Home რუბრიკები ეკონომიკა ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი _ ბიზნესპარტნიორები

ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი _ ბიზნესპარტნიორები

1113

ძიუდოისტები _ ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი ბიზნესპარტნიორები ხდებიან. როგორც მთავრობის ?2182 განკარგულებიდან ირკვევა, სახელმწიფომ ძიუდოისტებს თბილისში, ნუცუბიძევაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან ახლოს არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში 379 000 ლარად გადასცა.

 პირობების მიხედვით, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი ვალდებულნი არიან, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე 36 თვის განმავლობაში ააშენონ სპორტული კომპლექსი, რომელიც უნდა მოიცავდეს, სულ ცოტა, 30 ადამიანზე გათვლილ, არანაკლებ 2 გასახდელ ოთახს, არანაკლებ 8 (ინდივიდუალურ) საშხაპეს, სპორტსმენების ფიზიკური მომზადებისათვის განკუთვნილ სავარჯიშო დარბაზებს. ავთანდილ ჭრიკიშვილსა და ვარლამ ლიპარტელიანს პროექტის განსახორციელებლად, პირობების მიხედვით, სულ ცოტა, 0,4 მლნ ლარის ინვესტირება დაეკისრათ.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here