Home რუბრიკები პოლიტიკა ღია წერილი აშშ-ის ელჩს, ბატონ იან კელის

ღია წერილი აშშ-ის ელჩს, ბატონ იან კელის

1478

სანამ აშშ საქართველოს სტრატეგიულიმოკავშირედამეგობარიქვეყანა გახდებოდა, სოციალისტური საქართველო ერთერთი განვითარებული და ცხოვრების მაღალი დონის მქონე რესპუბლიკა იყო საბჭოთა კავშირში და, როგორც ფორმალური, ასევე დე ფაქტო სუვერენიტეტის ხარისხიც გაცილებით მაღალი ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს. მარტივად რომ გითხრათ, მაგალითად, ცენტრიდან დანიშნულ ცეკას მეორე მდივან გენადი კოლბინს იმის მეათედი ძალაუფლება, უფლებამოსილება და გავლენა არ ჰქონდააბორიგენპოლიტელიტაზე, როგორიც თქვენ გაქვთ დღეს.

რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის ჟამს საბჭოთა საქართველოს ტელევიზიაში მოღვაწეობდა კოლორიტული პოლიტმიმომხილველი, აწ განსვენებული აბონ ციციაშვილი, რომელმაც გახურებული ცივი ომის პერიოდში მუქარის ტონით ბრძანა: “ეტყობა, რეიგანს დაავიწყდა ძველი ქართული ანდაზა: “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”. მისი ეს ფრაზა დღემდე კარგი ანეკდოტივით ახსოვთ საქართველოში და ამიტომ ყოველთვის ღიმილით იგონებენ ცხონებულ აბონ ციციაშვილს…

ბატონო კელი!

ის ანდაზა, რომელიც მისტერ რეიგანს “დაავიწყდა”, ალბათ, არც თქვენ იცით, მაგრამ, ბატონი აბონის ლამის 40 წლის წინათ ნათქვამისგან განსხვავებით, დღევანდელ ვითარებაში ანდაზის შინაარსი ერთობ აქტუალურია აშშ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში.

თუ რატომ, ამაზე _ ქვემოთ.

მანამდე კი ანდაზებს თავი დავანებოთ და ორ ქართულ ფენომენს, გნებავთ, იგავი ვუწოდოთ, თქვენს საყურადღებოდ გავიხსენებ, ბატონო ელჩო:

ნაჯახივით კაციაო, _ იტყვიან ქართველები გულუხვ, მოყვასისთვის დამხმარე ადამიანზე, რადგანაც ნაჯახის გამოყენებისას ნაფოტები აქეთ-იქეთ ცვივა და ეს მეტაფორაც აქედან არის შობილი.

ხელეჩო _ არის ასეთი დასახელების სადურგლო იარაღი, რომლის გამოყენების წესი ისეთია, რომ ზევიდან ქვევით, ანუ შენკენ მოძრაობს და ხელეჩოსავით კაციაო ქართველები იმ ადამიანზე იტყვიან, რომელიც ხელეჩოსავით საკუთარი თავისკენ მიითლიან, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ, სხვებისთვის კი თუნდაც ქვას უთოვია.

ეს იმიტომ მოგახსენეთ, რომ ჩემი ბედკრული ქვეყნის ისტორიაში მსგავი თვისებების არათუ მეფისნაცვალი, პროტექტორი სახელმწიფოც არაერთი გვახსოვს და მათი უმრავლესობა, ძირითადად, ხელეჩოს პრინციპით გვიდგებოდა. მაგალითად, აშშ, რომლის ელჩიც ბრძანდებით საქართველოში, თამამად შეიძლება ვუწოდოთ ხელეჩოპროტექტორი, რომელიც, თუკი შეერთებული შტატების აბორიგენი ინდიელების ბედს გავიხსენებთ, თავისი რეზერვაციებით, სულაც არ გაგვიკვირდება გურჯისტანელებს.

მოკლედ, კონტინენტზე რაც მისათლელი იყო, ხელეჩოსავით მიითალეთ, მერე ახლო-მახლოზე გადახვედით, ხოლო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ევროპა მიითალეს ხელეჩო-ფაშისტებმა და, პრაქტიკულად, მხოლოდ სტალინის სსრკ ებრძოდა ფაშისტურ გერმანიას, რომელთან შედარებითაც მოსკოვის, სტალინგრადისა და კურსკის სისხლიანი ეპოპეების ფონზე ამერიკელების ბრძოლა იაპონიასთან ომობანას თამაში უფრო იყო, ვიდრე ნამდვილი ომი. ამ ომის შემდეგ კი ევროპისა და აზიის მსუყე ნაჭრებიც ჩაბღუჯეთ – ღმერთმა შეგარგოთ, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სწორედ სტალინგრადთან და, განსაკუთრებით _ 1943 წლის ზაფხულში კურსკთან სსრკ-ის დიადი გამარჯვების შემდეგ, როდესაც ყველასთვის ცხადი შეიქნა, რომ სტალინი სხვათა დახმარების გარეშეც მოუგრეხდა კისერს ჰიტლერს, მხოლოდ მაშინ დაინტერესდა სერიოზულად აშშ ევროპის სამხედრო თეატრონით და 1943 წლის ნოემბრის ბოლოს გაიმართა თეირანის ცნობილი კონფერენცია რუზველტის, ჩერჩილისა და სტალინის მონაწილეობით, სადაც მოკავშირეები სერიოზულად ალაპარაკდნენ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე.

თეირანში კონფერენცია კი არ იყო, არამედ პრაქტიკულად დიპლომატიური ომი ორი ერთის წინააღმდეგ, რომელიც სტალინის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.

თუმცა ე.წ. მოკავშირეებმა, რაც შეეძლოთ, გააჭიანურეს და მეორე ფრონტი ანგლო-საქსებმა მხოლოდ 1944 წელს გახსნეს საფრანგეთში დესანტის გადასხმით.

დიახაც, .. მოკავშირეებმა, რადგანაც უკვე ლამის ბერლინთან მდგარი წითელი არმიისა და სტალინის ზურგს უკან ალენ დალესის უწყება მოლაპარაკებებს აწარმოებდა ფაშისტებთან.

ასე იყო თუ ისე, ომი დამთავრდა და ხელეჩოებმა თავისი მიითალეს. ოღონდ სტალინის დაჟინებული მოთხოვნით, საფრანგეთსაც მისცეს თავისი წილი (რაც, წესით, არ ეკუთვნოდა) საოკუპაციო ზონისა და ეს სულაც არ იყო ქველმოქმედება. ეს იყო შორსმჭვრეტელი სტალინის პრაგმატული ნაბიჯი, რომელიც მან 1944 წლის ზამთარში მოსკოვში დე გოლის ხანგრძლივი სტუმრობისას, სავარაუდოდ, სტუმრის შეთავაზებით გადადგა _ ომის შემდგომ ევროპაში აშშ ინგლისთან ერთად ჰეგემონობას შეეცდებოდა და აშშ-ინგლისის ხაზს სსრკ-საფრანგეთის ხაზი დაუპირისპირდა.

მისტერ კელი, საიდუმლო არ იქნება თქვენთვის, სტალინის სიკვდილის შემდეგ სწორედ ის არ აპატიეს დე გოლს, რომ საფრანგეთს ანგლოსაქსებთან შეუთანხმებელი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა მიჰყავდა და სწორედ აშშის მიერ ინსპირირებული სტუდენტური ბუნტის მეშვეობით მოიცილეს ყველაზე დიდი ფრანგი პოლიტიკიდან.

სწორედ 1960-იანი წლებიდან დაიწყო ამერიკის მსოფლიო იმპერიად ჩამოყალიბების პროცესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის დროშით.

თუმცა ეს ის პერიოდია, როდესაც “დემოკრატიულ ამერიკაში” რასიზმი, სეგრეგაცია მძვინვარებდა და კუ-კლუქს-კლანი ცოცხლად წვავდა ზანგებს; ეს ის პერიოდია, როდესაც ავტობუსებში შავკანიანებისთვის ზონები იყო გამოყოფილი და რესტორნებისა და სასტუმროების შესასვლელებს “ამშვენებდა” წარწერები _ ზანგებისა და ძაღლების შესვლა აკრძალულია!”.

და დღეს ამერიკელებს ჰყოფნით თავხედობა, გამოუშვან კანონი (მათი სატელიტი ევროპისთვისაც სავალდებულო), რომლის მიხედვით, სიტყვაზანგისგამოყენება უნდა დაისაჯოს, როგორც სიძულვილის ენით საუბარი.

აფროამერიკელი _ აი რა უნდა თქვა “ზანგის” მაგივრად! ისეთი აზრიც კი არსებობს, რომ ის ლიტერატურული ნაწარმოები, რომელშიც სიტყვა ზანგია ნახსენები, აიკრძალოს _ ე.ი. დავწვათ ერნესტ ჰემინგუეის, მარკ ტვენის, ჯეკ ლონდონის, . ჰენრისა და სხვათა ქმნილებები.

ასევე სიძულვილის ენას ნიშნავს და შესაბამისად ისჯება, თუ ჰომოსექსუალს უწოდებ პედერასტს, რადგანაც დასავლური (წაიკითხე _ აშშ) დემოკრატიის დროშა ლგბტ-სექტის ბაირაღია, რომლის მსოფლიოს თავზე აფრიალებასაც დაგვპირდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი.

ეს ისე, მცირე ლირიკული გადახვევა…

სსრკ-ის დაშლის შემდეგ აშშ ხელეჩო-იმპერიაა, რომელმაც მისათლელი მიითალა და რომელსაც დეკლარილებული აქვს, რომ საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და მეგობარი ქვეყანაა.

ჰოდა, მისტერ კელი, აშშის საკონსულოში იმის საკითხავად, მისცემთ თუ არა ვიზას ამერიკაში წასასვლელად, თქვენი სტრატეგიული მოკავშირისა და მეგობარი ქვეყნის _ საქართველოს მოქალაქემ 160 დოლარის ეკვივალენტის თანხა უნდა გადაიხადოს, თანაც ამ ვიზის მსურველი ქართველი მოქალაქეების მხოლოდ 15-20 %- თუ აკმაყოფილებს. დანარჩენს უარით ისტუმრებენ ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე. ჰოდა, გაუფრინდა ისედაც გაჭირვებულ ქართველს 160 დოლარი! ეს არის მეგობრობა?

ნუთუ არ შეიძლება, რომ მეგობარს კითხვა უფასოდ დაასმევინოთ და უარი ახსნაგანმარტების გარეშე არ სტკიცოთ?

მით უმეტეს, უარის მიზეზი ყველამ იცის _ კიდევ ერთი ქართველი არ დარჩეს მეგობარ ამერიკაში და არ შეემატოს ქვეშაფსია ბებერი ამერიკელებისთვის პამპერსების არალეგალურად გამომცვლელთა რიგებს!

მაგრამ იმას, რაც მე შემეხო, თვით თქვენგანაც კი, ხელეჩოებისგანაც, არ მოველოდი:

ჩემი პირველი მეუღლე თამარ მახარობლიძე, რომელთანაც საერთო აღარაფერი მაქვს, გარდა იმისა, რომ ერთადერთი საერთო შვილი გვყავს, 1996 წელს ვაჟთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ჩვენმა საერთო შვილმა ნუგზარ მხეიძემ კოლეჯი დაამთავრა და 2000 წელს საქართველოში დაბრუნდა. 2001 წელსაც წავიდა შვილი დედის მოსანახულებლად და კვლავ დაბრუნდა სამშობლოში. ჩემი ყოფილი მეუღლე, აწ უკვე თამარ ონილი, დიდი ხანია, აშშ-ის მოქალაქეა.

2007 წელს აშშ-ის მოქალაქე თამარ ონილი საქართველოში ჩამოვიდა მცირე ხნით და უკან გაბრუნდა. იგივე განმეორდა 2014 წელსაც _ ანუ მას, როგორც ამერიკის მოქალაქეს, პრობლემა არ ჰქონია საემიგრაციო სამსახურთან. და, საზოგადოდ, მისი ყველა გასვლა შეერთებული შტატებიდან იყო ლეგალური, კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით.

წელს თამარ ონილს ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, მას 10 ოქტომბერს ურთულესი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად უმძიმეს მდგომარეობაშია.

ჰოდა, .. 17 ოქტომბერს ჩვენი შვილი, ნუგზარ მხეიძე, რომელსაც, რა თქმა უნდა, წინასწარ 160 დოლარი გადაახდევინეს, აშშის საკონსულოს ეწვია თხოვნით, მომაკვდავი დედის მოსანახულებლად გაეშვათ, მაგრამ ვიზაზე უარი უთხრეს, ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე(!).

 ვიმეორებ: ჩემი შვილის დედა აშშ-ის მოქალაქეა.

რა ჰქვია ამას, ბატონო ელჩო, მეგობრობა? ბატონო კელი, როდესაც აშშის მოქალაქესთან, მომაკვდავ დედასთან, გამოსამშვიდობებლად შვილს ვიზას არ აძლევთ, ჩემი აზრით, ამას სტრატეგიული პარტნიორობა არ ჰქვია, ამას სახელი არ აქვს!

მერე თქვენც და თქვენს აქაურ ყურმოჭრილ ენჯეოებს გიკვირთ, _ მოსახლეობაში დასავლეთის მიმართ უნდობლობა იმატებს და რუსეთის მიმართ ლოიალურობა ძლიერდებაო, ამ ყველაფერს კი ეფემერულკრემლის პროპაგანდასაბრალებთ. არადა, კრემლი არაფერ შუაშია! იცოდეთ, ავანგარდში ანტიდასავლური პროპაგანდისა, თუკი ასეთი არსებობს, სწორედ აშშის საელჩო დგას და მისი უგულო დამოკიდებულება. როგორც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ითვალისწინებთ ქართველი კაცის გულისხმას და ყველაზე ოდიოზური დამქაშები გყავთ ფავორიტებად, ისევე უგულოდ ეპყრობით რიგით ქართველს. არადა, ამ რიგითმა ქართველმა იცის, მას ჯერ კიდევ ახსოვს, რომ არათუ თანამედროვე რუსეთში, არამედ თქვენ მიერ ბოროტების იმპერიად შერაცხილ სსრკ-შიც კი, არათუ საქართველოს ან ყირგიზეთის მოქალაქეს აუკრძალავდნენ რუსეთში მყოფ მომაკვდავ დედასთან ან შვილთან გამომშვიდობებას, არამედ პატიმარსაც გამოიყვანდნენ ციხიდან სისხლხორცთან დასამშვიდობებლად!

თქვენ კი რას აკეთებთ, ბატონო იან?!

არც ერთი სერიოზული ინვესტიცია _ თქვენ საქართველო “ტრუბების” გამტარ ტერიტორიად, ხოლო ქართველი ხალხი რუსოფობიური განწყობების გასაღვივებლად გჭირდებათ, რადგანაც ჩვენი ხელეჩო “სტრატეგიული მოკავშირისა და მეგობრის” ღმერთი მარადმწვანე მამონა იყო, რომელსაც ახლახან მოციქულად დაემატა ლგბტ-პედერასტების ჭრელი ბაირაღი!

ქართველი ხალხი ბრიყვი არ არის და ხვდება, რომ სწორედ თქვენმა ხელეჩობამ წაგვკიდა მტრად ერთმორწმუნე რუსეთი; თქვენ მფარველობთ ქართველთა სისხლსა და ცრემლში განბანილ “ნაცმოძრაობას” და მის სადისტ ლიდერ მიხეილ სააკაშვილს; ჩვენ ვხედავთ, რა დამართეთ უკრაინას, როგორ “ებრძვით” თქვენსავე შექმნილ ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს”.

ვეღარ ვხედავთ, მაგრამ გვახსოვს, ნაჯახი საბჭოთა “იმპერია”, რომელიც აჭმევ-ასმევდა 15 რესპუბლიკას, განსაკუთრებით _ საქართველოს.

ამიტომ, ბატონო ელჩო, საქართველოში სულ უფრო მატულობს ანტიამერიკული განწყობები _ აი, ამას ნიშნავს, ბატონო კელი, “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”. საქართველოში, რომელიც საბჭოეთშიც კი ყველაზე პროამერიკულად განწყობილ რესპუბლიკად ითვლებოდა, სანამ მანიაკ სააკაშვილს თავზე დაგვასვამდით, სულ უფრო მატულობს ანტიამერიკული განწყობა.

მივმართავ, აგრეთვე, საქართველოს სახალხო დამცველსა და აშშის მიერ დაფინანსებულ .. არასამთავრობო ორგანიზაციებს _ ლგბტსექტისა და იეღოველების უფლებებს თავგამოდებით რომ იცავთ, შვილს მომაკვდავი დედის ნახვის უფლებას რომ არ აძლევენ, ხმას რატომ არ იღებთ?

ნუ გეშინიათ, ნუგზარ მხეიძე იქ არ დარჩება, თუნდაც იმიტომ, რომ აქ ცოლი და ქალ-ვაჟი ჰყავს!

პატივისცემით,

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ეს წერილი ჩემთვის ოდესღაც საოცნებო ამერიკისთვის არის განაჩენი.

  2. ბატონო დავით, მინდა დაგეთანხმოდ და გაგამხნეოთ, გავამხნეო თქვენი ვაჟი. რომ შემეძლოს ამ მიმართვას რამდენიმე ენაზე ვთარგმნიდი და გავავრცელებდი, თანაც ბატონი აბონის წარმოთქმულს, ერთ ანდაზასაც დაამატებდი (ცოცხალი რომ იყოს თვითონ იტყოდა) \\\”გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა\\\”. კიდევ ერთხელ, მხნეობას და გახარებას გისურვებთ ბატონო დავით თქვენ და ჩვენ სამშობლო-საქართველოს.

  3. ჩემმა საყვარელმა ძმიშვილმა,რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და იმ ქვეყნის მოქალაქეა მიმიწვია სტუმრად ამერიკაში და წერილში აღნიშნული იყო,რომ ყვეა ხარჯს იღება თავისთავზე.შემივსო აპლიკაცია, გადამიხადა სავიზო მოსაკრებელი და დამინიშნა გასაუბრების დღე.არასდროს დამავიწყდება 2015 წლის 8 ნოემბერი.დიდი იმედით შევედი გასაუბრებაზე საელჩოში… რამოდენიმე შეკითვვის შემდეგ სამწუხაროდ თქვენ უარი გეთქვათ ამერიკაში გამგზავრებაზეო ყოველგვარიახსნა-განმარტების გარეშე გამომიცხადეს. მე ვარ პენსიონერი 67 წლის და ვერ გავიგე რატომ უნდა ეთქვათ უარი.იქნებ ამიხსნას ვინმემ.მე იქ სამუშაოდ არავინ მიმიღებდა კედეც,რომ მინდოდეს და არც იქ ვაპირებდი დარჩენას…

  4. –აშშ-ში წასვლის(მაგრამ ვერწასულის) მსურველს საკონსულოში გასაუბრებაზე შესვლა უჯდება 400 ლარი, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეში ასეთი მსურველი სამასამდეა, წელიწადში 30 მილიონ ლარს ურტყამს, ხოლო ჩალიჩით წამსვლელ თითოეულ მოქალაქეს 20-25 ათას დოლარს ახევენ!!!
    –როგორი ბიზნესია?
    –მოგვანიჭებენ უვიზო მიმოსვლას?
    –ისემც, აუყვავდათ ქვეყნები და ლიდერების ოჯახები!
    ==================================================
    –მოვუწოდებ სახელმწიფოს, სასწრაფოდ აღმოფხრას ქვეყნისა და მოსახლეობის გაღატაკების ეს უმთავრესი მიზეზი!

  5. ლამაზი სანახავია ამერიკა,მაგრამ მეზიზღება მათი მთავრობა. ჭირივით მძულს ყველა ამერიკელი მეთაური ყოფილი თუ ახლანდელი, გარდა კენედისა!

  6. ბატონო დავით თკვენი ცერილი ჩემთვის დიდი სიხარულის მომტანია ,როგორც იკნა გამოჩნდა ადამიანი რომელმაც სიმართლე უთხრა ამერიკელ ოკუპანტებს , რომლებიც რუსებზე დაუძინარი მტრები არიან საკართველოსათვის,ზუსტად მაგ იანკის ბრალია გორში სტალინის ძეგლი რომ არ დაგვადგმევინეს ის განაგებს ჩვენს პრეზიდენტს, პარლამენტს და პრემიერმინისტრსაც ,ნატოში და ევროკავშირში შესვლით ცლებია გვატყუებენ და არასოდეს ვერ შევალთ სანამ რუსებისაგან ნებართვას არ აიღებენ , საკართველოს მოსახლეობა საეკსპერიმენტო მუმიები გაგვხადეს დაგვანებეთ თავი მაგრამ არ დაგვანებებენ რადგან ჩვენ უკვე ნაყიდები ვართ დოლარებით მთელი საკართველოა გაყიდული ჩვენი გაუმაძღრობით.

  7. ამერიკის და ევროკავშირის დედაც რა. მაგათი დემოკრატია არის კანალიზაცია. ეს კაცი სრულ სიმართლეს წერს.

  8. Kargi cerilia, magram ra sachiro iko aq iegovelebis, zangebis da geebis chartva ? Amerikeli elchi axla amas chaebgaucheba da avtors homofobad gamoacxadebs. Cerili tuki ucxoelistvisaa gankutvnili, unda ikos mokle da naklebi ritorikit. Tan gadasatargmnad advili.

  9. ჩვენ ისეთი ერი ვართ კაციჭამიები, ამიტომ დიდი ხნის წინ მიხვდა ამერიკა რომ უნდა გავქრეთ და წარმატებითაც გამოსდის საქმე

  10. ამ წერილს უცრემლოდ ვერ წაიკითხავს ის, ვისაც უცხოვრია საბჭოთა წყობილების დროს და დღესაც ძლიერად უცემს გული სამშობლოს კეთილდღეობისათვის, უღრმესი მადლობა თითოელი სიტყვისათს, რომელშიც სიმართლეა და ბასრი დანასავით ჭრის.

  11. მე 12 წელია გერმანიიდან მოწვევებს ვიღებ. იმაზე მეტი საბუთები შემაქვს საელჩოში, ვიდრე მომეთხოვება,მაგრამ ვერაფრით ვერ მივიღე ვიზა. ჩვენს ძვირფას მედასავლეთეებს რომ მოუსმინო, ევროპული ოჯახის წევრები ვართ და დღეს-ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ. ეს \\\”ევროპული ოჯახის წევრი\\\” ქვეყანა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ ადგილზეა ვიზებზე უარების რაოდენობით. სახელმწიფო არ უნდა იცავდეს საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს? ტყვია რომ გესროლონ რომელიმე საელჩოში, საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირ რეაგირებას არ მოახდენს. გეტყვიან, საელჩოს საქმიანობაში ვერ ჩავერევით, ეს ჩვენს კომპეტენციას სცილდებაო. ამის მერე გვიკვირს, რატომ გვექცევიან ასე თავხედურად ჩვენი დასავლელი \\\”მეგობრები\\\”?

  12. აშშ არასოდეს არ ყოფილა საქართველოს მეგობარი ქვეყანა, და თუ რამეს აკეთებს მხოლოდ თავის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარეა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here