Home რუბრიკები პოლიტიკა ჩვენ უკვე უკრაინის ტერიტორია გავხდით?!

ჩვენ უკვე უკრაინის ტერიტორია გავხდით?!

ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელი ეკა ბესელია კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რატომ არ მიიღო ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა ასამბლეის მიერ უკრაინის შესახებ შემუშავებულ რეზოლუციაში

მისი შეფასებით, საკითხის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი სრული დემაგოგიაა. ეკა ბესელიას განცხადებით, “ეს არ იყო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ეს იყო ტექსტი უკრაინასთან დაკავშირებით. რეზოლუცია ეხება უკრაინას და არა საქართველოს _ უკრაინის ტერიტორიაზე აგრესიასა და ადამიანის უფლებების დარღვევას, ეს არ არის რეზოლუცია საქართველოზე, უკრაინის ტერიტორიაზეა და ჩვენ უკვე უკრაინის ტერიტორია გავხდით?! თუ საქართველო უკრაინის ტერიტორია გახდა, მაშინ მითხარით! სახელწოდებას ხომ უნდა მივაქციოთ ყურადღება”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here