 28 პროცენტი მოიპოვეს. ეს კი, სწორედ იმას ნიშნავს, რომ მაღალი აქტივობის პირობებში, მათი მხარდაჭერა 14 პროცენტს გაუტოლდებოდა, ანუ ნაცებს საქართველოს მოსახლეობის 14 პროცენტი უჭერს მხარს.

ეს უკვე ფაქტია, მაგრამ, ალბათ, ყველას გვახსოვს, რა პროპაგანდა მიმდინარეობდა არჩევნებამდე: რომ “ნაციონალური მოძრაობა” თურმე “რადარებიდან არის გამქრალი”, რომ მათ “გაუჭირდებათ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა” და ა. შ.

ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი სვლებით ბიძინა ივანიშვილმა ისევ და ისევ ჩვეული ეგოიზმით ხალხს დაანახვა, რა საჭიროა მისი პერსონა ნაცების წინააღმდეგ საბრძოლველად? ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ _ ბიძინა ივანიშვილს რომ გამოეყენებინა ყველა სახელისუფლო კანონიერი ბერკეტი და “ნაციონალური მოძრაობისთვის” საერთოდ აეკრძალათ არჩევნებში მონაწილეობა და ის სულაც გაუქმებულიყო, როგორც პოლიტიკური პარტია, განა ვინმე დაუფასებდა ამას?

განა ხალხი არ იტყოდა, _ დიდი რამე! თუ აკრძალეს ეს პარტია და დიდი საქმეც ეგ არის, რა, თუ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დაუშვეს, ეგენი ხომ ისედაც გაფარჩაკებულები იყვნენ და, რომც მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა, მაგათ ხალხის 2 პროცენტიც არ მისცემდა ხმასო.

ასე და ამგვარად, ივანიშვილსა და დღევანდელ ხელისუფლებას “ნაცების” საწინააღმდეგო მეცადინეობა ფუჭად ჩაუვლიდა.

ახლა კი საზოგადოებამ აშკარად დაინახა, რომნაციონალური მოძრაობაჯერაც ფეხზე მდგარი, წელში გამართული ძალაა და მას მოსახლეობის, სულ ცოტა, 14 პროცენტი უჭერს მხარს, რაც არც ისე ცოტაა და მაშასადამე, ეს ძალა ჯერ ისევ საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის. ხოლო ამ საფრთხისთვის რეალური წინააღმდეგობის გამწევი და იმის გარანტი, რომ ისინი ხელისუფლებაში კვლავ უმრავლესობით ვეღარ დაბრუნდებიან _ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია!

ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იღვაწა ივანიშვილმა და ყველას აშკარად და თვალნათლივ დაგვანახვა ეს, რომ აღარავის ხმა არ ამოეღო ისედაც, უივანიშვილოდაც, მიფარჩაკებული “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ?

ბელადით აღფრთოვანებული ბევრი თაყვანისმცემელი მილიარდერის ასეთ საქციელს აფასებს, როგორც მის ნიჭს, გონიერებას და დადებით თვისებას _ ნახეთ, რა მაგრად გათვალა ყველაფერი?!” “ვაჰ, რა შებერტყილია, კაცო, დედა უტირა ყველას!” და მსგავსი შეძახილებით სავსეა სოციალური ქსელებიცა და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. სინამდვილეში კი, ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, “ჭკვიანობაკი არა, ამომრჩევლის, მოსახლეობის კეთილსინდიერებისა და სამოქალაქო შეგნების ბოროტად გამოყენებაა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. დღევანდელ საქართველოში უკადრებლის კადრება რატომღაც “ჭკვიანობის” სინონიმად არის მიჩნეული. თორემ გათვლით ბევრი რამ შეიძლება გათვალო ადამიანმა და მიხვდე, რა როგორ შეიძლება განვითარდეს, როდის შეიძლება მიიღო დაფასება და როდის შეიძლება შენთვის ფუჭად ჩაიაროს რაიმე მეცადინეობამ, მაგრამ ის კარგი და დადებით იყოს ქვეყნისთვის.

აი, სწორედ ეს არის ივანიშვილის დამახასიათებელი შტრიხი _ ის არაფრის დიდებით არ გააკეთებს არაფერს, არაფრის დიდებით არ გადადგამს ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის დადებით ნაბიჯს, თუკი ბოლომდე არ არის დარწმუნებული, რომ ამაში მისი მონაწილეობა და დამსახურება სათანადოდ იქნება დაფასებული!

არადა, რეალური მოღვაწენი, რეალური მამულიშვილები, არასოდეს ფიქრობენ, დაუფასებს თუ არა მათ რაიმესუმადურიერი. ეს სამშობლოსთვის ასეა საჭირო და ისინი ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომბელადისდიდება მოიპოვონ, არამედ იმიტომ, რომაქა დგანან და სხვაგვარად არ ძალუძთ”!

აი, სწორედ ამ უანგარობას არის დაშორებული ივანიშვილი და სწორედ მისი ზნეობისაგან ძალიან შორს მდგარი ხასიათის შედეგია ის ყბადაღებული კოაბიტაციაც, როდესაც ზოგიერთი ნაცი მიუტევებელი დამნაშავეა, ზოგიერთი კი _ “სისტემის მსხვერპლი” და მაღალ სახელმწიფოებრივ თანამდებობასაც კი იმსახურებს, ბიძინას ხასიათისა და ბიძინასთან მისი “ვაზელინური” დამოკიდებულების მიხედვით…

თუ არადა, მაშინ მიპასუხეთ _ რომელი სჯობდა ჩვენი ქვეყნისთვის _ “ნაციონალური მოძრაობაუკვე საბოლოოდ ნიღაბჩამოხსნილი, დამნაშავედ გამოცხადებული, დაშლილი და გაუქმებული ორგანიზაცია ყოფილიყო და ხალხს ამაში ივანიშვილის დამსახურება სათანადოდ ვერ დაენახა, ვერ დაეფასებინა თუ ის, რაც ახლა ხდება _ ხალხი აღიარებს ბელად ბიძინას დამსახურებებს, მაგრამ ეს ხდება იმის ფონზე, რომ მანიაკებისა და დამნაშავეების ბანდა, ამ ბელადის ხელშეწყობით, 28 პროცენტით შედის ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში?

ჩემი აზრით, პირველი ვარიანტი გაცილებით უფრო შეშვენის ჭეშმარიტი პატრიოტის საქციელს და სულაც არ მიმაჩნია, რომ მეორე ვარიანტის განმახორციელებელი უფრო “ჭკვიანია”. უბრალოდ, პირველი ვარიანტის მომხრეს მეტი ზნეობა აქვს. ხოლო სახელმწიფოსთვის, შორეულ პერსპექტივაში, მაღალი ზნეობის ლიდერი გაცილებით მეტი დადებითი შედეგის მომტანია, ვიდრე უზნეოჭკვიანი”.

ძველი ლათინური გამოთქმაა: “ის, ვინც წარმატებულია საქმეში, ხოლო ჩამორჩენილია ზნეობაში, უფრო ჩამორჩენილად უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე წარმატებულად”.

მოკლედ, ამ ქვეყანაში ყველაფერი ისე ხდება, როგორც ბიძინას სურს, და მეც ვაღიარებ _ არჩევნების მეორე ტურში საკუთარი ხელით შემოვხაზე 41! ჰოდა, როგორც მოქალაქე, სწორედ ამას, ქვეყანაში ასეთი ამაზრზენი სიტუაციის შექმნას, ვერასოდეს ვაპატიებ ბატონ მილიარდერს.

დასკვნისთვის კი, მინდა მივმართო ისევ და ისევ “ოცნების” გულამომჯდარ და გამარჯვებით მოყიჟინე აქტიურ მხარდამჭერებს, რომლებიც თავიანთ მაჟორიტარებს მლიქვნელურად მიმართავენ _ გილოცავთ! თქვენ ამომრჩევლის 75-პროცენტიანი ნდობა მოიპოვეთო! უკაცრავად, მეგობრებო, მაგრამ არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო ურნებთან მოსახლეობის საერთო რაოდენობის მხოლოდ 38 პროცენტი მივიდა. 38 პროცენტის 75 პროცენტი კი 29 პროცენტია. ასე რომ, თქვენმა მაჟორიტარებმა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 29 პროცენტის ნდობა დაიმსახურეს

ხოლო როდესაც მთავრობაში ანაცვლებ ხალხისთვის საძულველ, მართლა გაფარჩაკებულ მანიაკებს და, ამხელა კარტ-ბლანშის პირობებში, ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წლის შემდეგ მოსახლეობის მხოლოდ და მხოლოდ 29 პროცენტი გიცხადებს ნდობას, ეს, დამიჯერეთ, დიდი ვერაფერი საამაყო და სატრაბახოა!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here