Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთმა, შესაძლოა, თურქეთს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მიაწოდოს

რუსეთმა, შესაძლოა, თურქეთს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მიაწოდოს

570

რუსეთი თურქეთისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

 “არ შემიძლია კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ სამხედრო ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხი პრეზიდენტ პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკების დღის წესრიგში ნამდვილად იყო; ნახსენები იყო რამდენიმე სახეობის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. თუ თურქული მხარის სურვილი იქნება, რა თქმა უნდა, თურქეთისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება შეგვიძლია, ეს კომერციის საკითხია”, _ აღნიშნა პესკოვმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here