Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უკრაინაში პროსტიტუციისა და ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებას გეგმავენ

ეს ევროკავშირში შესვლის ერთერთი პირობაა”, _ ამბობს უკრაინის პარლამენტის დეპუტატი

უკრაინის პარლამენტის დეპუტატსპეტრე პოროშენკოს ბლოკიდან” _ სერგეი ლეშჩენკოს მიაჩნია, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტი აუცილებლად მიიღებს კანონს ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ.

რა თქმა უნდა, უკრაინაში ეს მოხდება, ოღონდ საკითხავია, როდის. ეს შეიძლება იყოს ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის ერთერთი პირობა. მოხდება ეს 2017 წელს? _ არ ვიცი. შესაძლოა, ამჟამინდელმა პარლამენტმა არ მიიღოს ეს კანონი, მაგრამ შემდეგი აუცილებლად მიიღებს. თუკი, რა თქმა უნდა, შენარჩუნდება ორიენტაცია ევროპის კავშირზე”, _ დააიმედა უკრაინელები ლეშჩენკომ ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

საპრეზიდენტო ფრაქციის წარმომადგენელი მხარს უჭერს, აგრეთვე, უკრაინაში ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზებას.

მსოფლიოში დაიწყო მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზება. ესეც აუცილებლად მოხდება უკრაინაში, მაგრამ საზოგადოება ამისთვის ჯერ მზად არ არის.

ამ ეტაპზე მხარს არ დავუჭერ ლეგალიზაციას, მაგრამ მინდა, რომ დაისაჯონ ნარკოტიკის მწარმოებლები და გამავრცელებლები და არა _ მომხმარებლები”.

ლეშჩენკოს მიაჩნია, რომ უკრაინაში ლეგალიზებული უნდა იყოს პროსტიტუციაც. ამას კი “ადამიანის ბუნებასთან ბრძოლის უნაყოფობით” ხსნის.

“პროსტიტუციის ლეგალიზება სოციალური დაცვის, ფიზიკური უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს ამ საქმით დაკავებულებს, ფული კი მიმართული იქნება ბიუჯეტისკენ. ბევრი ქვეყანა პროსტიტუციას იყენებს, როგორც სატყუარას ტურისტებისთვის. უკრაინელები ამ სახელმწიფოების მოსახლეობაზე სულელები არ უნდა იყვნენ. პროსტიტუცია აუცილებლად უნდა იყოს დეკრიმინალიზებული და ლეგალიზებული”, _ განაცხადა დეპუტატმა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/safrangetshi.jpg

საფრანგეთში მიგრანტებმა რეპორტიორის თვალწინ გააუპატიურეს თარჯიმანი

საფრანგეთში პოლიცია ქალაქ კალეს ლტოლვილთა ბანაკში თარჯიმნის გაუპატიურების საქმეს იძიებს. ინციდენტი მოხდა გვიან ღამით, როცა გადამღები ჯგუფი რეპორტაჟს ამზადებდა ავღანელ ლტოლვილებზე.

 “დამნაშავეები ჯერ შეეცადნენ, ხელში ჩაეგდოთ სატელევიზიო აპარატურა, შემდეგ დანით შეიარაღებულმა 3-მა პირმა მკვლელობის მუქარით 38 წლის ქალი, წარმოშობით ავღანელი, გააუპატიურა. ორმა ავღანელმა კი, დანებით შეიარაღებულებმა, გააკავეს გადამღები ჯგუფის რეპორტიორი, რომელიც თარჯიმანი ქალის დახმარებას შეეცადა”, _ იუწყება The Local France.

დაზარალებული ქალი მიიყვანეს პოლიციაში, სადაც მედიკოსებმა დაადასტურეს, რომ ქალი გაუპატიურებული იყო. მომხდარის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს ძებნა.

კალეში მოწყობილ ლტოლვილთა ბანაკს, რომელსაც “ჯუნგლებს” უწოდებენ და რომელიც ლამანშის ქვეშ გაყვანილი ევროგვირაბის შესასვლელთან მდებარეობს, ცუდი რეპუტაცია აქვს. ბანაკში ცხოვრობს 9 ათასი არალეგალი, რომლებიც ცდილობენ, ნებისმიერი მეთოდით გადავიდნენ დიდ ბრიტანეთში. ერთხელ ევროგვირაბის შტურმით აღებასაც შეეცადნენ, მაგრამ სამართალდამცველებმა შეაჩერეს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/sexxx.jpg

სექსგანათლების გაკვეთილიდან ბავშვები სასწრაფო დახმარების მანქანებით გაიყვანეს

გერმანიის ერთერთ გიმნაზიაში სექსგანათლების გაკვეთილი მოულოდნელი შედეგით დასრულდა. დაზარალებული ბავშვების მშობლები აღშფოთებულნი არიან ასეთისაგანმანათლებლოგაკვეთილებით, რადგან ბავშვების ფსიქიკამ ვერ გაუძლო ადამიანის სქესობრივი ცხოვრების მაგალითების შესწავლას.

გერმანიის ქალაქ ბორკენის ერთ-ერთ გიმნაზიაში სექსგანათლების გაკვეთილის მიმდინარეობისას 10 მოსწავლე შეუძლოდ შეიქნა და ჰოსპიტალში მოათავსეს.

ერთ-ერთმა მოზარდმა სექსუალური აღზრდის გაკვეთილზე გონება დაკარგა, სხვები კი თავს ცუდად გრძნობდნენ.

“გიმნაზიის მეექვსეკლასელი მასწავლებლის დავალებას ასრულებდა _ ნაწილებად ჭრიდა ბუტაფორულ სასქესო ორგანოს, როცა გონება დაკარგა. მისი სხვა კლასელები კი გაფითრდნენ და ძლივს სუნთქავდნენ.

სექსგანათლების მასწავლებელს შეეშინდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ექიმებმა 10 მოსწავლე სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს”, _ იუწყება ინტერნეტგამოცემა derwesten.ge.

 შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ე.წ. სექსუალური აღზრდის გაკვეთილებზე დასწრება აუცილებელია ყველა მოსწავლისთვის.

გერმანელი ბავშვები ვალდებულნი არიან, არა მხოლოდ დაესწრონ სექსგანათლების გაკვეთილებს, არამედ იძულებით შეასრულონ საშინაო დავალება ამ საგანში. მაგალითად, ქალაქ კელნის 9 წლის მოსწავლეები ვალდებულნი არიან, გამოცდა ჩააბარონ ორგაზმის საკითხებზე. ამას გარდა, განათლების სამინისტროს განკარგულებით, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მიწაზე მშობლებს აიძულებენ, ბავშვებთან ერთად მოამზადონ სექსგანათლების საგნის საშინაო დავალებები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here